სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, " მაჩაბლის კლუბი " |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, " მაჩაბლის კლუბი " |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 241 რეგისტრ.: 26-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს თემა ჩემი გახსნილია , რადგან უამრავ თემაში მიდის ამ კლუბის ირგვლივ ლაპარაკი !! თემები რომ არ გაიოფდეს და აირიოს , ამ თემაში ვილაპარაკოთ მაჩაბლის კლუბზე თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს !!!
ზახარა ![]() დზალიან კარგია რომ ასეტი ულამაზესი ლეკვები იბადებიან საქრთველოში,ამ ლეკვს თუ გააჩნია სათანადო გენელოგიია,მაგალიათად მაჩაბლის კლუბის საბუთი საქრთველოს გარეთ დარწმუნებული ვარ ვერსად ვერ გამოვიყენბთ,რაზეც აქამდე მეგონა რომ ეგ საბუთი ევროპაში ,,ან რუსეთში ან უკრაინაში იყოს გამოყენებადი,თუნდაც თურქეთში,საქრთველოლს გარდა თუ ეგ საბუთი ვერსად ფუნქციონირებს ჩემი აზრით არავითარი მნიშვნელი არ ექნება აიღებს საგვარეულოს ან არა. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არჩილი
ყველას რჩება შანსი,რომ პირველ დღეს თუ არ გაუმართლა, მეორე დღეს გაუმართლებს. ორჯერ გამოსვლა იმიტომაც არის კარგი, რომ ყველას მოუწევს თითქმის ერთნაირ კლიმატურ პირობებში გამოსვლა. (ხშირად ნახავთ ფორუმში, რომ ამ დღეს ამინდმა არ გაუმართლა ძაღლს). ამ შემთხვევაში კარგი ძაღლი არ წააგებს უარესთან მხოლოდ იმიტომ, რომ ამინდმა არ გაუმართლა. თუმცა ეს შეჯიბრია და არის იღბალიც თუ ძაღლების რაოდენობა დიდი იქნა, მაშინ შეიძლება ძაღლების ორ ჯგუფად გაყოფა და საჭირო იქნება ექსპერტთა ორი ჯგუფი, რომლებიც შეჯიბრის პირველ დღეს ერთ ჯგუფს უმსაჯებენ, მეორე დღეს მეორეს(ერთმანეთს ჯგუფებს გაუცვლიან მეტი ობიექტურობისათვის), ხოლო მესამე დღეს შეიძლება ჩატარდეს ფინალი, სადაც გამოვა ვთქვათ 8 საუკეთესო და გამოვლინდება გამარჯვებული. რაც უფრო მკაცრი იქნება, მით უფრო დასაფასებელი იქნება შეჯიბრის დიპლომი, თანაც თუ ძაღლმა ორივე დღეს (ან სამივე დღეს) სადიპლომო მუშაობა აჩვენა და ასეთებიც იქნებიან, შეჯიბრის ორი დიპლომი არ იქნება ცუდი. თუ ვინმეს პირველ დღეს არ გაუმართლებს, კიდევ ვიმეორებ რჩება მეორე დღე, მეორე შანსი და შეიძლება პირველ დღეს მოხსნილმა ძაღლმა, მეორე დღეს ისეთი ბრწყინვალე მუშაობა აჩვენოს, რომ გაიმარჯვოს კიდეც. და საერთოდ 2 ან 3 დღე შეჯიბრი, ამცირებს შემთხვევითობას და უფრო ობიექტურ შედეგებს გვაჩვენებს ზემოთ გამოცდა ვახსენე და ამაზეც მინდა ვთქვა. მე მაგალითად, უდიპლომო ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც პირველად გამოდის გამოცდაზე და ყველაფერს კარგად გააკეთებს, ერთადერთი რასაც ვაპატიებდი და ისიც მხოლოდ ერთხელ, ეს არის გაკიდება. სიფიცხის გამო, ახალგაზრდობის გამო და გამოუცდელობისა გამო. ამის გამო უდიპლომოდ არ დავტოვებდი, თან ეს პატრონისთვის კარგი სტიმული იქნება, რომ ძაღლი სერიოზულად მოამზადოს. რადგან თუ ეს არ გააკეთა, ვერასოდეს აიღებს შეჯიბრის დიპლომს. მიტანების არქონა დიდ ძებნაში თუ არ ვცდები დისკვალიფიკაციაა. საინტერესოა როგორ უნდა გავიგოთ, მიტანების არქონა გენეტიკურად გამოყვა ძაღლს, თუ დაგეშვის დროს სიუხეშის ბრალია). თუ ძაღლი ისე ახლოს უჩერდება ფრინველს, რომ პატრონის მიახლოებისას ფრინველი ამოდის, შეიძლება ჩაეთვალოს. დაგეშილიც და სიმპატიურიც არის ერთადერთი ძაღლი–გამარჯვებული! ჩემი ნება რომ იყოს, ამ პრიზებს ექსპერტებს გადავცემდი, სხვა სახელით რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ჯაფა მათ ადგათ ამ დღეებში. მაგარია, ზედიზედ 2–3 დღე, 5–6 საათი აღმა–დაღმა, თვალი არ მოაშორო, შესვენების გარეშე, სულ დაძაბული. ვფიქრობ იმსახურებენ მეტ დაფასებას. ![]() ეს ყველაფერი კარგია, ამას რა ჯობია, მაგრამ ისეთი საჭირბოროტო და უმთავრესი თემა, როგორიც არის ჩვენი ძაღლები, თითქმის არ შუქდება. ამ თემაზე არ მიდის კამათი, თითქოს ტაბუ ადევს. ვიყოთ უფრო გაბედულები, შევცვალოთ რაც ერთ ადგილზე გვაჩერებს, რაც არ ვარგა. იქნებ რაღაც შეგვეშალოს, მაგრამ ცხოვრებაში შეცდომების მეტი რა დაგვიშვია, ვინაა უშეცდომო. გაიხარეთ !!! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 05:20 |