გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013", Fisher.ge გვიწვევს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013", Fisher.ge გვიწვევს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Fisher.ge მ მოგვიწვია ფიდერით თევზჭერის ტურნირზე.
წესები მკაცრი იქნება, და სანამ სიაში ჩაეწერებით კარგად გადახედეთ *** ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია" მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის პირველობა ფიდერით თევზჭერაში" ტურნირის ჩატარების თარიღი: 13 აპრილი ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: კუმისის ტბა ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა. ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით: 1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. 2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად. 3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი. 4. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა). 5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში. 6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია. 7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით. 8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით აღიარებული სპორტული ფიდერის მონტაჟი (ამ მონტაჟის სურათს იხილავთ ამ თემაში). 9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია. 10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. 11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია. 12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს. 13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს. ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე. ინფორმაციას ტურნირში მონაწილეობის საწევრო გადასახადზე და სხვა საორგანინიზაციო საკითხებზე შეგატყობინებთ რამდენიმე დღეში ამ გვერდზე. მონაწილეობის მიღება ოჩოპინტრეს გუნდში შეუძლია ყველა ფორუმის წევრს, რომელიც ასაკით აღემატება 18 წელს, ეთანხმება წესებს და იცის ამ მეთოდით თევზაობა მონაწილეთა სია დააკოპირეთ 1. ილარიონა 2. ჭალიმგელა 3.ნუკრი MAX |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აბა გამოდით ფიდერის მოყვარულებო რამდენი ხართ
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 15:47 |