ირლანდიური მგელთმგუდავი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ირლანდიური მგელთმგუდავი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
![]() ![]() ![]() სიმაღლე: ხვადი-არაუმცირეს 79 სმ-ის ძუ-არაუმცირეს 71 სმ-ის წონა: ხვადი-არანაკლებ 55 კგ-ისა ძუ- არანაკლებ 41 კგ-ისა შეფერილობა: ნაცრისფერი, წითური, შავი, თეთრი, ჩალისფერი და ვეფხვისფერი. ჯერ კიდევ რომაული წყაროები გვატყობინებენ გიგანტური მონადირე ძაღლების შესახებ, რომლებიც ლომზე, ირემზე და მგლებზე ნადირობდნენ. ირლანდიურ გიგანტებს არამარტო სანადიროდ, არამედ მეფეების და დიდგვაროვნების ეტლების გამცილებლებადაც იყენებდნენ. ირლანდიური მგელტმგუდავი სამეფო ძაღლად ითვლებოდა. ამ ეგზოტიკურ ძაღლზე უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ირლანდიურ მგელთმგუდავ გელერტსა და უელსის პრინც ლიუელინს უკავშირდება. პრინცს ძაღლი ინგლისი მეფე ნოანმა აჩუქა 1210 წელს. ლიუელინი დიდგვაროვნებთან ერთად სანადიროდ წასულა, ძაღლი კი თავისი მცირეწლოვანი შვილის სადარაჯოდ დაუტოვებია. სახლში დაბრუნებულ პრინცს ძაღლი სისხლში ამოსვრილი დახვედრია - უფიქრია შვილი მომიკლაო, უშიშვლებია ხანჯალი და მოუკლავს ძაღლი. შემდეგ გვერდით გაუხედავს და ორი მკვდარი მგელი დაუნახავს, იქვე ახლოს კი შეშინებული თავისი შვილი. ამის შემდეგ პრინცს გელერტის ძეგლის აგება უბრძანებია, წარწერით "გელერტი პრინცის ერთგული მეგობარი". მე-19 საუკუნეში ეს ჯიში თითქმის მთლიანად გადაშენდა. 1860 წელს კაპიტანმა გრეხემმა მოძებნა ამ ჯიშის რამოდენიმე ეგზემპლიარი და მათ დურხაუნდომის, გერმანული დოგის და რუსული მწევარი ძაღლის სისხლი დაუმატა რის შედეგადაც დღევანდელი ირლანდიური მგელთმგუდავი მიიღო. ირლანდიური მგელთმგუდავი მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდ ძაღლად ითვლება. ის ხალხის მოყვარული და მეგობრული ძაღლია. დღესდღეობით მან თითქმის დაკარგა მონადირული თვისებები, მაგრამ სწორი აღზრდის შემთხვევაში შესანიშნავი მონადირე დადგება. პ.ს. ინფო აღებულია ამ საიტიდან http://site.vipanimals.ge/ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რაარი გაურკვეველი ტერმინი კავკასიური ნაგაზი შეარქვეს რუსებმა როცა დაგვასწრეს ჩვენი ძაღლის დარეგისტრირება არადა მისი ნამდვილი სახელია ქართული მეცხვარე რუსები იყვნენ არჩევანის წინაშე თუ რა დაერქვათ ჯიშისთვის და იყო ბევრი ვარიანტი ასევე "რუსული ვალკადავი" მაგრამ ბოლოს შეჩერდნენ კავკასკაია აფჩარკაზე . ქართველებს ჯიში წაგვარტვეს ამაზე ვიმსჯელოტ ჯობია :( :( ა
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 13:25 |