თბილისის თასი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თბილისის თასი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სასტენდო სროლაზე ბევრი დაწერილა და დაიწერება მომავალშიც ამ ფორუმზე . ამიტომ აღარ შევეხები სასტენდო სროლის წარმოშობის ისტორიას, ისტორიას საქართველოში. ისტორიას რომელიც მდიდარია ნათელი ეპიზოდებით........
საქარეთველოში, 90 -ანი წლების ცნობილი , მძიმე მოვლენების შემდეგ, ბევრს სხვა კეთილ საქმესთან ერთად, შეჩერდა უამრავი სპორტის სახეობის ყოველგვარი წინ სვლა, უმეტესობა ბოლომდე არც დღემდე არის გამართული წელში..... იგივე შეეხო სასტენდო სროლასაც. კონკრეტულად კი, ფაქტიურად გაქრა - ეს ლამაზი სპორტის სახეობა დამოუკიდებელ საქართველოში . მცირედი ფინანსების თუ სხვა უამრავი გარემოების გათვალისწინებით, სამწუხაროდ ორ ათეულ წელზე მეტია სასტენდო სროლაში, ერთი სრულყოფილი შეჯიბრის ჩატარებაც ვერ მოხერხდა. მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე" ატარებდა ხოლმე სამოყვარულო შეჯიბრებებს, სასტენდო მოედნებზე და არა მარტო.....მაგრამ ეს შეჯიბრები იყო მოყვარულთა შორის და თანაც არასრული 'სამოყვარულო' პროგრამით.... განადგურებულ ბაზებზე სრულყოფილი შეჯიბრის ჩატარება , პრაქტიკულად შეუძლებელი იყო სროლის ფედერაციისთვის. არა და არ გამოიყო ფინანსები 20 წელზე მეტია......ვერ აშენდა ერთი მოედანიც კი... მხოლოდ და მხოლოდ, სასიქადულო ქართველმა სპორცმენმა, სასტენდო სროლაში , ბატონმა დავით ქვათაძემ , მოახერხა და საკუთარი ფინანსებით აღადგინა ერთი მრგვალი სტენდის მოედანი.....სადაც მიმდინარეობს კიდევაც, დღევანდელი ნაკრების ვარჯიშები.... რისთვისაც ყველა სპორცმენი და არა მარტო, მადლიერებას გამოთქვამს ბატონი დათოს მიმართ.... ....და აი , პირველად , 1991 წლის შემდეგ , ამა წლის 17 მარტს, სპორტის სამინისტრომ, კერძოდ კი სროლის ფედერაციამ რომელსაც ხელმძღვანელობს შესანიშნავი პიროვნება, მონადირე და სპორცმენი კახი ბექაური , მერიის მხარდაჭერასთან ერთად, ჩაატარა სანატრელი, ოფიციალაური შეჯიბრი სასტენდო სროლში საქართველოს მაშტაბით, მრგვალ სტენდზე. შეჯიბრი თბილისის თასზე. მონაწილეობა შეჯიბრში მიიღეს როგორც ახალბედა და იუნიორმა სპორცმენება ასევე ვეტერანმა და სრულიად საქართველოს ნაკრებმა. კენჭისყრის შედეგად მონაწილეები დაიყვნენ ორ ჯგუფად. I ჯგუფი 1. შენგელია გივი 2. მარგალიტაძე შოთა 3. იმნაიშვილი თენგიზი 4.ქვათაძე გივი II ჯგუფი 1. ლომიძე ირაკლი 2. ზარაფიშვილი მამუკა 3. ქვათაძე დავითი 4. ბექაური კახი 5. აბულაძე მიშა შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული და უკომპრომისო გამოდგა, მეგობრული ატმოსფეროთი. პირველი დღე ასპარეზობა იყო სამ სერიაში. ფინალში კი ორი სერია . შეჯიბრის მთავარი მსაჯი გახლდათ თამაზ იმნაიშვილი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასეთ მომენტებში სროლა რასაკვირველია , დროებით ჩერდებოდა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფდა ირაკლი... ![]() ![]() ![]() დამხმარე მსაჯი შოთა თავაძე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
კარგია... ვულოცავ გამარჯვებულებს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2025 - 08:45 |