კულინარია სუფთა ჰაერზე, ამ თემაში ვწერთ მხოლოდ იმ რეცეპტებს რასაც თავად ვამზადებთ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კულინარია სუფთა ჰაერზე, ამ თემაში ვწერთ მხოლოდ იმ რეცეპტებს რასაც თავად ვამზადებთ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აქ მხოლოდ პირადი გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს, არ არის საჭირო ინტერნეტიდან გადმოწერილი რეცეპტები და სურათები! მხოლოდ საკუთარი შემოქმედება, და რჩევები მათთვის ვისაც რაიმე შეკითხვა დაებადება ამ თემის გარშემო, მონადირება კარგია, ნანადირევის კარგად მომზადება არა ნაკლებ საინტერესო .
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეს თემა მშიერმა არ უნდა წაიკიტხოთ
![]() მე გეტყვით ჩემებური ლორის დამზადების წესს, უგემრიელესია მაგრამ ამასაც დიდი ჩალიჩი უნდა მოკლედ ვიღებთ ღორის ბარკლებს, კარგად გასუფთავებულს, ჩავჭრით ისე რომ ამოვიღოთ მთლიანად ძვალი, შემდეგ ვიღებთ მსხვილ მარილს(არა იოდიზირებულს) და ვაყრით ბებრს ჩაჭრილშიც და გარედანაც, ისე რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს, ზედმეტ მარილს ხორცი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს, გავაჩერებთ 15 დღე, შემდეგ ამოვიღებთ, მშრალი ნაჭრით გავამშრალებთ და გავკიდებთ გრილ ადგილზე 1-2 დღით, პარალელურად მზადდება წათხი რომელშიც ხორცი უნდა ჩაიდოს : ვიღებთ ნიორს, ხახვს, დაფნის ფოთოლს, წითელ წიწაკას, შავი პილპილის კეკლებს, ნიახურს, მარილს უმატებთ და რა თქმა უნდა წყალს, და ვადუღებთ საათნავევარს რომ სითხემ ინგრედიენტების გემო მიიღოს, შემდეგ გავაცივებთ და ცივ მასაში მოვათავსებთ უკვე გამშრალ ხორცს და გავაჩერებთ ორი კვირა მერე ისევლე ამოვიღებთ წაუსვამთ აჯიკას რომელიც არის მხოლოდ მარილით და წიწაკით დამზადებული, გავაშრობთ(სასურველია მზეზე) ისე რომ კარგად გახმეს, და შემდეგ შევბოლავთ, მე პირადად ვბოლავ კასრში, ანუ რკინის კასრში დავანთებთ ცეცხლს და კარგად რომ გაჩაღდება დავაყრით ნახეხრს, სასურველია წიფლის ან რცხილის, ჩავკიდებთ ლორს და გადავაფარებთ სველ ტომარას 2 დღეში მზადაა. ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 17:04 |