კალმახი და მისი თავისებურებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახი და მისი თავისებურებები
ბესო
პოსტი Dec 17 2009, 12:31
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნებისმიერი სახეობის თევზის დასაჭერად საჭიროა ამ სახეობის ჩვევების და საკვები, საცხოვრებელი გარემოს შესწავლა.
მით უმეტეს ეს ეხება კალმახს.

ამ კონკრეტულ სტატიაში არ დავკონკრეტდები კალმახის საცხოვრებელ ადგილებზე გარკვეული გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ შევეხებით სხვა მრავალ თვისებას!

კალმახი არის ძალზედ ფრთხილი მტაცებელი. მის საცხოვრებელ/სადგომ ადგილზე რაიმე ჩრდილის ჩამოწოლაც კი მის დაფრთხობას იწვევს! ამიტომ მეთევზე დიდი სიფრთხილით უნდა მიეპაროს პოტენციურ საკალმახე ადგილებს! არ არის რეკომენდირებული ნაპირთან ზედმეტად ახლოს მისვლა და წყალში ჩადგომა (თუ აუცილებლობა არ მოითხოვს).

მიუხედავად იმისა, რომ კალმახი ძალზედ ენერგიული თევზია, კვების დროს ის ამ ენერგიას ძალზე ეფექტურად ხარჯავს. ანუ მინიმალურ ენერგიას ხარჯავს საკვების მოპოვებისთვის. ამიტომ, კალმახის პოტენციურ სადგომებთან მეთევზემ რაც შეიძლება ახლოს უნდა გაატაროს სატყუარა, რათა მტაცებლის დაინტერესება შეძლოს -წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი არ დაინტერესდება ისეთი სატყუარით, რომელზეც ენერგიის დახარჯვაც მას ადეკვატურ "სარგებელს" არ მოუტანს.

ზედა 2 აბზაციდან გამომდინარე და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ კალმახი კვების დროს გარკვეულწილად გვერდულად მოძრაობს, რითიც ის გზას უღობავს მდინარის მიერ ჩამოტანილ საკვებს, კალმახზე სპინინგით სპორტული თევზაობის ყველაზე გამართლებული მეთოდია სატყუარის შეგდება მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და დინების მიმართულებით ჩამოტარება (ვინაიდან კალმახი ყოველთვის მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგას), მის პოტენციურ სადგომთან რაც შეიძლება ახლოს და შესაძლებლობის ფარგლებში ნელი გატარებით.

ამასთანავე, ტრიალას/ვობლერის წყალთან შეხებისთანავე საჭიროა გატარების დაწყება, ვინაიდან წყალში უმოქმედოდ მოხვედრილი სატყუარა უმეტეს შემთხვევაში დააფრთხობს მტაცებელს.

ისევე როგორც ყველა სხვა ჯიშის თევზი, კალმახის აქტივობაც დამოკიდებულია წყალში ჟანგბადის შემცველობაზე. ამიტომ კალმახი აქტიურად იკვებება დილით და საღამოს, როდესაც წყლის ტემპერატურა დაბალია და წყალში ჟანგბადის შემცველობა კი შედარებით მაღალი.

კალმახი არჩევს ფერებს, რა თქმა უნდა მისი გარჩევისუნარიანობა დამოკიდებულია ამინდზეც და წყლის სისუფთავეზეც, მაგრამ თუ შეატყობთ, რომ რომელიღაც 1 ფერის/ტონალობის სატყუარა არ იზიდავს მტაცებელს და ვერ იჭერთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებლად შეცვალეთ სატყუარა (შეცვალეთ სხვა ფერის ან ტონალობის სატყუარით).

ხშირად ხდება, რომ სპინინგისტი წყალში ხედავს სატყუარაზე გამოდევნებულ კალმახს, რომელიც უბრალოდ გამოაცილებს სატყუარას და ბრუნდება უკან. ამ შემთხვევაში მტაცებელი ან არ არის დაინტერესებული სატყუარით და მას საკუთარი "სამფლობელოდან" განდევნის გამოცილებით, ან ამჩნევს რაღაც საეჭვოს და ვერ ბედავს კბენას. ნებისმიერ შემთხვევაში იგივე სატყუარის ხელმეორედ გატარება არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან დიდი შანსია მან დააფრთხოს თევზი. თუ პირველივე გატარები შემთხვევაში არის შანსი, რომ გატარების სიჩქარე შეანელოთ, ან სპინინგის წვერით ოდნავ წაუთამაშოთ, რომ სატყუარამ "თამაში" შეცვალოს, შეიძლება ამ მეთოდნმა გამოდევნებული კალმახის პროვოცირება მოახდინოს და ის ეცეს სამიზნეს. სხვა შემთხვევაში უმჯობესია სატყუარის შეცვლა ან უფრო მომცრო ზომის უფრო რეალისტური (არა მყვირალა) ფერის სატყუარით, ან უფრო აგრესიული "თამაშის" მქონე სატყუარით.

დილით ადრე და საღამოს პირზე კალმახი საკვებად გადის შედარებით დაბალ წყალში, ამიტომ მეთევზემ ეს მომენტი აუცილებლად უნდა იცოდეს და ითვალისწინებდეს, თორემ საკალმახე ადგილების ძებნაში და მისთვის "მიმზიდველი" ადგილების გატესტვაში შეიძლება ცხვირწინ მდგომი თევზი დააფრთხოს, რაც ძალზე ხშირად ხდება ხოლმე!

ზოგადად კალმახი ბუდობს ღრმა მორევებში, ქვების უკან, სადაც დინებას ეფარება, მდინარის კიდეებში და ჩაღრმავებებში, დიდი ქვების ქვეშ, მდინარეში ჩაწოლილი ხეების/ტოტების ქვეშ.

ამ თევზს არ უყვარს მზე და სიცხე. უყვარც ცივი და სუფთა წყალი. ამიტომ მოღრუბლულ ამინდში კალმახის აქტივობა გაცილებით მაღალია ვიდრე მზიანში. დილის აქტიურობის მერე, მზინი დღის შემთხვევაში კალმახი გადადის ხოლმე პასიურ რეჟიმში (შიგადაშიგ "გამონათებებით" newsmile05.gif ) ანუ მიძვრება ღრმად სადაც გრილა, გადადის ჩრდილში და ა.შ. თუ მწველი მზეა, ცხვირშიც, რომ გაარტყათ სატყუარა მაინც არ მოიკლავს მისი გამოკიდებით თავს. newsmile05.gif




სპინინგით მოთევზავემ აუცილებლად უნდა იცოდეს კალმახის 1 საინტერესო თვისებაზე - კალმახი მდინარეში არ ბუდობს ჯგუფურად (რა თქმა უნდა ლიფსიტებს არ ეხება). ის მტაცებელია და თავის საცხოვრებელ/საკვებ ადგილს იცავს სხვა მტაცებლისაგან. ამიტომ ერთ და იმავე ადგილზე ვერ დავიჭერთ 3-5 ან 10 კალმახს, რათქმა უნდა თუ მორევი დიდი არ არის და არ იძლევა საშუალებას, რომ რამოდენიმე მოზრდილმა ეგზემპლარმა სხვადასხვა კუთხეში ან ორმოში იცხოვროს.


სტატიის ავტორია - ბესო მგალობლიშვილი და ის წარმოადგენს ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს საკუთრებას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
nikoloz dvali
პოსტი Mar 6 2013, 19:59
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 141
რეგისტრ.: 10-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



არ ვთქვი სპეციალურად... ვინც მითხრა ეს ამბავი ავიდეთო გადავკეტოთო და ბადე ჩავაგდოთო მეუთხარი კაი მაშინ თქო D.gif D.gif გპირდებით მტკაველზე ნაკლებს გავუშვებ dastur.gif dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ბესო   კალმახი და მისი თავისებურებები   Dec 17 2009, 12:31
- - ვიტო   სამაგალითო სტატიე...   Sep 9 2010, 11:00
- - T A M P L I E R   ბესო კარგი სტატია...   Sep 9 2010, 12:19
- - troutbaiter   ეეეე ძია! არ მიჯერ...   Sep 9 2010, 13:51
- - ბესო   ციტატა(troutbaiter @ 9th Septembe...   Sep 9 2010, 17:23
- - (dila)adriano   იშხნელო ძალიან კარ...   Feb 11 2011, 22:45
- - ბესო   ციტატა((dila)adriano @ 11...   Feb 18 2011, 10:18
- - ბესო   ციტატა((dila)adriano @ 11...   Mar 7 2011, 11:34
- - Pendragon   ბესო კარგი სტატია...   Jul 14 2011, 11:32
|- - ბესო   ციტატა(Pendragon @ Jul 14 2011, 1...   Jul 14 2011, 12:31
- - ნიკა   მნიშვნელობა არ აქვ...   Jul 14 2011, 12:23
- - kupra   საინტერესო თემაა   Jul 14 2011, 15:08
- - Pendragon   რა თქმა უნდა ლოდი დ...   Jul 14 2011, 16:58
- - kupra   ამათი საქმე კი ნამ...   Jul 14 2011, 18:28
- - ams   კალმახზე მინდა სათ...   May 15 2012, 12:43
|- - ბესო   ციტატა(ams @ May 15 2012, 13...   Jun 1 2012, 10:56
- - T A M P L I E R   არ შეიზლებაო თევზა...   May 15 2012, 13:00
- - ams   თქვენ დამიწერეთ რა...   May 15 2012, 14:23
- - Fly Fishing Club   კანონით ამ ჯიშის თ...   Dec 12 2012, 21:56
- - გიგი   Fly Fishing Club ნეტა თქვენს...   Dec 12 2012, 22:59
- - Fishman   გიგი კაი რა ბიჯო...   Dec 12 2012, 23:04
- - nik@a   ციტატამოიყვანოს რ...   Dec 13 2012, 01:55
- - nikoloz dvali   ხოო ყველაფერი წავი...   Mar 6 2013, 17:00
- - შოთა.03   nikoloz dvali ციტატა(kokoloza @ ...   Mar 6 2013, 19:01
- - nikoloz dvali   არ ვთქვი სპეციალურ...   Mar 6 2013, 19:59
- - megreli   ციტატა(kokoloza @ 6th March 2013 ...   Mar 6 2013, 23:14
|- - nikoloz dvali   ციტატა(megreli @ Mar 7 2013, 00...   Mar 7 2013, 17:22
- - ilariona   თემა გასაწმენდია, ...   Mar 6 2013, 23:28
- - Che   გამარჯობა. ერთი რჩ...   Sep 2 2013, 22:51


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2025 - 17:21