ყველაფერი REX-ის დენთების თაობაზე, www.rexplo.hu |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ყველაფერი REX-ის დენთების თაობაზე, www.rexplo.hu |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ბიჭებო,
ძალიან სასარგებლო ინფორმაცია რელოდინგის მოყვარულთათვის! მოკლედ, დავადგინე როგორც იქნა რექსის მწარმოებლის - REXPLO-21-ის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით რექსის დენთის სახეობები და დოზები 12/70 ყალიბისთვის. ამასთან, მივწერე კომპანიას თხოვნა, დაგვიდგინოს დოზები 16 და 20 ყალიბისთვის და ვნახოთ, რას მიპასუხებენ. სახეობები: 1. REX-0 - ცისფერ ქილაში (ქილების მოცულობა - 1კგ. 500 გრ. 300 გრ.) ![]() 2. REX-I - წითელ ქილაში (ქილების მოცულობა- 1კგ. 500 გრ. 300 გრ.) ![]() 3. REX-II - ყვითელ ქილაში (ქილების მოცულობა - 1კგ. 500 გრ. 300 გრ.) ![]() 4. REX-III - მწვანე ქილაში (ქილების მოცულობა - 1კგ. 500 გრ. 300 გრ.) ![]() დოზები ჯერ-ჯერობით მხოლოდ 12/70 ყალიბისთვის: 1. REX-0 - 1,3 გრ. დენთი (+- 0,05 გრ.) 24 გრამ საფანტზე; 2. REx-I - 1,4 გრ. დენთი (+- 0,05 გრ.) 28 გრამ საფანტზე; 3. REX-II - 1,6 გრ. დენთი (+- 0,05 გრ.) 32 გრამ საფანტზე; 4. REX-III - 1,8 გრ. დენთი (+- 0,05 გრ.) 36 გრამ საფანტზე. წყარო: www.rexplo.hu |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
როგორც მაგნუმში გავარკვიე, ცისფერი და წითელი რექსი ანუ რექს 0 და რექს I არ შემოაქვთ სპეციალურად, რადგან ძალიან რეაქტიული დენთია და დოზის ცოტათი გადამეტების შემთხვევაშიც, ხიფათი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება, ყვითელ ანუ რექს II და მწვანე ანუ რექს III, ისინი უფრო ნელი მოქმედების არიან და ნაკლებად სახიფათონი, თუმცა ისე არ გაიგოთ, რომ მაგალითად, თუ დოზა არის 1,6 გრამი და თქვენ ჩაყრით 1,8 ან 1,9 - თოფი არ გაგისკდებათ.
მაგნუმში იყიდება აგრეთვე რექს-სემიმაგნუმი 40 გრ. საფანტისთვის და რექს-მაგნუმი 50-52 გრ. საფანტისთვის. რექს-სემიმაგნუმი და რექს-მაგნუმი მოთავსებულია ლითონის ვერცხლისფერ ქილებში (უწარწერო ქილები). დოზის გადამეტება საშიშია ყველა შემთხვევაში! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2025 - 22:11 |