სპორტინგი 2013 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სპორტინგი 2013 |
Apr 1 2013, 16:09
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ამა წლის გაზაფხულს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრე შეხვდა სპორტულ სამონადირეო ღონისძიებით.
გაიმართა აწ უკვე ტრადიციის მქონე შეჯიბრი სპორტულ სროლაში. კონკრეტულად სპორტინგში , სახელწოდებით: სპორტინგი 2013 შეჯიბრი რათქმაუნდა არაოფიციალური იყო. მაგრამ მაქსიმალურად მიახლოებული დიდი სპორტინგის წესებთან და მიმსგავსებული პროგრამასთან. (გამარტივებული პროგრამით) შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 28 მონაწილემ, რომელთა ასაკიც 21 წელზე მეტია და "ოჩოპინტრეს"- ს კლუბის წევრია. თეფშის ფრენის სისწრაფე 50 მ-ს ს არ აღემატებოდა. იყო სამი სხვადასხვა პოზიცია. A , B და C თითო პოზიციაზე მსროლელს უნდა მიეღო 10 სამიზნე. სამივე პოზიცია იყო ძალიან საინტერესო და არც თუ მარტივი. მონაწილეობა მიიღო 28 კლუბელმა. რაც ყველაზე აღსანიშნავია , შეჯიბრის მთავარი მსაჯი გახლდათ: საკავშირო კატეგორიის მსაჯი სასტენდო სროლაში ბნ. ავთანდილ ანდღულაძე. გვერდითი მსაჯები: ზახარა და თქვენი მონა მორჩილი. შეჯიბრის მსვლელობისას ყველა მონაწილემ უკლებლივ დაიცვა უსაფრთხოების წესები ასევე არ დაფიქსირებულა არანაირი სერიოზული შენიშვნა - მსაჯების მხრიდან. გაიმართა კენჭისყრა 09:45 და შეჯიბრიც დაიწყო დათქმულ დროს ზუსტად 10:00 ზე არცერთი მონაწილის დაგვიანებას ადგილი არ ქონია ! შეჯიბრი შედგა . მადლობა თითოეულ მონაწილეს. პირველი გავიდა პოზიციაზე დათო საგანელიძე. იური საგანელიძის შვილის შვილი გენო მეტრეველი მოდიან მონაწილეები ალექსი გურგენიძე. დინჯი და აუღელვებელი მსროლელი ირაკლი ფოფხაძე. ზუსტი სროლა მფრინავ სამიზნეზე უცხო არაა მისთვის წინა წლის ჩემპიონი დათო ირაკლი კვაჭაძე იგივე "კალვერა" ბნ თენგიზ ქარქაშაძე მალხაზი რიჟამაძე ბატონი გიორგი. კლუბ ოჩოპინტრეს პრეზიდენტი. ზაზა კაკავა. მეტსახელად "გალსკი კამარ" ნიკა რაზმაძე. ლაშა თევზაძე. შესაშური დგომი ამ ტიპის სამიზნეზე. ალექსი გიორგი ნინოშვილი. კახა ჩავლეიშვილი მამუკა ჟორჟოლაძე. ნუკრი მახარაშვილი, ასპარეზობდა მაღალ სიცხიანი, მაგრამ უკან არ დაუხევია. ასე და ამრიგად დასრულდა A ნომერი და გადავინაცვლეთ შემდეგ B პოზიციაზე. ბატონი ავთო მსაჯობს გიორგი დარბიაშვილს ავთანდილ ცუკილაშვილი პაატა ნოზაძე ისვრის უღელვებლად. "გენო ძია" ტყვიის სროლა არაა თუმცა წარმატებულად გამოუვიდა. უბრალოდ ილარიონა ალექსის დგომი სროლისთვის დიდი ხანია უკეთეს მოგვანდომებს, თუმცა ეს არ ეხება სროლის ხარისხს. დგომი საკმაოდ არასწორია მოყვარულის დონისთვისაც კი თუმცა გიორგი ვარდოსანიძეს ამან არ შეუშალა ხელი წარმატების მოსაპოვებლად. ნუკრი სიცხეს და დისკომფორტს არაფრად აგდებდა შემდეგი პოზიცია - C კუდიგორელი. და საერთოდ ლამაზი ფოტო. არანაკლებ ლამაზი ფოტო. თეფშიც დაფიქსირდა. დიდი ბაბუის დიდი შვილიშვილი დავით საგანელიძე მონაწილეების უმრავლესობა მაყურებლითურთ. შეჯიბრი ისეთივე საინტერესოდ მიმდინარეობდა როგორც შარშან შარშანწინ და ა.შ. ბრძოლა იყო უკომპრომისო. 30 ქულით, აბსოლუტური შედეგით, დამსახურებულად და უკომპრომისოდ გაიმარჯვა ჩვენმა ახალმა კლუბის წევრმა გიორგი ვარდოსანიძემ. სულ რაღაც 1 -ი საჩემპიონო ქულით ჩამორჩა , კლუბის პრეზიდენტი და ჩვენი მეგობარი გიორგი მეტრეველი გიორგი სირაძემ და კახა ჩავლეიშვილმა დააგროვეს 27 -27 ქულა. მოხდა აუცილებელი გადასროლა. გადასროლა დუბლეტ სამიზნეებზე. ძალიან დაძაბული პაექრობას ბოლო არ უჩანდა, ორივე სპორცმები ძლიერ შედეგებს აჩვენებდა. ბოლოს მაინც კახამ დაუშვა შეცდომა და მესამე ადგილს დაეუფლა ჩვენი "გერცოგა" თუმცა ჩვენი კლუბის ძირძველმა წევრმა დათო კალანდიამ, იგივე დავითუსმა, აბსოლუტურად ყველასგან მალულად შემომთავაზა, პრიზი ყველაზე გულდასაწყვეტი, მეოთხე ადგილის მფლობელისთვის. რასაც სიხარულით დავთანხმდი. ამჯერად მხოლოდ სიგელს დავჯერდით. პრიზიორები და ჩემპიონი. შეჯიბრმა მშვიდობით და წარმატებით ჩაიარა. ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მონაწილეები ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს მაყურებლები კი იდეალურ სიჩუმეს. დიდ მდლობას ვუხდით დაუფასებელი დახმარებისთვის ჩვენსავე კლუბელებს გაწეული დახმარებისათვის. დავით კობაიძეს - ტექნიკური საკითხი ალექსი ჯანგირაშვილი - ტექნიკური საკითხი ნიკო რიჟამაძე - ტექნიკური საკითხი ილია ბერძენიშვილი-საორგანიზაციო საკითხები. დავით კალანდია - საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები მომავალ შეხვედრამდე. |
|
|
Apr 1 2013, 17:32
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მადლობა ბონეს
ყველაფერი კარგი იყო მე დიდად ვისიამოვნე ნუ ჩემი პრომოხებითაც და "პრედოხრანიტელით" -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 21:41 |