სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, " მაჩაბლის კლუბი " |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, " მაჩაბლის კლუბი " |
Feb 22 2013, 17:14
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 241 რეგისტრ.: 26-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეს თემა ჩემი გახსნილია , რადგან უამრავ თემაში მიდის ამ კლუბის ირგვლივ ლაპარაკი !! თემები რომ არ გაიოფდეს და აირიოს , ამ თემაში ვილაპარაკოთ მაჩაბლის კლუბზე თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს !!!
ზახარა დზალიან კარგია რომ ასეტი ულამაზესი ლეკვები იბადებიან საქრთველოში,ამ ლეკვს თუ გააჩნია სათანადო გენელოგიია,მაგალიათად მაჩაბლის კლუბის საბუთი საქრთველოს გარეთ დარწმუნებული ვარ ვერსად ვერ გამოვიყენბთ,რაზეც აქამდე მეგონა რომ ეგ საბუთი ევროპაში ,,ან რუსეთში ან უკრაინაში იყოს გამოყენებადი,თუნდაც თურქეთში,საქრთველოლს გარდა თუ ეგ საბუთი ვერსად ფუნქციონირებს ჩემი აზრით არავითარი მნიშვნელი არ ექნება აიღებს საგვარეულოს ან არა. |
|
|
|
![]() |
Mar 18 2013, 11:12
პოსტი
#2
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 60 რეგისტრ.: 11-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ზუგდიდი |
მოგესალმებით პატივცემულო ფორუმელებო, მონადირეებო. კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა ამ ფორუმზე, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ეს პირველ ფორუმია ჩემს ცხოვრებაში, ვინაიდან არ მიყვარს საინტერნეტო ურთიერთობები, ალბათ ამ სფეროში სისუსტის გამო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სადმე დავრეგისტრირდებოდი, მითუმეტეს რამეს დავწერდი. რამოდენიმე დღეა ვწერ, სულ რაღაცას ვამატებ, ამიტომ სანამ ეს პოსტი კატასტროფულ ზომებს არ მიიღებს უნდა გავუშვა. თუ არათემატურად დავპოსტე, გთხოვთ შემისწოროთ. ეს ჩემთვის უღრანი ტყეა. dato 85 და ბაბუ–ს დაწერილმა პოსტებმა წინა გვერდებზე მაფიქრებინეს, ხოლო შადი შამოდი–ს პოსტებმა გადაბედინეს ამ თემაზე დაწერა, თემაზე რომელშიც არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ მაწუხებს. ეს არის საველეების წესები. ეს საკითხი რომ მომწიფდა და წესები გადასახედია, ჩემთვისაც კი ნათელია. იქნებ კამათში მცოდნე ხალხის ჩართვამ, რაღაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს და თუნდაც ერთი ნაბიჯით, მაგრამ მაინც წაგვწიოს წინ. მინდა ჩემი ნაფიქრალი გაგიზიაროთ საველე შეჯიბრის ზოგიერთ მომენტზე. მიუხედავად საკმაო მონადირული გამოცდილებისა, ძალიან უმნიშვნელო საველე შეჯიბრის სტაჟი გამაჩნია და აქედან გამომდინარე ჩემი შეხედულებები შეიძლება შეაფასოთ როგორც დილეტანტური, რაც არ იქნება გასაკვირი(და არც საწყენი ჩემთვის), ვინაიდან ყველა ნიუანსში არა ვარ გარკვეული. რაც ჩვენთან ევროპული ძაღლები გამოჩნდა, მას შემდეგ ხშირია საუბრები 81 წლის წესების(როგორც ვიცით 81წ. წესები თვითონ რუსებსაც აღარ მოსწონთ, არადა 30 წელი გავიდა) შეცვლაზე. ჯობია, რომ ვისაც სურვილი აქვს გამოთქვას თავისი აზრი, ხოლო შემდეგ ექსპერტები და გამოცდილი მონადირეები გადაწყვეტენ როგორ აჯობებს. მე საველეს საკითხს ასე ვუდგები: თუ რამდენად გამოდგება ძაღლი ყველა სახის ფრინველზე სანადიროდ, ვინაიდან ჩვენ ყველაფერზე ერთი ძაღლით ვნადირობთ და არა გვყავს დიდი ძებნის ძაღლები. თუმცა, დიდი ძებნის ძაღლების საველედან რაღაც–რაღაცეები შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიღოთ. კონსტიტუციის პარაგრაფები და მუხლები თუ გადმოგვაქვს საველემ რა დააშავა. გადმოვიღოთ რაც ჩვენი აზრით, ჩვენ ძაღლებს, ფრინველს და ნადირობას მიესადაგება და საქმეს წაადგება. მე რას გადმოვიღებდი, რას შევცვლიდი და შეიძლება თუ არა ასე გაკეთდეს? გულდასაწყვეტია,როდესაც საველეს ანგარიშს კითხულობ და ხედავ, რომ ძაღლების მესამედს ან მეოთხედს უწერია: ყნოსვა ვერ გამოავლინა, უფრინველოდ და ა.შ.. გამოცდილი, არაერთგზის დიპლომირებული ძაღლი დარჩა უდიპლომოდ. არადა, პატრონი ამ პრესტიჟულ შეჯიბრს ერთი წელი ელოდა, ჰქონდა მხოლოდ ერთი შანსი და დარჩა უფრინველოდ. აწი უნდა იცადო მომავალ წლამდე. ასეთი შემთხვევებს ვერ გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია შევამციროთ. თუ ძაღლების რაოდენობა დიდი არაა, ვთქვათ 20–მდე, მაშინ შეიძლება შეჯიბრი ორ ტურად ჩატარდეს. ყველა ძაღლი გამოდის პირველ და ასევე ყველა გამოდის მეორე ტურში (ანუ ორივე დღეს). ასეთ შემთხვევაში ძაღლების შანსები დარჩნენ უფრინველოდ, უყნოსველად და ასე შემდეგ მცირდება, ვინაიდან ორი დღის ფაქტორი თუნდაც ნაკლები დროით, უფრო საიმედოა, ვიდრე 1 ხანგრძლივი. ყველას რჩება შანსი,რომ პირველ დღეს თუ არ გაუმართლა, მეორე დღეს გაუმართლებს. ორჯერ გამოსვლა იმიტომაც არის კარგი, რომ ყველას მოუწევს თითქმის ერთნაირ კლიმატურ პირობებში გამოსვლა. (ხშირად ნახავთ ფორუმში, რომ ამ დღეს ამინდმა არ გაუმართლა ძაღლს). ამ შემთხვევაში კარგი ძაღლი არ წააგებს უარესთან მხოლოდ იმიტომ, რომ ამინდმა არ გაუმართლა. თუმცა ეს შეჯიბრია და არის იღბალიც. თუ ძაღლების რაოდენობა დიდი იქნა, მაშინ შეიძლება ძაღლების ორ ჯგუფად გაყოფა და საჭირო იქნება ექსპერტთა ორი ჯგუფი, რომლებიც შეჯიბრის პირველ დღეს ერთ ჯგუფს უმსაჯებენ, მეორე დღეს მეორეს(ერთმანეთს ჯგუფებს გაუცვლიან მეტი ობიექტურობისათვის), ხოლო მესამე დღეს შეიძლება ჩატარდეს ფინალი, სადაც გამოვა ვთქვათ 8 საუკეთესო და გამოვლინდება გამარჯვებული. ჩვენს შეჯიბრზე გამოდის 20– 30 ძაღლი და ეს ნაწილდება 2–3 დღეზე, დრო 30 წუთი(ნახევარი საათი ერთი ძაღლის გაყოლა ცოტა მოსაწყენია, ევროპაში მეორე წუთზე ხსნიან, ჩვენ ნახევარი საათი დავყვებით ნელ და უსტილო ძაღლს, ოღონდ რამე იპოვოს, ოღონდ როგორმე დიპლომი აიღოს) და სამი შეხვედრა (ბევრია გამოცდილი ძაღლისთვის). იქნებ ჯობია როგორც ევროპულში–15 წუთი. ანუ, ყველა ძაღლი გამოდის 2დღე ( 3 დღე თუ ფინალი იქნა, ეხლაც 3 დღე ტარდება, იმ განსხვავებით, რომ ერთ ძაღლს მხოლოდ ერთხელ უწევს გამოსვლა) 15–15 წუთი, ერთი მუშაობა თითოეულ დღეს. ეს საკმარისი იქნება, ვინაიდან აქ გამოდიან გამოცდილი ძაღლები, ზოგს რამოდენიმე დიპლომი აქვს. პლიუს ამას, მას ხვალაც ექნება გამოსვლა. ორი დღე 15–15 წუთი ჯამში 30 წუთი კი გამოდის, მაგრამ ორი დღე შეიძლება უკეთესი გამოდგეს, ვიდრე ერთი. ინგლისური მეძებარი რომელიც ძებნისას (და არა რაღაცის შეყნოსვისას) გადავა ჩორთზე, მოიხსნას. საპატიო მხოლოდ ერთი შეცდომა, ცრუ ნაბული, გამოტოვება და ა.შ. ან საპატიოა მხოლოდ პირველი წუთი, ფინალში მაინც. შეიძლება ეს წესები ვინმეს მკაცრი მოეჩვენოს, მაგრამ გამოცდა და შეჯიბრი უნდა განსხვავდებოდეს. რაც უფრო მკაცრი იქნება, მით უფრო დასაფასებელი იქნება შეჯიბრის დიპლომი, თანაც თუ ძაღლმა ორივე დღეს (ან სამივე დღეს) სადიპლომო მუშაობა აჩვენა და ასეთებიც იქნებიან, შეჯიბრის ორი დიპლომი არ იქნება ცუდი. თუ ვინმეს პირველ დღეს არ გაუმართლებს, კიდევ ვიმეორებ რჩება მეორე დღე, მეორე შანსი და შეიძლება პირველ დღეს მოხსნილმა ძაღლმა, მეორე დღეს ისეთი ბრწყინვალე მუშაობა აჩვენოს, რომ გაიმარჯვოს კიდეც. და საერთოდ 2 ან 3 დღე შეჯიბრი, ამცირებს შემთხვევითობას და უფრო ობიექტურ შედეგებს გვაჩვენებს. გარდა ამისა, ყველა მონაწილის, ნაცნობ–მეგობრების ერთად ყოფნა,რაღაც უფრო საზეიმო ელფერს მისცემს ყოველივეს. 1 საათში შესაძლებელი იქნება 4–5 ძაღლის ან მეტის გამოცდაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგი დროზე ადრე აჩვენებს მუშაობას (ვთქვათ 5 წუთში აჩვენა მუშაობა), ზოგი კი დროზე ადრე შეიძლება მოიხსნას. დროის ეკონომიის მიზნით,გამოსვლის შედეგები შეიძლება გამოცხადდეს შეჯიბრების დამთავრების შემდეგ, მშვიდ ვითარებაში. რა სასწრაფოა მინდორში მიმატება–გამოკლება. ვთქვათ პირველ დღეს ძაღლი დარჩა უფრინველიდ, ან სხვა. აუცილებელი იქნება მისი მუშაობის შეფასება, რადგან თუ ორი დღის შედეგად, ორ ძაღლს ექნა ერთნაირი ქულა, წინა დღის არასადიპლომო შედეგი , მაგრამ მუშაობის მთავარი ელემენტები (სისწრაფე, სტილი), გადამწყვეტი იქნება. თუ ძაღლი პირველი ხარისხის მუშაობას აჩვენებს, მას მიეცეს მეორე ფრინველი, თუ საჭირო იქნა მესამეც, მსაჯების შეხედულებისამებრ. ჩემი აზრით, გადამჯდარ ფრინველზე მუშაობა (ტყის ფრინველზე ხომ არ მოეთხოვება) არ უნდა იყოს სავალდებულო, თუმცა შეიძლება ნება დაერთოს, თუ პატრონმა გამოთქვა სურვილი. ზემოთ გამოცდა ვახსენე და ამაზეც მინდა ვთქვა. მე მაგალითად, უდიპლომო ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც პირველად გამოდის გამოცდაზე და ყველაფერს კარგად გააკეთებს, ერთადერთი რასაც ვაპატიებდი და ისიც მხოლოდ ერთხელ, ეს არის გაკიდება. სიფიცხის გამო, ახალგაზრდობის გამო და გამოუცდელობისა გამო. ამის გამო უდიპლომოდ არ დავტოვებდი, თან ეს პატრონისთვის კარგი სტიმული იქნება, რომ ძაღლი სერიოზულად მოამზადოს. რადგან თუ ეს არ გააკეთა, ვერასოდეს აიღებს შეჯიბრის დიპლომს. მინდა შევეხო ერთ–ერთ მთავარ ელემენტს როგორიცაა მიტანება. ძაღლს რომელსაც არ აკეთებს მიტანებას (ასეთი ძაღლით ნადირობას მე სიამოვნებას ვერ დავარქმევ, განსაკუთრებით კი ტყეში, ქათამზე), შესაბამის გრაფაში დაეწეროს <0>, და არა 5, და საუკეთესო მუშაობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიიღოს არა უმეტეს მესამე ხარისხის დიპლომი(მიტანების არქონა დიდ ძებნაში თუ არ ვცდები დისკვალიფიკაციაა. საინტერესოა როგორ უნდა გავიგოთ, მიტანების არქონა გენეტიკურად გამოყვა ძაღლს, თუ დაგეშვის დროს სიუხეშის ბრალია). თუ ძაღლი ისე ახლოს უჩერდება ფრინველს, რომ პატრონის მიახლოებისას ფრინველი ამოდის, შეიძლება ჩაეთვალოს. მგეშავის და სიმპატიის პრიზებზე. მონადირეს თუ კარგი საგვარეულოს მქონე ლეკვი შეხვდა, მისი დაგეშვა არა თუ წვალება, არამედ დიდი სიამოვნებაა, ხოლო თუ ბუნებამ ლეკვი ნიჭითაც უხვად დააჯილდოვა, ის ზოგ შემთხვევაში თვითონ დაგეშავს პატრონს. მგეშავის პრიზი და სიმპატიის პრიზი–არაფრის მომცემი პრიზებია. დაგეშილიც და სიმპატიურიც არის ერთადერთი ძაღლი–გამარჯვებული! ჩემი ნება რომ იყოს, ამ პრიზებს ექსპერტებს გადავცემდი, სხვა სახელით რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ჯაფა მათ ადგათ ამ დღეებში. მაგარია, ზედიზედ 2–3 დღე, 5–6 საათი აღმა–დაღმა, თვალი არ მოაშორო, შესვენების გარეშე, სულ დაძაბული. ვფიქრობ იმსახურებენ მეტ დაფასებას. დიდი ხანია ფორუმს თვალყურს ვადევნებ. აქ უხვადაა ნადირობის სურათები, ბუნების სურათები, სმა–ჭამის სურათები. ეს ყველაფერი კარგია, ამას რა ჯობია, მაგრამ ისეთი საჭირბოროტო და უმთავრესი თემა, როგორიც არის ჩვენი ძაღლები, თითქმის არ შუქდება. ამ თემაზე არ მიდის კამათი, თითქოს ტაბუ ადევს. ვიყოთ უფრო გაბედულები, შევცვალოთ რაც ერთ ადგილზე გვაჩერებს, რაც არ ვარგა. იქნებ რაღაც შეგვეშალოს, მაგრამ ცხოვრებაში შეცდომების მეტი რა დაგვიშვია, ვინაა უშეცდომო. თუ სისულელეები ვილაპარაკე გთხოვთ შემისწოროთ, ამიხსნათ, გამოთქვათ თქვენი აზრი. ჩემთვის საინტერესო იქნება ყველა მონადირის აზრი. სეზონი დამთავრდა. საველეები არ დაწყებულა. დრო გვაქვს. სურვილი? |
|
|
|
monadire batumeli სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება Feb 22 2013, 17:14
levani100 ციტატა(monadire batumeli @ Feb 22... Feb 22 2013, 17:37
monadire batumeli levani100,, გასაგებია მაგ... Feb 22 2013, 19:01
Don. vano " მაჩაბლის" კლუბ... Feb 22 2013, 21:20
ჰერცოგი monadire batumeli
ამ თემაში ა... Feb 22 2013, 21:35
monadire batumeli ჰერცოგი,, გაიხარე მ... Feb 22 2013, 21:39
Don. vano გვყავდეს მსოფლიო დ... Feb 22 2013, 22:10
aragveli გაუშვით ეს კაცი პო... Feb 23 2013, 10:42
levani100 ციტატა(tedo_axodnik @ 22nd Februa... Feb 23 2013, 16:07
monadire batumeli ციტატა(levani-asi @ 23rd Feb... Feb 24 2013, 14:36
levani100 ციტატა(monadire batumeli @ Feb 24... Feb 24 2013, 19:08
ზახარა აქ გააგრძელეთ საუბ... Feb 24 2013, 19:14
Bonehill levani100
ლევა მემგონი ა... Feb 24 2013, 21:30
monadire batumeli ციტატა(aleksandre @ 23rd February... Feb 24 2013, 23:06
aragveli ციტატა(monadire batumeli @ Feb 25... Feb 25 2013, 07:15
Bonehill საველეს აღება "... Feb 24 2013, 23:30
giga_megu monadire batumeli F C I საბუთს აი... Feb 25 2013, 09:04
dato 85 მგონი პატივცემული ... Mar 1 2013, 22:30
Don. vano აზრი ცუდი ნაღდად ა... Mar 2 2013, 00:14
ჭალიმგელა dato 85
ყველაზე სრულყო... Mar 2 2013, 11:06
Giorgi_M ნამდვილად აუცილებ... Mar 2 2013, 11:20
ჭალიმგელა ძალიან ბევრი რამეა... Mar 2 2013, 11:20
ბაბუ ჭალიმგელა
ციტატა(Ch... Mar 2 2013, 11:53
ჭალიმგელა ბაბუ
რა გინდა ბაბუ,... Mar 2 2013, 12:05
ბაბუ ჭალიმგელა
ციტატა(Ch... Mar 2 2013, 12:11
levani100 ჭალიმგელა
სანადირ... Mar 2 2013, 12:31
levani100 ბაბუ
ვთქვად შეთან... Mar 2 2013, 12:47
ჭალიმგელა levani100
კი ვიცი რომ მას... Mar 2 2013, 14:01
ნუკრიMax ციტატა(Chalimgela @ 2nd March 201... Mar 2 2013, 14:20
ზახარა ისე ძალინ კარგი აზ... Mar 2 2013, 15:32
Bonehill მე ბოლომდე ვე ვეთა... Mar 2 2013, 17:01
Giorgi_M ციტატა(Bonehill @ Mar 2 2013, 18... Mar 2 2013, 18:13
Bonehill მეც მაგას ვამბობ თ... Mar 2 2013, 18:43
levani100 ციტატა(niko @ 2nd March 2013 ... Mar 2 2013, 19:26
dato 85 მე ვფიქრობ 81 წლის წ... Mar 2 2013, 20:09
levani100 ციტატა(dato 85 @ 2nd March 2013 ... Mar 2 2013, 21:26
giga_megu ძალიან კარგია რომ ... Mar 2 2013, 22:25
iason ჩემი მოსაზრებაც ემ... Mar 2 2013, 22:33
Bonehill levani100
ბონიტირებას ვ... Mar 2 2013, 22:39
giga_megu Bonehill levani100 ჩემი აზრით ... Mar 2 2013, 22:44
შადი შამოდი "81 წ. წესები" პირ... Mar 2 2013, 23:32
monadire batumeli წესების შეცვლა საფ... Mar 8 2013, 16:27
megreli levani100
ციტატა(levani-asi ... Mar 8 2013, 17:12
Bonehill megreli
ციტატა(dato1992 @ 8th Ma... Mar 9 2013, 13:14
giga_megu ციტატა(Bonehill @ Mar 9 2013, 14... Mar 9 2013, 16:09
შადი შამოდი ციტატა(giga_megu @ Mar 9 2013, 17... Mar 9 2013, 17:22
giga_megu ციტატა(შადი შამოდი... Mar 9 2013, 19:29
megreli Bonehill
არ ვიცი მე წესე... Mar 9 2013, 16:44
Bonehill ციტატა(dato1992 @ 9th March 2013 ... Mar 9 2013, 19:09
შადი შამოდი მეტი ოპტიმიზმი -თქ... Mar 9 2013, 20:09
giga_megu ციტატა(შადი შამოდი... Mar 9 2013, 23:08
dato 85 ციტატა(giga_megu @ 9th March 2013... Mar 16 2013, 20:30
megreli არჩილი
ყველას რჩე... Mar 18 2013, 16:14
გოგიტა ,,სანადირო მეძაღლე... May 16 2013, 09:58
levani100 იძულებული ვარ ჩემი... Jun 1 2013, 14:13
ჭალიმგელა levani100
ციტატათენგო ... Jun 1 2013, 14:54
Maverick ციტატარადგან, ზუსტ... Jun 1 2013, 16:16
ზაზა ,,მაჩაბელზე" არ არ... Jun 1 2013, 19:46
levani100 ციტატა(Chalimgela @ 1st June 2013... Jun 1 2013, 19:50
ჭალიმგელა levani100
მაშინ ეს რაღას ... Jun 1 2013, 20:01
levani100 ციტატა(zaza @ 1st June 2013 ... Jun 1 2013, 20:13
ჭალიმგელა levani100
PM ების ყუთი სავ... Jun 1 2013, 20:36
levani100 ციტატამე ჩემო ლევა... Jun 1 2013, 22:24
ზაზა ლევან, ყველას გვინ... Jun 1 2013, 22:51
levani100 ზაზა, აქ საუბარი არ... Jun 1 2013, 23:01
ჭალიმგელა ზაზა
რა შუაში იყო შ... Jun 1 2013, 23:13
ჭალიმგელა ზაზა
რაკი მაინც წა... Jun 1 2013, 23:28
ზაზა ციტატა(ჭალიმგელა ... Jun 2 2013, 14:44
Gobrona პირიქით ბიჭებო ყვე... Jun 2 2013, 00:16
aragveli სელექციაში გასაშვ... Jun 2 2013, 10:33
aragveli უდიპლომოს სელექცი... Jun 2 2013, 10:39
levani100 ციტატა(Chalimgela @ 2nd June 2013... Jun 2 2013, 12:57
levani100 ციტატა(Chalimgela @ 2nd June 2013... Jun 2 2013, 13:21
aragveli ამაში არაფერი არ ა... Jun 2 2013, 15:06
ზაზა ჭალო, ზუსტად ასე მე... Jun 2 2013, 17:01
megreli aragveli
ციტატა(aleksandre @ 2nd... Jun 2 2013, 18:29
ჭალიმგელა ეხლა როგორც ვატყობ... Jun 2 2013, 19:04
aragveli ციტატა(ჭალიმგელა ... Jun 2 2013, 19:19
ჭალიმგელა aragveli
მაგას ქვია ალი... Jun 2 2013, 19:27
გიზოვიჩი მართალი გითხრათ არ... Jun 2 2013, 19:33
ჭალიმგელა ციტატა(გიზოვიჩი ... Jun 2 2013, 19:39
aragveli მერე ზუსტად მაგას ... Jun 2 2013, 19:35
aragveli მე ჩემს მოსაზრებებ... Jun 2 2013, 19:45
გიზოვიჩი ჭალიმგელა
არც მიფ... Jun 2 2013, 19:46
გიზოვიჩი ჰო მართლა დღეს ზზა ... Jun 2 2013, 19:54
gagrinski არ მინდა დავაში შე... Jun 2 2013, 20:07
nik@a gagrinski
დათვარიელებას... Jun 2 2013, 20:12
ჭალიმგელა gagrinski
ავტორი ვინ არი... Jun 2 2013, 20:17
gagrinski გიორგი კორძაძე მის... Jun 2 2013, 20:32
megreli gagrinski
ციტატა(dato gagrinski ... Jun 2 2013, 20:36
ბაბუ levani100
ციტატა(levani-asi ... Jun 2 2013, 20:37
gagrinski ბევრი რამ ვერ გავი... Jun 2 2013, 20:38
gagrinski ნუ დასაწყისი აღარ ... Jun 2 2013, 20:49
levani100 ციტატა(qarqashadze @ 2nd June 201... Jun 2 2013, 21:09
ბაბუ RE: სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება Jun 2 2013, 21:11
levani100 ციტატა(dato gagrinski @ 2nd June ... Jun 2 2013, 21:15
megreli ციტატა(dato gagrinski @ 2nd June ... Jun 2 2013, 21:29
Don. vano სასაცილოა ეს ყველა... Jun 2 2013, 21:40
levani100 ციტატა(qarqashadze @ 2nd June 201... Jun 2 2013, 21:49![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th October 2025 - 12:49 |