ტივტივები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტივტივები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მოკლედ ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ფორუმზე ვერ ვეღირსე ნორმალურ ინფორმაციას ტივტივების შესახებ, დავიწყე ძებნა ფრანციცულ საიტებზე...
ხოდა არ მეზარება და გაგიზიარებთ რასაც ვკითხულობ... ვიწყებ "ყრუ" ტივტივებით. ანუ ტივტივები, რომლებიც ყრუდ მონტაჟდება ძუაზე. ვინც, მაინც ვერ გაიგეო - ტივტივები, რომლებიც არ სრიალებს ძუაზე... ანუ დაფიქსირებულია... ფიქსირებულია და უმოძრაო... ყრუ ტუვტივები შედგება სამი ნაწილისგან... 1. ტივტივას ანტენა -აი ზევიდან რომ არის... აი რომელსაც რომ მისცქერებიხართ - ხომ არ ჩაარტყაო.. ეე მაგი.. 2. თავად ტივტივა - ქე რომ ტივტივებს... რო არ იძირება... აი ზოგი რომ მრგვალია და ზოგი რომ ცრემლის ფორმის და ასე შემდეგ... ხოდა ეგა 3. ტივტივას კილი - ქე რომ არ ჩანს.... წყალქვეშ არის და მიტომ არ ჩანს... ![]() ტივტივას ფორმასა და ზომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანუ ამ მონაცემებზეა დამოკიდებული მისი ტვირთამწეობა და გამოყენების სფერო (მდინარე, ტბა, დაბალი თუ ღრმა წყალი). ტივტივას მგრძნობიარობაზე, პაკლიოვკების გადაცემაზე და ზოგადად წყალზე ქცევაზე, სრულ და სოლიდარულ პასუხს აგებენ ტივტივას ანტენა და კილი... კერძოდ კი - მათი სიგრძე და სისქე (ჯერ კიდევ კილზე და ანტენებზე ვლაპარაკობ... სხვა არაფერი იფიქროთ)... რაც უფრო წვრილია ანტენის დიამეტრი - მით უფრო მგრძნობიარეა ტივტივა... ხოლო რაც უფრო გრძელია კილი - მით უფრო მდგრადია იგი წყალში... მდგრადი ანუ ესეიგი უსტოიჩევი რაა.. ანუ ტრაკს არ ათამაშებს და კაცურად ასრულება დაკისრებულ მოვალეობებს... ტივტივები ფორმის მიხედვით მრავალფეროვანია... ანუ ბევრნაიარია... ჰამაც საკმაოდ... მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ჩვენთვის საინტერესო რამოდენიმე ძირითადი ფორმა... რამოდენიმე რა, კონკრეტნად 3 ფორმაზეა საუბარი: 1. ტივტივა სწორი და მოგრძო ტანით (ფანქარი, პერო).. აქვთ ყველაზე მცირე წინაღობა ძირვის დროს და შესაბამისად გამოიყენება ფრონცკი თებზაობისას პატარა და ბრთხილ თებზებზე.... მხოლოდ წყნარ და გაჩერებულ წყალზე... ხოდა კიდე ქარი არ უყვარს ასეთ ტივტივებს.... მოკლედ კაპრიზნებია, მაგრამ თუ მალიოკზე თებზაობ - უცვლელია !! მე მაგალითად ხრამულზე ვთებზაობდი ეგეთი 1 გრამიანი ტივტივით ლიპაზე... აი ძაან მაგარი კაიფია... ![]() ![]() 2. ბურთულებისებური მრგვალი ტივიტვები გამოიყენება ჩქარ და საშუალო დინებაზე სათებზაოთ. სიღრმესაც კარგად იტანენ. მე არ გამომიცდია, მეტი ვერაფერს ვერ დავამატებ... იდეაში თავიანთი ფორმის და წყალთან შეხების ფართობის გამო - დინებას კარგად უნდა უძლებდეს 3. მტირალა ტივტივები. ანუ ცრემლის ფორმისები რომ არის, აი ეგენი. ითვლება უნივერსალურ ტივტივებათ. გამოიყენება სუსტ და საშუალო დინებაზე. წყნარ და გაჩერებულ წყალზე. არ ეშინია ქარის და შესაბამისი ვოლნების... მოკლედ მაგარია ძაან... მეც მომწონს.... ხოდა დამწყებებს საწყისად ასეთებს ვურჩევ, მიტომ რომ უნივერსალურია... ხოდა ეგრე !! ![]() ![]() ![]() ეხლა როგორ ხდება ყრუ ტივტივების დამაგრება ძუაზე. ძუა ჯერ გადის ყულფში, რომელიც არის ტივტივაზე (ზოგი ტივტივაში ძუა შიგ ტივტივაში გადის) მერე კემბრიკებით მაგრდება კილზე. ორი კემბრიკით. პირველი, პატარა კემბრიკით მაგრდება კილზე ტივტივასთან ახლოს, ხოლო მეორე მოგრძო კემბრიკი მაგრდება კილის ბოლოში. თან ისე, რომ ცოტა გადმოდიოდეს ძუაზე... ასეთ დროს არ მოხერხდევა ახლართვა სროლისას... ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ ჯერ ესე... დანარჩენი მერე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 111 რეგისტრ.: 3-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კი ძამიკო ექნებათ.კლარუსოები რომ ქონდათ ნაღდად ვიცი.არჩევანი აქვთ დიდი.ჩემი მცირე გამოცდილებით გეტყვი რომ ჯობია ერთხელ გამოუშვა გამოსაშვები სისხლი და იყიდო ხარისხიანი ვიდრე ბევრი დ ა იაფფასიანი და კიდევ გირჩევ სიმძიმეების ცვლადი ვაგლერი შეიძინო.რამდენსაც გინდა იმდენ გრამიანს დააყენებ და უფრო უნივერსალურია.აბა წარმატებები.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 15:36 |