BROWNING B-525 Hunter Classic, თანამედროვე კლასიკური გლუვლულიანი სანადირო თოფი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
BROWNING B-525 Hunter Classic, თანამედროვე კლასიკური გლუვლულიანი სანადირო თოფი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
BROWNING B-525 Hunter Classic
![]() -12 კალიბრიანი,გლუვლულიანი სანადირო თოფი,ვერტიკალური ლულებით (ბოკფლინტი) კომპანია ბრაუნინგისგან... -ეს მოდელი პოპულარულია კლასიკურ ნადირობებში,მისი დახვეწილი და განუმეორებელი დიზაინი,მიმზიდველს ხდის მას ნებისმიერი მონადირისათვის... -დახასიათება : -ამ თოფის ლულების დამზადებისას გამოიყენება გაბურღვის ტექნოლოგია ”Back-Bored”.ლულის არხის დიამეტრია 18.8 მმ. -ლულები მზადდება მაღალი ხარისხის (ლულების) ფოლადისგან რომელიც იმის საშუალებას იძლევა რომ ფოლადის საფანტიც გამოიყენოს მსროლელმა.სავაზნეები და ლულის შიგნითა მხარე ქრომირებულია რომელიც მტკიცედ იცავს მათ დაჟანგვისაგან.ამ თოფის სამიზნე თამასა ჰაერგამტარია და ლულების გახურებას ამცირებს,ეს თამასა არ ირეკლავს სინათლეს რაც კომფორტულია ყველა მსროლელისთვის; -ლულები გამოდის მაგნუმის სავაზნეებით რაც დიდ მუხტიანი ვაზნების სროლის საშუალებას იძლევა; -ამ მოდელის ცევიო და კონდახი (პისტოლეტური ტიპის) მზადდება უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან რომელიც დამუშავებულია სპეციალური ზეთებით ; -სასხლეტ-დამცემი მექანიზმი : -ერთ სასხლეტიანია,მაგრამ ეს დისკომფორტს არ უქმნის მსროლელს,მისი კონსტრუქცია იძლევა იმის საშუალებას რომ მსროლელმა სურვილისამებრ ისროლოს ზედა ან ქვედა ლულიდან სასხლეტის გადართვით; -ვაზნების ამოსაგდებად ამ მოდელზე დამონტაჟებულია ეჟექტორები; -ლულების შევიწროების კომპლექტი შედგება : 0,0 © 0,25 (IC) 0,5 (M) 0,75 (IM) 1,0 (F) -კალიბრი :12 -სავაზნეების სიგრძე : 76 მმ. -ლულების სიგრძე : 76 სმ. -თოფის წონა : 3,2 კგ. -მწარმოებელი ”ბელგია” საქარხნო გარანტია 10 წელი... ![]() ![]() ![]() ასევე გამოდის ამ მოდელის სხვადასხვა მოდიფიკაციები,გამოდის 20 კალიბრიანი ეგზემპლიარებიც... იქედან გამომდინარე რომ ამ ფორუმზე ჩემი 525-ე პოსტი იწერება გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა... ![]() ყველა მონადირეს და ბრაუნინგის მოყვარულთა საპატივცემულოდ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
შესანიშნავია მომეწონა თუმცა ცოტა მეტი შეიძლებოდა ამ მოდელზე დაგეწერა მაგალთად ჩაკეტვის სისტემაზე და იჟექტორების მექანიზმზე ასევე ბრაუნინგის ამ სერიის ყველაზე პირველ წარმომადგენელზე B 25 ზე და მის რუსულ ,,კლონზე,,
ისე კი შესანიშნავია P.S ლულის ”Back-Bored” გაბურღვა ავტომატურად იძლევა ფოლადის საფანტით სარგებლობის საშუალებას ასე რომ სალულე ფოლადი არაფერ შუაშია მთვარია ლულის არხის დიამეტრი და ჩოკური შევიწროვების თავისებურება ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 01:10 |