ლულის ე.წ. "აბკატკა", ჯადოსნური ვუდუს სწავლება? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლულის ე.წ. "აბკატკა", ჯადოსნური ვუდუს სწავლება? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
მე საერთოდ ვპასიურობ ქართულენოვან ფორუმებზე და როგორც წესი არანაირ დისკუსიაში არ ვერევი. მაგრამ ბოლო დროს ვამჩნევ რაღაც ძალიან ჩემთვის გამაღიზიანებელ ტენდენციას, რომელმაც იმატა ასე ვთქვას "აბაროტები" და ტრენდი გახდა პრაქტიკულად ფორუმებზე.
როგორც წესი ვინმე ახალბედა ყიდულობს ჭ ხარისხის შაშხანას (ეს არის ყველა ის სევიჯები, მარლინები, რემინგტონები რომელთა ფასი აშშ-ში არ აღემატება 400 დოლარს ჩვენთან კი როგორც ყოველთვის ორჯერ მეტი და + მოხსნილი და დამალული ოპტიკა, რომელიც წესით უნდა მოყვებოდეს ამ იარაღებს) და ეგრევე გახსნილ თემაში მილოცვებთან ერთად იღებს რჩევებს ლულის აბკატკაზე, იმიტომ რომ ა) სიზუსტე გაუმჯობესდება. ბ) რესურსი მოიმატებს. ეს უკვე გახდა ტრენდი (Тренд в моде — актуальное (ближайшее, краткосрочное) направление, периодически повторяющаяся тенденция развития моды) და ამით მიიპყრო ჩემი ყურადღება და პრაქტიკულად მაიძულა გამეხსნა ეს თემა. პირდაპირ საქმეზე გადავალ და დავიწყებ იმით, რომ, ლულის ე.წ. აბკატკა არის აბსოლუტურად აზრს მოკლებული პროცედურა რომლსაც რეალურად აბსოლუტურად არაფერი არ მოაქვს. ეს ჩემი აზრი არ არის. არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი, მეცნიერული (ხაზგასმით) დადასტურება რომ ე.წ. აბკატკა (ანუ გასროლა, წმენდა, გასროლა) რაიმე გავლენას ახდენს ან სიზუსტეზე ან ლულის რესურსზე. სამაგიეროდ უამრავია კვაზი-მეცნიერული დასაბუთებები, რომლის უკან არ დგას არაფერი გარდა პირადი დაკვირვებებისა, რომლებიც არის სუბიექტური, არადამაჯერებელი, არასარწმუნო და შეუძლებელია გადამოწმდეს. მეცნიერული ფაქტი არის ერთი: ლულის ფიზიკური თვისებები არ იცვლება. ესეიგი იცვლება კარმა, აურა, ჩი ძალა, ინი და იანი, კოსმოსური ენერგეტიკული ველი და ასე შემდეგ ![]() ![]() მიუხედავად ამისა ეს მითი ცხოვრობს და ხარობს ყველგან სადაც ისვრიან. გასაკვირი არ არის რომ იქმნება აზრი რომ ლულის აბკატკა არის აუცილებელი და სასარგებლო. თუ ვინმემ ამაში დაიჯერა და ამ პროცედურას მისდესვ გასაკვირი არ არის. ამის მომყოლი ან დამწერი შეიძლება იყოს ძალიან დამაჯერებელი და პრობლემაც სწორედ ეგ არის. ვინც იჯერებს ის უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი (სამარცხვინო ამაში არაფერი არ არის), ვინც ამას კიდე უსადაგებს კვაზი მეცნიერულ ახსნებს ის უკვე სექტანტია ![]() ეხლა პირველ აბზაცს რომ დაუბრუნდეთ, რატომ არის ჩვენ შემთხვევაში სიტუაცია უფრო აბსურდული? იმიტომ რომ ხალხნო, რას ელოდებით 300 დოლარიანი შაშხანისგან? ეს არის მაქსიმალურად გაიაფებული სერიული წარმოების შაშხანა, და ხალხი ვინც მაგას ყიდულობს არიან სროლაში პირველ კლასელები ჯერ. რამე შედეგს ისინი ვერ ნახავენ (იმიტომ რომ ის არც არის, მაგრამ მიზერული ალბათობაც რომ იყოს ის დაიმალება ჭ ხარისხის შაშხანის ლულის ხარისხში, ქარში, ატმოსფერულ სხვა პირობებში, მსრიოლელის ნევროზულ განწყობაში და ასე შემდეგ). ამიტომაც ხშირად ისმის წუწუნი, რატომ არ აკეთებს ერთ მოა-ს მსუბუქი შაშხანა ფანქრის სისქე ლულით გათვლილი .300 ვინ მაგზე. ![]() მიზეზი რის გამოც ლულის მწარმოებლები ხშირად აქეზებენ მყიდველს ეს პროცედურა გაიარონ აიხსნება ელემენტარული მათემატიკით: ყოველი უაზროდ გასროლილი ტყვია არის ლულის რესურსის შემცირება. რაც უფრო მეტს გაისვრით მით უკეთესი. ეს აქტუალურია იმ კალიბრებზე გათვლიული ლულებისთვის რომელთა რესურსი ისედაც მცირეა (მაგნუმები მაგალითად). მეტს ისვრით, მეტ ლულებს გაყიდიან მწარმოებლები. კიდე უფრო დიდი უაზრობაა რაღაც მოლიბდენური სმაზკების გამოყენება რომლებიც მზადდება მათ შორის აფრიკული მცენარის გუარანას ფესვების ნაყენის გამოყენებიტ და გარდა იმისა რომ ინახვას ლულას კიდე დადებიტად მოქმედედებს იარაღის პატრონის ერექციაზე. მაგ მეთოდით ლულის ზედაპირის დამუშავება იგივეა რაც გუდვილში ნაყიდი სპრეით მანქანის ძრავში ინჟექტორების გაწმენდა. ორივე არის სრულად აზრს მოკლებული პრცედურა რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ლულის ზედაპირი ასე არ მუშავდება ხოლო ინჟექტორებში მუშაობისას ისეთი წნევაა რომ იქ არაფეერი არ ჩერდება, ხოლოს თუ რამე იქ გაჩერდა და საოცრება მოხდა მაგას მითუმეტეს სპრეი ვერ გამორეცხავს. იგივე ეხება ჩემი არ15-ის საყვარელ დენთის აირების მილს, რომელსაც პერიოდულად ეტაკებიან სექტანტები და უწუნებენ რომ შომპოლით იქ ვერ აღწევ. ესეთი ნივთიერებებით ლულისთვის ცუდი არ არის, ცუდია დამუშავების მეთოდი, ტყვიის დაფარვა მათი და ასეთი ტყვიის სროლა. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება არ გაავრცელოთ მცდარი სწავლებები, არ გახდეთ სექტანტები და დაუბრუნდეთ წეშმარიტ რელიგიას ![]() მე პრობლემები მაქვს ელემენტარულის ახსნასთან ხოლმე (ეტყობა არ მაქვს ამის ნიჭი) ამიტომაც თუ ეხლაც მე ყველაფერი არეულად დავწერე ელემენტარულად "დაგუგლეთ" ეს თემა და ნახეთ რას წერენ ნამდვილი პროფესორები ამ თემაზე. ჩემი მოსაზრება ადვილად დადასტურდება ყველაზე კომპეტენტური დამოუკიდებელი (ლულის მწარმოებელბი არ არიან დამოუკიდებლები) რესურსებიდან. ხო მართლა, "ჭ ხარისხის" შაშხანების პატრონები არ გამიბრაზდეთ, ყველაფერი შედარებითია, არც ისე დიდი ხნის წინ ასეთ ფასში შაშხანის გამოშვება წარმოუდგენელი იყო და ის რომ ეს ეხლა ხდება არის ტექნოლოგიური პროგრესის შედეგი. მაგრამ ამავე დროს უნდა ითქვას რომ ეს იარაღები არის დამწყები დონის ასე რომ მოეკიდეთ გაგებით ((ც) ბ. ივანიშვილი) ამ ფაქტს. ეს შაშხანებია კარგია იმატთვის ვინც "ჩესტნად" ცხოვრობს და არ აქვს ბევრი ფული, რომ იყიდოს მაღალი კლასის იარაღი. ასე რომ მე პატივს ვცემ ამ კლასს. თავის საქმეს (იშვიათი გამონაკლისებით) ეს შაშხანები აკეთებენ. ეს მაგალითად გეილ მაკ მილანის (ხო ის მაკ მილანი) სიტყვებია It all got started when a barrel maker that I know started putting break-in instructions in the box with each barrel he shipped a few years ago. I asked him how he figured it would help and his reply was if they shoot 100 rounds breaking in this barrel that's total life is 3000 rounds and I make 1000 barrels a year just figure how many more barrels I will get to make. He had a point; it definately will shorten the barrel life. I have been a barrel maker a fair amount of time and my barrels have set and reset benchrest world records so many times I quit keeping track (at one time they held 7 at one time) along with High Power, Silhouette, Smallbore national and world records and my instructions were to clean as often as possible preferably every 10 rounds. I inspect every barrel taken off and every new barrel before it is shipped with a bore scope and I will tell you all that I see far more barrels ruined by cleaning rods than I see worn out from normal wear and tear. მარტივი კანონზომიერება რომ სროლის სამყაროში უფრო მეტი ლულა ფუჭდება არასწორი მოვლით ვიდრე წურავს თავის რესურს აქაც მოქმედებს. არც მე არ მასწავლეს ეს რამე გასაიდუმლოებულ კურსებზე. მარტივმა გამოძიებამ გუგლით მომცა ამომწურავი პასუხი. არც არის გუგლი საჭირო. თუ ჩვენ რადმენიმე ტყვიის სროლით და შომპოლის გატარებით უცვლით ლულას თვისებას ისე რომ ეს ასისახება შესამჩნევად სიზუსტეზე, მაშინ წმენდის გარეშე 20-30 გასროლამ ლულას რა უნდა უქნას? ნარეზები წაუშალოს?. მე ყოველთვის მეგონა რომ თუ აბკატკას ქონდა რამე სარგებელი ის გამოიხატებოდა ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში და არა ეგრევე და მითუმეტს სიზუსტის გაუმჯობესებით. ლულის თვისებების შეცვლა ცვეთით/ექსპლუატაციით (სროლა/წმენდა) იწვევს მხოლოდ დეგრადაციას და სიზუსტის შემცირებას რაც ბუნებრივი პროცესია. როგორც კი ვიმეორებ მე საკითხს ჩავეძიე, პასუხიც ადვილად ვიპოვე. მადლობთ ყურადღებისთვის. პს ვინც ინგლისური იცით, ეს დისკუსია იხილეთ სადაც თავად მაკ მილანი მონაწილეობს და მოისმინეთ მისი ოპონენტების არგუმენტები და შეფასეთ მათი ხარისხი. მანდვე არის კომპანია მუშმასტერის ტექნიკური ექსპერტი რომელიც იგივეს წერს და გუგლში კიდე ბევრს ნახავთ ![]() http://www.snipercountry.com/Articles/Barrel_BreakIn.asp |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თემას გადახვევისკენ უჩანს პირი და ყველას უმორჩილესად გთხოვთ, თემატურად პოსტეთ. ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება და ყველას შეიძლება ქონდეს ინდივიდუალური მრწამსი "აბკატკასთან" დაკავშირებით.
თემის ავტორი ნამდვილად არ არის "ანტი-აბკატკის" მიმდევრობის ტრიგერი, მას თავისი აზრი გააჩნია და დააფიქსირა, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, ვეცადოთ დავპოსტოთ არგუმენტირებულად, ყველას მოსაზრება მისაღები და პატივსაცემია. მივწეროთ "მითბასტერებს" ეს თემა და ჩვენს მაგივრად თვითონ ჩაატარებენ ტესტს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 468 რეგისტრ.: 13-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სიმართლე გითხრა გამოხმაურების დანარჩენი ნაწილს ლულის აბკატკის თემას ვერ უკავშირებ. თემას გადახვევისკენ უჩანს პირი და ყველას უმორჩილესად გთხოვთ, თემატურად პოსტეთ. თემატურად. ჩემს გარშემო არის რამდენიმე ადამიანი რომელიც ნორმალურად ისვრის მაგრამ სამი მათგანის გამორჩევა შემიძლიას სროლის უმაღლესი შედეგებისა გამო. გასაგები მიზეზების გამო აქ მათ სახელებს არ დავწერ. სამივე მათგანმა იარაღის ყიდვა გაპრანჭვის შემდეგ გაიარა ის გზა რასაც იარაღთან შეჩვევა და ლულის "აპკატკა"-დ წოდებული გასახმარისება ქვია. ეს სამი ადამიანი ჩემთვის საკმარისი ავტორიტეტები არიან იმისათვის რომ მჯეროდეს მათი გამოცდილებისა. ის რასაც ისინი აკეთებენ არის დამკვიდრებული და გამართლებული პრაქტიკა. |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
თემატურად. ჩემს გარშემო არის რამდენიმე ადამიანი რომელიც ნორმალურად ისვრის მაგრამ სამი მათგანის გამორჩევა შემიძლიას სროლის უმაღლესი შედეგებისა გამო. გასაგები მიზეზების გამო აქ მათ სახელებს არ დავწერ. სამივე მათგანმა იარაღის ყიდვა გაპრანჭვის შემდეგ გაიარა ის გზა რასაც იარაღთან შეჩვევა და ლულის "აპკატკა"-დ წოდებული გასახმარისება ქვია. ეს სამი ადამიანი ჩემთვის საკმარისი ავტორიტეტები არიან იმისათვის რომ მჯეროდეს მათი გამოცდილებისა. ის რასაც ისინი აკეთებენ არის დამკვიდრებული და გამართლებული პრაქტიკა. როგორც გნებავთ. ![]() საკითხი გაშლილი უფრო ვრცლად უკანასკნელ პერიოდში საქართველოში შესაძლებელი გახდა შედარებით იაფ ფასიანი უცხოური შაშხანის შეძენა, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. შედარებით იაფფასიანში ვგულისხმობ ე.წ. საწყისი დონის (entry level), იაფ შაშხანებს, რომელთა ფასი იწყება 300-400 დოლარიდან. ბუნებრივია ჩვენთან ესეთი ფასი წარმოუდგენელია და შესაბამისად ასეთი შაშხანების ფასი იწყება 1200 ლარიდან, თან თუ კატალოგში ასეთ შაშხანას მოყვება ასევე იაფი ოპტიკური სამიზნე (სკოპი) ჩვენ შემთხვევაში შაშხანას ეს “დეტალი” რატომღაც აკლია. ასეა თუ ისე მათ გამოჩენამ საქართველოს მაღაზიებში ეგრევე არააქტუალური გახადა აქამდე ეტალონური სისტემა სახელად: “მოსინი პულიმიოტის ლულით”. უცბად შაშხანა პოპულარულ უცხოურ კალიბრზე გახდა ხელმისაწვდომი თითქმის ყველასთვის. რა თქმა უნდა ფართო მასებში სევიჯების, მარლინების და რემების გამოჩენამ გამოაცოცხლა შესაბამისი პროფილური განყოფილებები სხვა და სხვა ფორუმებზე. თემები აჭრელდა სხვა და სხვა ტერმინებით, ბედინგი, “აბკატკა”, განულება და ასე შემდეგ. მაგრამ სიმართლე გითხრათ თემების გადახედვით რაიმე დასკვნის გამოტანა რომელიმე შაშხანაზე შეუძლებელია. ანუ რეალური ინფორმაცია მათ ექსპლუატაციაზე პრაქტიკულად არ მოიპოვება. არ ვიცი ეს ხალხი ჩუმად ისვრის სადმე და მიღებულ ცოდნას მალავს თუ ისეთ შედეგებს აღწევენ, რომ ფორუმზე გამოსაფენად არ გამოდგება? სამაგიეროდ უხვადაა რჩევები, როგორ გაუმჯობესდეს ესა თუ ის შაშხანა. ორი ყველაზე პოპულარული რჩევა არის ლულის “აბკატკა” და ბედინგი. ბედინგი პრინციპში საჭირო პროცედურაა, თუმცა რამდენად ეს თემა აქტუალურია 300 დოლარიანი შაშხანის და ახალბედა მსროლელის შემთხვევაში კიდევ საკითხავია. აი ლულის “აბკატკა” უკვე ცალკე და სულ სხვა თემაა. მე არაერთხელ წამიკითხავს განცხადებები მაგალითად: ლულას აბკატკა გაუკეთე და სიზუსტე გაუმჯობესდება. ხანდახან ამ რჩევას მოყვებოდა კონკრეტული პროგნოზიც კი, მაგალითად ჩამოვა ერთ “მინუტამდე”, ეს იარაღზე რომელსაც ბრძენ მრჩეველს თვალად არ უნახავს არ უსვრია და მითუმეტეს არც ლულაში გაუხედვას ბოროსკოპით. იყო შემთხვევები ასეთ რჩევას აძლევდნენ უკვე ნახმარი შაშხანის პატრონს, რაც უკვე ენეკდოტია. პირადად მე როდესაც დავფიქრდებოდი ლულის “აბკატკის” თემაზე (მე არასდროს ეგ პროცედურა არ ჩამიტარებია), ყოველთვის მეგონა, რომ ლულის “აბკატკა” არის უფრო ლულის არხის მომზადება ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის და არა პროცედურა, რომელიც აუმჯობესებს სიზუსტეს. არ მესმოდა როგორ შეიძლენა რამდენიმე ვაზნის გასროლა და ლულის გაწმენდას რამე ეფექტი ქონოდა რამეზე. ლულის წმენდას აქვს გავლენა სიზუსტეზე მაშინ, როდესაც ლულა ბინძურია და სავსეა ნადებით. სერიოზულად ეს თემა მე არ გამომიკვლევია, მანამ სანამ ფორუმების კითხვისას სულ უფრო ხშირად დავიწყე ნახვა პოსტების, რომლებიც აღნიშნულ რჩევას მოიცავდნენ. ბუნებრივია დამებადა შეკითხვა ბოლოს და ბოლოს რა არის ეს ლულის “აბკატკა”, სისულელეა, როგორც მე ეს აქამდე მეგონა თუ მართლაც სასარგებლო პროცედურაა. მივმართე საძიებო სისტემა “გუგლს” და დაახლოებით ერთ საათში ყველა ჩემი მოლოდინი დადასტურდა. მეგობრებო და კოლეგებო: ლულის “აბკატკა” და მისი კავშირი სიზუსტესთან არის მითი, რაიმე პოზიტიური ზეგავლენის არსებობის მყარი, საფუძვლიანი მტკიცებულება არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს მთელი რიგი პუბლიკაციების, რომლებიც ხსნიან ერთ მარტივ რამეს. აბკატკა არ ცვლის ლულის თვისებებს და არ აისახება სიზუსტეზე, ან თუ აისახბა ეფექტი იმდენად მცირეა, რომ მისი გაზომვა შეუძლებელია. ეს დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს რომ გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს. თქვენ თვითონ დაუფიქრდით ამ პროცესს. ადამიანი ისვირს ტყვიას და შემდეგ წმინდავს ლულას (რითი ბოლომდე გაურკვეველია, ზოგი სთავაზობს ზეთს, ზოგი ლულის საწმენდ სითხეს, ზოგი სითხეს, რომელიც მეტალების ნადებს აცილებს). “აბკატკა” გრძელდება რავიცი 10-30 ან 100 ვაზნა (ამაზეც ერთიანი აზრი არ არსებობს), რამ უნდა შეცვალოს 10-30 ვაზნამ ისე, რომ ეს გახდეს შესამჩნევი ეგრევე (მითუმეტეს იაფ ფასიან შაშხანაში). ლოგიკურად შემდეგმა ვაზნებმა ეს პროცესი უნდა გააგრძელონ და თუ 10-30 ვაზნას მოყვა კარგი შედეგი ეს ნიშნავს რომ შედეგი უნდა უმჯობესდებოდეს ყოველი შემდეგი ვაზნის გასროლის შემდეგ რაც ნონსენსია. პირველივე გასროლიდან ლულა იწყებს ცვეთას და ეს პროცესი გრძელდება მანამდე სანამ ლულა საბოლოოდ არ დაკარგავს სიზუსტეს. პერიოდულად მხვდება ინფორმაცია, რომ “აბკატკა” ხდება არა ლულის არამედ მხოლოდ მისი ერთი ნაწილის, სადაც ტყვია “ხვდება” ხრახნებს. მოკლედ “აბკატკის” ფანატების ბანაკში ერთიანი აზრი იმაზე თუ რა ხდება ლულაში “აბკატკის” დროს არ არსებობს. წმენდით რომელი ლულის თვისების შეცვლაზე არის საუბარი როდესაც, როდესაც 5.56X45 კალიბრის ტყვიის გასროლისას წნევა ლულაში არის დაახლოებით 30 ტონა კვადრატულ დუიმზე, დენთი იწვის ტემპერატურით 5500 გრადუსი ფარენგეიტით, ხოლო .224 კალიბრის ტყვია “იწურება” .223 კალიბრის ლულაში და ეს ხდება რამდენიმე ათასჯერ სანამ სიზუსტე მცირდება ისე რომ ხდება შესამჩნევი. ეხლა ისევ გგონიათ, რომ ერთი ვაზნის სროლა და “პატჩის” გატარება ლულაში რამეს შეცვლის? მე ასე არ მგონია. ვნახოთ რას წერენ ამ საქმის ნამდვილი პროფესორები. ჩვენი პირველი რესპონდენტი არის გეილ მაკმილანი, საკუთარი სახელის მატარებელი კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ბიზნესშია 1973 წლიდან და დღეს უშვებს უმაღლესი კლასის შაშხანებს, აქსესუარებს და ლულებს. მისი მოკლე სტატია გამოქვეყნებულია საიტზე www.6mmbr.com, რომელიც კარგად ცნობილია შესაბამის პროფილის მსროლელებისათვის. აი მისი სიტყვები: როგორც ლულის დამამზადებელი მე ჩახედული მაქვს ბოროსკოპით ათას ახალ და ნახმარ ლულაში და დამიჯერეთ თუ ყველა გაყვება პროცედურას ერთი გასროლა და წმენდა, ძალიან ბევრი მათგანი უფრო მეტს გააფუჭებს ვიდრე გამოასწორებს. ის თვლის, რომ საუკეთესო გასროლა ლულიდან არის პირველი გასროლა, ხოლო ყოველი შემდეგი ჭამს ლულის რესურს მანამდე სანამ ლულა მას ამოწურავს და გახდება გამოსაცვლელი. შემდეგი სტატია გამოქვეყნებულა საიტზე www.snipercountry.com. სტატია მოიცავს გამოხმაურებებს ოთხი მეტალურგისგან და სამი ლულის მწარმებლისგან (Rock Creek, Hart, Shilen). არანაირი მეცნიერული დასაბუთება ლულის “აბკატკის” არ არსებობს, ხოლო ლულის მწარმოებლებს უყვართ ეს პროცედურა იმიტომ, რომ ეს ზრდის მათ მოგებას. ასე, რომ მიზეზი რის გამოც ლულის მწარმოებლებს მოწონთ “აბკატკის” იდეა არის მარტივი. ეს აღწერილია მათ შორის იგივე მაკმილანის სტატიაში. მიზეზი კი მას აუხსნა თავად ერთ ერთმა ლულების მწარმოებელმა. აბკატკა გარანტირებულად ჭამს რესურს ესეიგი მწარმოებელს მეტი ლულების გამოშვება უწევს. “.300 ვინ მაგის” შემთხვევაში 100 გასროლა “აბკატკაზე” უდრის მინუს 10%-ს ლულის რესურსის. ეს ელმენტარული მათემატიკაა. გადავხედოთ ნოვესკეს (კომპანია Noveske Rifleworks, LLC.) ინსტრუქციას, რომელიც მათ მიერ წარმოებულ ლულებს მოყვება. ჯონ ნოვესკეს მიერ დაფუძნებული კომპანია ცცნობილია იმით, რომ ახლო და უშუალო კონტაქტშია მომხმარებელთან და უკიდურესად მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ციტატა ინსტრუქციიდან, ნაწილიდან, რომელიც ეხება “აბკატკას”. პირველი გამოყენების წინ კარგად გაწმინდეთ ლულა საწმენდი ხსნარით. ჩვენ ვერ დავადგინეთ ხანგრძლივი “აბკატკის” სარგებლობა. ერთ ერთ სტატიაში საიტზე www.outdoorlife.com ბატონი ჯონ ფიმსტერი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ზუსტი სროლის გუნდის მეიარაღე წერს, რომ მათ მიერ მომზადებული შაშხანები არ გადიან არანაირ ლულის “აბკატკას”. მხოლოდ სეჯიბრზე გასვლამდე “აბკატკას” გადიან მხოლოდ შორს მსროლელი ზე ზუსტი შაშხანები კალიბრში 6.5/284, და ეს გამოიხატება ერთი ორი ვაზნის გასროლაში და საწმენდი ხსნარით გაწმენდაში, რის შემდეგადაც იარაღი მზად ითველა გამოყენებისათვის. ის ხაზს უსვას, რომ ეს პროცედურა საჭიროა მხოლოდ ლულის ყელისთვის (ადგილი სადაც ვაზნა ეჯახება ხრახნებს). მიუხედავად ამისა, ეს მითი ხარობს და ცოცხლობს ყველგან სადაც ისვრიან, მათ შორის ამერიკაშიც. ამის მიზეზი არის ის, რომ ლულის მწარმოებლები არ აღნიშნავენ ამ პროცედურის უაზრობას (უკვე აღწერილი მიზეზების გამო) ხოლო ნაწილი პირიქით, რეკომნდაციას უწევს ასეთ პროცედურას. მაგრამ პრაქტიკულად არც ერთი იარაღის მწარმოებელი ასეთ რჩევებს არ იძლევა. მათთვის ეს უბრალოდ არააქტუალურია. განსაკუთრებულად აქტიური “პროფესორები” აქტიურად ავრცელებენ ამ მითს და შედეგიც სახეზეა. თუ გგონიათ, რომ ეს იზოლირებული შემთხვევაა ძალიან ცდებით. ასეთ ტყვილებს მუდმივად ვხვდებით სხვა სფეროებშიც. მაგალითად ე.წ. “სპრისკის წმენდა”. ვინც იცის ის დაადასტურებს რომ ავტომანქანის ძრავის ინჟექტორებში წარმოიქმნება იმხელა წნევა, რომ იქ ვერანაირი ჭუჭყი ვერ ჩერდება. ხოლო იჟექტორის წმენდა სპრეებით არის ასეთივე უაზრო პროცედურა და ფულის მახე, როგორც ლულის “აბკატკა”. საკვები ზეთის მწარმოებლები ამაყად აწერენ ბოთლებს “ქოლესტერინის გარეშე” თუმცა რა უნდა ქოლესტერინს მცენარეულ ზეთში? ყველაფერი ეს ხდება იმიტომ, რომ მომხმარებელმა იყიდოს მათი პროდუქტი, ისევ და ისე და ისევ. ან AR15-ის დენთის აირების მილი გაიხსენეთ, რომელსაც მუდმივად უწუნებენ რომ ის ისეთი თხელია, რომ შიგნით რამე რომ გაიჭედოს ვერ გაწმინდავ, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ ეს ნაწილი საერთოდ არ იწმინდება, იმიტომ რომ შიგნით ისეთი წნევებია, რომ იქ უბრალოდ არაფერი არ რჩება და იჭედება. ჩვენ შემთხვევაში სიტუაცია მით უფრო აბსურდულია, რომ ასე რჩევებს აძლევენ როგორც უკვე ვთქვი საწყისი დონის შაშხანების პატრონებს. ეს არის იაფი მასობრივად წარმოებული იარაღი, რომელსაც აქვს შეზღუდული სიცოცხლის ციკლი და ვერანააირი “აბკატკა” და სხვა ჯადოები ვერ გაუკეთებენ კომპენსირებას საშუალო ხარისხის ლულას და იარაღის შესრულებას. ეს იარაღები კარგიაა, როგორც დასაწყისი, როგორც უტილიტარული ინსტრუმენტი. დაზოგეთ დრო და ენრგია მართლა შესაფერისი შაშხანისთვის, თუმცა მე და ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, მგონია, რომ საშუალოსტატისტიკურ მსროლელს, რომელიც ისვრის გასართობად ან ერთი ორრ ნადირობაზე წელიწადში 100-200 ვაზნას არაფერი ზემოაღნიშნულიდან არც ჭირდება. ბედინგი, პილარ ბედინგი, “აბკატკები/პრიწირკები” არის აბსოლუტურად ზედმეტი. მარტივი ცხოვრებისეული სიმართლეები აქაც მუშაობს, საუკეთესო, კარგის მტერია ხოლო გაცილებით მეტი ლულა ფუჭდება ზედმეტი წმენდით ვიდრე ინტენსიური სროლით. ინტერნეტში სხვა აზრს გადააწყდებით, სადაც საპირისპიროს ამტკიცებენ. საბოლოო ჯამში რას აირჩევთ თქვენ ეს თქვენი საქმეა. რაც მე დავწერე ეხლა ამ სტატიაში, ეს ჩემი აზრია. პრინციპში თუ “აბკატკა” სულიერ სიმშვიდეს გიბრუნებთ და ასე მოგწონთ არაფერი ხელს არ გიშლით ეს პროცედურა ჩაატაროთ, მაგრამ ჩემი აზრით ძვირადღირებული ვაზნების ჯობია გამოიყენოთ მიზანში სროლისთვის და არა რაღაც მაგიური პროცედურების ჩასატარებლად. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 21:10 |