დიდი ძებნა და სანადირო ძებნა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დიდი ძებნა და სანადირო ძებნა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 60 რეგისტრ.: 11-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ზუგდიდი ![]() |
გადავხედე ფორუმს ეს თემა ვერ ვიპოვე, თუ შევცდი გთხოვთ შემისწოროთ.
როდესაც მიდის საუბრები ევროპულ ძაღლებზე, ძირითადად ყველა წარმოიდგენს დიდი ძებნის ძაღლებს. არა და არსებობს კიდევ ჩემის აზრით არანაკლებ საინტერესო დისციპლინა როგორიც არის სანადირო ძებნა. მე პირადად არც ერთში დიდად არ ვერკვევი, წამიკითხავს მხოლოდ რომ დიდი ძებნის ძაღლები გადიან 500–800 მეტრს და არიან უსწრაფესები, ხოლო სანადირო ძებნის 300 მეტრს. თვითონ წესები მოკლე და ზოგადია და ამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი, თითქმის ვერაფერს მიხვდება. მე მაინტერესებს რა მოთხოვნებია ორივეგან. შეუძლია თუ არა ერთ ძაღლს გამოსვლა. ორივე დისციპლინაში. სანადირო ძებნაშიც თუ არის ისეთი სისწრაფე, არის თუ არა უფრო იოლი დასაგეში და საერთოდ განსხვავება და მსგავსება. თუ მხოლოდ გასვლის გამოა დაყოფილი. ამ ორის გარდა, კიდევ რომელი შეჯიბრია პრესტიჟული. ამ საქმის მცოდნეებს გთხოვთ გამარკვიოთ და არ დამზარდეთ პასუხზე, შეიძლება ეს სხვაობები ყველამ არ იცოდეს და ბევრს აინტერესებდეს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 60 რეგისტრ.: 11-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ზუგდიდი ![]() |
გადავთარგმნე, მაგრამ ცოტა დამვიწყებია და შეიძლება ცალკეული სიტყვის ზუსტი შესატყვისი ვარ მოვნახე.
ეს არის ასატრიანის პასუხები ვიღაცას. დიდი ძებნის ძაღლების მთელი კარიერის განმავლობაში, მათ აძლევენ სამუშაოდ მხოლოდ გნოლს. მხოლოდ ლეკვობის დროს შეიძლება მისცენ სხვა ფრინველი თავიანთი ტესტებისთვის. გადაადგილებულ გნოლთანაც კი არ მიჰყავთ, იმიტომ რომ გადაადგილებულ გნოლს ეცვლება ჩვეული ქცევები. როგორ წარმოგიდგენია შენ დიდი ძებნის ძაღლების ნადირობა მწყერზე და ჭოვილოზე? და როცა ეს ძაღლები გადიან „პენსიაზე“ ნადირობისას უეჭველად აგებენ სანადირო ძებნის ძაღლებთან,იმიტომ რომ სანადირო ძებნის ძაღლებს მეტი მრავალმხრივი პრაქტიკა ქონდათ ვიდრე დიდი ძებნის ძაღლებს. დიდი ძებნის ძაღლებს ხვეწავენ მხოლოდ გნოლზე. მართალი გითხრათ არ მესმის რატომ ცდილობთ ყველაფერი შეურიოთ? თუ სირცხვილია თქვა, რომ ნადირობაში სანადირო ძებნის ძაღლი იქნება ყოველთვის უკეთესი? მერწმუნე, თუ ღმერთმა ინება, და მე ოდესმე მეყოლება დიდი ძებნის ძაღლი ის იქნება მხოლოდ ათლეტი. დაე ნადირობაში დიდი ძებნის ძაღლი აგებდეს სანადირო ძებნის ძაღლთან, ჩემთვის ეს სულ ერთია– ეს ძაღლები არიან უმაღლესი პილოტაჟის ძაღლები, და ისინი იდგებიან ერთი საფეხურით მაღლა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2025 - 02:14 |