იარაღის მოვლა და წმენდა, მოვლის საშუალებები ( ხსნარები ,სითხეები , ჯოხები, ჯაგრისები და სხვ.) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იარაღის მოვლა და წმენდა, მოვლის საშუალებები ( ხსნარები ,სითხეები , ჯოხები, ჯაგრისები და სხვ.) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 99 რეგისტრ.: 19-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბევრი ვეძებე ეს თემა მაგრამ ვერ ვიპოვე , არა და ჩემი აზრით აუცილებელია . აქ ყველას შეუძლია აღწეროს თუ ვინ როგორ წმინდავს იარაღს გამოყენების შემდენ ან თუნდაც დრო და დრო შენახვის დორს. რა საშუალებებს იყენებს , კერძოდ საწმენდი ჯოხი , ჯაგრისი , პაჩები , სითხეები , ზეთები და სხვ.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
მე ასე ვაკეთებ:
სანადირო თოფის ლულა იწმინდება რბლი მეტალის ჯაგრისით, მშრალ ლულაზე. ტყვიის და კონტეინერების ნადები მტვერივით იყრება ლულიდან. როდესაც ნადები მოცილებულია მერე შესაძლებელია გადახვიდეთ მექანიკურად გასუფთავებული ლულის ზედაპირის წმენდაზე. იყენებთ შესაბამის ხსნარს, რომელიც რეაქციაში შედის ნამწვავთან და შლის მას. იმისთვის რომ ხსნარმა იმუშაოს ლულის ზედაპირი უნდა იყოს გათავისუფლეებული მეტალების ნადებისგან, რომ სითხე მოედოს ლულის მთელ ზედაპირს და გაწმინდოს ის. სუფთა ჩვრებით აცილებთ სითხეს და წმინდავთ ლულას მაგალითად WD-40-ით, რომ მოაცილოთ საწმენდი სითხის ნარჩენები, თუმცა მსუბუქი საწმენდის შემთხვევაში ის ისედაც ორთქლდება თავისით. პოლიგონალურ ლულებში მე უკვე ვდ-40-ს არ ვიყენებ, იქ საწმენდი სითხე ვერსად ვერ გაჩერდება და ჩვრის გატარება მთლიანად მოაცილებს მას ნამწვავთან ერთად. სპილეენძის ნადების მოცილება ხდება ქიმიით ან ასევე ჯაგრისით, მე ორივე მეთოდს ვიყენებ, შედარებით "რბილი" ქიმია შლის სპილენძს, შემდეგ ლულა მშრალდება და იხეხება რბილი ლითონის ჯაგრისით. დარჩენილი სპილენძი დარბილებულია და ჯაგრისს ადვილად გამოაქვს ის. თუ სითხე დატოვეთ ის ასევე შევა რეაქციაში ჯაგრისთან (თუ ის სპილენძის არის) და გააფუჭებს მას. ლითონის ჯაგრისმა რომ იმუშაოს უნდა გააატაროთ ის ბოლომდე რომ მისი "საცეცები" გასწორედ, თუ ლულაში ის დააბრუნეთ უკან საცეცები გადაიბრიცება და ჯაგრისი გაფუჭდება. შემდეგ წმინდავს ლულას როგორც პირველ აბზაცში. ქრომი ძალიან მყარი ზედაპირია და მისი წმენდისას შესაძლებელია სხვა და სხვა სახეხების ან რკინის ღრუბელის გამოყენება. "აკმოიდების" დენთის აირების სისტემის ელემენტები ასე იწმინდება ყველაზე ადვილად. წესი არის მარტივი, ზეთი არ ხვდება და არ რჩება იქ სადაც ხვდება დენთის წვის პროდუქტები წესი მეორე: ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი. ზოგი საწმენდი სითხის გაჩერება ლულაში დიდიხნით არ შეიძლება, ზოგი სითხე აზიანებს დაფარვას ან არ შეიძლება მისი გამოყენება ქრომირებულ ლულაში, ზოგი ძალიან ტოქსიკურია და ასე შემდეგ. წესი მეორე მექანიკურ წმენდას ჯობია რბილი წმენდა ქიმიით. იმედია კითხვებზე პასუხი გაგეცით. თუ კიდე რამე დაგაინტერესებთ მომწერეთ პმ-ში. Shooter საელჩოში ჩამოვიდა შრედერების პირების საპოხ საწმენდი ზეთი. (საკმაოდ ძვირიანი) ლურჯი ფერისაა. ეგ რომ გამოვიყენო რამეს ხომ არ გააფუჭებს შრედერი რა არის? დასერჩე ინტერნეტში არ ვიცი სიმართლე გითხრა. საწმენდი მე ერთიღა დამრჩა და უნდა შეუკვეთო მეტი, თორე მაგითაც გაგიმასპინძლდებოდი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 13:55 |