ტკბილი მოგონებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ტკბილი მოგონებები
ჭალიმგელა
პოსტი Sep 10 2009, 19:03
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აქ დავწეროთ ნადირობის ტკბილ მოგონებებზე, რაც ჩვენ გადაგვხდენია. ვეცადოთ კომენტარების გარეშე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
aragveli
პოსტი Apr 19 2013, 19:10
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



არ ვიცი ამას ტკბილ მოგონებას რამდენად დაარქმევთ, მე უბრალოდ მომინდა მეწერა, მარამ ერთიცაა ყველაზე მეტი ტკბილად მოსაგონარი ამ ქვეყნად ალბათ სწორეთ, მონადირეებს გვაქვს, ჩვენ ხომ თვითვეული ლამაზი მომენტი, ძაღლის ლამაზი ნაბული, მისი ლამაზი მუშაობა, ლამაზი ნასროლი და დაცდენაც კი ცხოვრების ბოლომდის გვამახსოვრდება. სულ რომ ყველაფერი წაგვიშალონ და მეხსიერების დაკარგვა დაგვემართოს, ყველაზე უწინ სწორეთ ეს კადრები ამოგვიტივტივდება ალბათ თავში. ჩვენთვის თვითვეული ტყეში გასვლა, იმის იმედით იწყება რომ ეს დღეც აუცილებლად მიემატება ,წარსულის სხვა ლამაზ დღეებს. სწორეთ ეს იმედი მიგვარბენინებს ტყე-ღრეში სახეტიალოდ , იმედი იმისა რომ წუთის სოფელს ,ლამაზ წამებს გამოვტყუებთ.
საშინლად არ მიყვარს ზაფხული, არც ზამთარი, შემოქმედს რომ ჩემთვის ეკითხა, მხოლოთ გაზაფხულს და შემოდგომას დავტოვებდი, ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ სიცოცხლის დაბადებას(გაზაფხულს) ,ზედვე გარდაცვალებას რატომ მოაყოლებო(შემოდგომას) . მართალიც იქნებით, მაგრამ რა ვუყო ეს ორი პერიოდია ზუსტად, როცა ჩემი სხეული და სული ბუნებას ბოლომდის განიცდის, ზაფხულის სიცხეც და ზამთრის სითეთრე და ყივვა ბუნებას ერთფეროვანს ჰქმნის, იქ ახალს ვერაფერს აღმოაჩენ, აი სულ სხვაა გაზაფხული , სისხლი გიდუღს, გული ბუნებისკენ თავისით იწევს, ბუნების ჰანგები და ჩიტების გალობა თავისკენ გიზიდავს, პირველი კომპოზიტორი და მუსიკის შექმნის იდეაც უთუოდ ბუნებაში დაებადა, ჩიტების საამურ გალობას რომ უსმენდა, ადამიანს. თანაც უთუოდ გაზაფხულზე და უთუოდ მონადირე იყო.
დგები დილით ჩიტებს ჯერ არ გაუღვიძიათ, მაგრამ მამალმა იყივლა უკვე, ფეხაკრეფით მოძრაობ რომ ოჯახის სხვა წევრებს ძილი არ დაუფრთხო, მაგრამ დედას ღვიძავს, არაფერს ამბობს , საყვედურს მის თვალებში ვკითხულობ. საყვედური კი ისაა რომ უნდა მოვიშალო ეს ჩემი ახირება და დრო ასე უქმად არ უნდა დავკარგო. სახლიდან გასვლის წინ მაინც მივდივარ და თმებზე ვკოცნი, ამით თითქოს ჩემს დანაშაულს ვისყიდი.
ჩემს განზრახვას პირველი ძაღლი ხვდება და დილით სინათლე თუ ანთო ჩემს ოთახში ,მერე მას ვერაფერი გააჩერებს, ყეფს და წკმუტუნებს, ჩემზე მეტად მას ეჩქარება, რადგან ჩემგან განსხვავებით ის უსაქმური არ არის. სოფელს ჩუმად სწრაფი ნაბიჯით ვცდები, ძაღლსაც კი ვერ ვამჩნევ თითქოს, ისე ვარ ფიქრებში გართული და მხოლოთ მაშინ ვფხიზლდები როცა გაზაფხულის ხასხასა ბალახზე დაძინებული ნამი, ფეხსაცმელში ატანს. ვიღაცისთვის ეს ალბათ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, ჩემში კი პირიქით კმაყოფილებას იწვევს, ცვარი კარგად აქვს, მაშასადამე მდევრის უკეთესი კონცერტი მელის. ფეხის დასველებას კი რა უშავს, ამოიწვერება მზე და გამაშრობს, ცვარსაც ააციმციმებს, აუჟუჟუნებს თვალებს და თავისთან წაიყვანს. საეჭვო ადგილას ძაღლს საყელოს ვხსნი და გარემოს მყუდროებას ჩემი გამამხნევებელი შეძახილი არღვევს, აბა ნახე "გოგო" . ეს სიტყვები ძაღლზე ჯადოსასნურად მოქმედებს, მაშინვე ენერგიული კუდის ქიცინით, მსუბუქი ნავარდით ტყეს შეერევა. შენ კი ისევ ფიქრებთან რჩები, მაგრამ ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ტყეს როდის შეაზანზარებს ხმები, რომელიც ვიღაცისთვის უბრალო ძაღლის ყეფაა და ვიღაცისთვის მუსიკის უმაღლესი მწვერვალი. ჩამოჯდები და აკვირდები ახლად გაფურჩქნილ ყვავილებს, ამდროს ნატრობ ხატვის ნიჭიც მოეცა უფალს რომ, ეს ყოველივე უკვდავებად გექცია და ტილოზე გადაგეტანა. ყეფა იგვიანებს და შენც ნერვიულობ, ვაი თუ მუსიკოსმა , ბარაბანი ვერ აღმოაჩინა რომელზეც უნდა დაუკრას.
ადგილს ინაცვლებ და აი უცებ, ნანატრი ბგერები, ჩერდები აღარ ინძრევი, ცდილობ არცერთი ბგერა არ გამოგრჩეს. ვცდილობ ისეთი ადგილი აღმოვაჩინო, საიდანაც მთელ დევნას ხელის გულივით დავინახავ და არაფერი გამომრჩება.
აღმოსავლეთი წითლდება, გავარვარებული ბურთი ნელ-ნელა მოცურავს უკიდეგანო სივრცეში და აცხუნებს. დევნაც წყდება, დროა სახლში წამოსვლის, საყვირს იმარჯვებ და მდევარს უხმობ. მდევარი კი უხალისოთ მოდის და მის თვალებში საყვედურს კითხულობ რომ, თვითონ გაისარჯა, შენ კი არ მოინადირე. ამ დროს მინდა მას ჩემი ესმოდეს და ვუთხრა : დღეს გაზაფხულია , ახლა სიცოცხლეს მხოლოთ თუ აჩუქებ ვინმეს, თორემ წართმევა ,ჯოჯოხეტისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია.
სახლში ბრუნდები, სულიერად დამშვიდებული და ამაღლებული, რადგან გაზაფხული განიცადე.
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითაო. ვაჟას უთქვამს და ძნელია გენიოსს არ დაეთანხმო. სიკვდილიც შეიზლება ალბათ ლამაზად, იმდენად ლამაზად რომ აღაზას, ზვიადაური შეაყვაროს. დგახარ შემოდგომის, 100 წლოვან მუხნარში ან და თუნდაც ალპურში მთის წვერზე და საკუთარი თვალით ხდები მოწმე, ბუნების მიძინების. მიძინების რომელიც ისევ სიცოცხლედ იფეთქებს გაზაფხულზე. გიყვარს ეს მიძინება, იმიტომ რომ ლამაზად ხდება, აქ ზედმეტ სიცოცხლეს და უკვდავებას არავინ ითხოვს, მხოლოთ ნაძვი და ფიჭვი დგას მარადმწვანეთ. ყველაფერი შეგუებულია თავის ბედს და შენ მათ თანაუგძნობ, ალბათ ამიტომაც შეიმოსება ხოლმე ნისლის სუდარით მთები შემოდგომით.
ვხვდები რომ ჩემი ბედნიერება, რომელსაც ყველა მთელი ცხოვრება ვეძებთ, ამის გარეშე სრულყოფილი არასოდეს იქნება.

ტკბილი მოსაგონებელი ზოგისთვის ალბათ ის დღეა როდესაც ბევრი ფული იშოვა, ახალი ავტომობილი შეიძინა, ჩემთვის კი ბუნებაში გატარებული ლამაზი წუთები, წუთები რომელმაც სიცოცხლე შემაყვარა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჭალიმგელა   ტკბილი მოგონებები   Sep 10 2009, 19:03
- - hunter777   ვახ შენ გენაცვალე ...   Dec 27 2009, 10:16
- - იკო1981   მეც ჩავაკვეხებ 1 ამ...   Dec 27 2009, 15:51
- - CUZI   მოგესალმებით ყველ...   Jan 5 2010, 20:37
- - ალაზნისპირელი   ერთ ისეთ ნაკლებ თო...   Feb 1 2010, 16:59
- - ჭალიმგელა   ალაზნისპირელი კომ...   Feb 1 2010, 17:24
- - ფეოლა   ნოველების კრებულზ...   Feb 1 2010, 19:29
- - gocha311   ერთ ამბავს მოგიყვე...   Feb 14 2010, 18:01
- - aragveli   მოკლეთ განსაკუთრე...   Apr 7 2010, 21:25
- - kupra   მამაჩემის ახლობლი...   Apr 19 2011, 06:39
- - ლევანი   ვაა..ეს თამა სულ აღა...   Apr 20 2011, 15:55
- - aragveli   არ ვიცი ამას ტკბილ ...   Apr 19 2013, 19:10
- - ნუკრიMax   ციტატა(aleksandre @ 19th April 20...   Apr 19 2013, 21:45
- - ჭალიმგელა   ეხლა ვიქექებოდი ...   May 1 2013, 23:37
- - megreli   წელი ზუსტად არ მახ...   Jun 3 2015, 01:46
- - უიარაღო   წინა საუკუნეში დაღ...   Aug 11 2015, 12:05
- - ახალციხელი   უიარაღო   Aug 11 2015, 12:10
- - kajuberi   უიარაღო   Aug 11 2015, 14:35
- - berua   არაგველო   Aug 11 2015, 16:57
- - rachveli11   RE: ტკბილი მოგონებები   Aug 11 2015, 18:17


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2025 - 03:22