საველე გამოცდის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საველე გამოცდის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=2359
ამ თემაში არაა მითითებული საველე გამოცდის დროს რა კრიტერიუმებით ენიჭება მეძებარს II და I ხარისხსი დიპლომი. მეც პირადად ძალიან მაინეტერესებს.დაახლოებით ვიცი მაგრამ სრულფასოვანი ინფორმაციაა საჭირო. თხოვნა გვექნება დაწვრილებით ჩამოაყალიბით ვინმემ და შემდეგ ლეკის ვთხოვ და გადაიტანს შესაბამის თემაში. მადლობა წინასწარ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მოკლედ მეგობრებო ჩავთვალე რომ ღირს წასაკითხათ. ეს სტატია დაიბეჭდა ამ საიტზე http://www.ohotniki.ru/dog/breeds/leg/arti...ie-porodyi.html ეხება რუსეთს, მაგრამ შეიძლება ჩვენც რამე ჩვენთვის საინტერესო დავინახოთ ამ სტატიაში.
სათაურით-თუ არ შევცვლით საველე გამოცდის წესებს ჩვენ დავკარგავთ მეძებარ ჯიშებს ჩავთვალე საჭიროდ მეთარგმნა. თუ არასწორად მაქვს რამე მითითებული ან შეცდომა გაპარული მოდერებს ვთხოვ მიმითითონ. თარგმანი არ არის ზედმიწევნით შესრულებული, მოცემული მაქვს მხოლოდ ძირითადი პარაგრაფები. ახლა მოქმედი წესები მეძებარი ძაღლის გამოცდა ჭაობის და ველის ფრინველზე რომელიც დამტკიცდა 1981 წელს, აუცილებელია შეიცვალოს, რადგან დაუძველდა თავისი დანიშნულება–საჯიშე მწარმოებლების გადარჩევა თანდაყოლილი თვისებებით. ამ წესების გამოყენებამ მხოლოდ მცირედი ცვლილებებით მიგვიყვანა იქამდე რომ დაბალ დონეზე დავარდა ჯიშის განმსაზღვრელი 2 მთავარი თვისება–ნაბული და ყნოსვა ყველა ჯიშის მეძებარში. ჯერ კიდევ 20 წლის წინა 1992 წელს ვ.ვ. კურბატოვი თავის ნაშრომში მეძებარი ძაღლების გამოცდის წესები და მათი გავლენა მეძებრების სრულყოფილებაზე, აიღო ძველი მეცხოველეების თეზისი–არ არის არაფერი იმაზე ადვილი, ვიდრე გააფუჭო ჯიში იმით, რომ მას მისცე უმაღლესი ჯილდოები. ამით ის სთავაზობდა 1925 წლის წესებთან დაბრუნებას. იმ დროს ნაკლოვანებების გამოვლენა მასიურად ხდებოდა ძაღლებში. ზოგიერთი ჯიშების ხაზები მათი პატრონების დამსახურებით ინარჩუნებდნენ მაღალ ჯიშისთვის დამახასიათებელ თვისებებს, იძლეოდნენ შტამომავლობას რომლებიც ხდებოდნენ ჩემპიონები. 10 წლის წინ ისინიც გაქრნენ, აღარ არის პირველი ხარისხის დიპლომები. ჩემპიონების არყოფნა–არასასიამოვნო ფაქტია თუმცა ნაკლებად შესამჩნევი. 6 ჯიშიდან ერთი ჩემპიონი ძაღლი არაფერს ნიშნავს დანარჩენი ხუთისთვის. ის ფაქტი კი რომ საუკეთესო მწარმოებლებისგან მიღებული ძაღლების უმრავლესობა რომლებიც შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ–დიპლომის გარეშე რჩება, ისე რომ საჯიშე ძაღლისთვის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, ნათლად აჩვენებს იმას, რომ საველე გამოცდის წესები არ ვარგა საჯიშე მეძებრების შესარჩევად. სტატისტიკის თანახმად 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 40%–მა ძაღლებისა მიიღო მესამე ხარისხის დიპლომები და მხოლოდ ერთი–ორმა შეძლო მე–2 ხარისხის დიპლომის მოპოვება. 1925 წლის წესები უნდა შეიცვალოს–მასში უნდა შევიდეს აპორტირება, რადგან ეს არის თანდაყოლილი თვისება და საბანეევის წიგნის მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ აუცილებელი დისციპლინა იყო ძაღლის შეფასებისას. მიტანებას როგორც თანდაყოლილ თვისებას აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ მეორ თანდაყოლილი თვისება–მორბენალი ფრინველის დევნა იმ მიზნით რომ ის გაჩერდეს, გაინაბოს, შემდეგ კი ის მეძებარმა ნაბულით გააჩეროს. არსებული წესები ამ ყველაფერს ჯიშისთვის დამახასიათებლად არ მიიჩნევენ. მიტანება როგორც თანდაყოლილი თვისება(ჯიშისთვის დამახასიათებელი) ახდენს სტილის, სილამაზის ჯიშიანობის და რაც მთავარია ყნოსვის დემონსტრირებას(როგორც ზედა ისე ქვეყნოსვის). მიტანების შეფასება უნდა მოხდეს 5 ქულით, თუმცა ის უნდა მოუხსნა მეძებარს თუ ის ეძებს ,,ჩელნოკით,,(ასეთი ძებნის მანერა ბუნებაში არცერთ მტაცებელს არ აქვს, ამიტომ ის არ უნდა იყოს ჯიშისთვის დამახასიათებელი შეფასება) შეფასება მხოლოდ თანდაყოლილ თვისებაზე უნდა იყოს, რომ ძაღლმა ეძებოს ნადავლი. შეფასების ცხრილი ყნოსვა–25 სისწრაფე და ჟინი–15 ნაბული–5 ახლომიწევა–მიტანება–10 სტილი და სილამაზე–15 დამჯერობა(ჭკუა და ხასიათი)–20 მოტანა და გასროლა–10 ჯამი–100 ანუ სტატიის ავტორი 1925 წლის საველე გამოცდის წესების დაბრუნების მომხრეა, ოღონ სახეცვლილი ვარიანტით. ბოდიშს გიხდით არც ისე კარგი თარგმანის გამო. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2025 - 00:29 |