დიდი ძებნა და სანადირო ძებნა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დიდი ძებნა და სანადირო ძებნა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 60 რეგისტრ.: 11-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ზუგდიდი ![]() |
გადავხედე ფორუმს ეს თემა ვერ ვიპოვე, თუ შევცდი გთხოვთ შემისწოროთ.
როდესაც მიდის საუბრები ევროპულ ძაღლებზე, ძირითადად ყველა წარმოიდგენს დიდი ძებნის ძაღლებს. არა და არსებობს კიდევ ჩემის აზრით არანაკლებ საინტერესო დისციპლინა როგორიც არის სანადირო ძებნა. მე პირადად არც ერთში დიდად არ ვერკვევი, წამიკითხავს მხოლოდ რომ დიდი ძებნის ძაღლები გადიან 500–800 მეტრს და არიან უსწრაფესები, ხოლო სანადირო ძებნის 300 მეტრს. თვითონ წესები მოკლე და ზოგადია და ამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი, თითქმის ვერაფერს მიხვდება. მე მაინტერესებს რა მოთხოვნებია ორივეგან. შეუძლია თუ არა ერთ ძაღლს გამოსვლა. ორივე დისციპლინაში. სანადირო ძებნაშიც თუ არის ისეთი სისწრაფე, არის თუ არა უფრო იოლი დასაგეში და საერთოდ განსხვავება და მსგავსება. თუ მხოლოდ გასვლის გამოა დაყოფილი. ამ ორის გარდა, კიდევ რომელი შეჯიბრია პრესტიჟული. ამ საქმის მცოდნეებს გთხოვთ გამარკვიოთ და არ დამზარდეთ პასუხზე, შეიძლება ეს სხვაობები ყველამ არ იცოდეს და ბევრს აინტერესებდეს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეს თემა, ადრეც იყო გახსნილი და მწვავე კამათის ადგილიც იყო. შემდეგ დაიხურა, აზრი დაკარგა რადგან, ყველა თავის აზრზე დარჩა.
მეეჭვება ამ თემის მცოდნემ და მიმდევარმა კიდევ შემოიხედოს. რაც შეეხება მათი ანუ სპორტული ძაღლების სანადიროდ გამოყენება, დაუშვებელია და აზრი არ აქვს. რადგან თუ ანადირებ, ის აღარ გავა დიდ მანძილებზე, და სანადირო ძაღლად იქცევა. ეს არის აბსოლიტურად განსხვავებული მიმართულება, რომელსაც ერთმანეტს ვერ შეუთავსებ. მითუმეტეს ჩვენთან სადაც, სანადირო ძებნის მანძილი50-70მეტრია ხოლო ავროპაში 300.მეტრი. ესაა რაც მათგან ვიცი და შევეცადე, ორი სიტყვით ამეხსნა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2025 - 02:43 |