Beretta AL 391 Teknys - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Beretta AL 391 Teknys
თემო.
პოსტი Feb 21 2013, 23:30
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 595
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო. ამ თემაში მსურს გესაუბროთ Beretta-ს შესახებ, პირველ რიგში მოკლე ისტორია Beretta-ს, როგორც კომპანიის და ბოლოს ორი სიტყვით მოკლე ინფორმაცია Beretta AL 391 Tenkys-ის შესახებ, გამომდინარე ჩემს მიერ ხსენებული წყაროებიდან და პირადი მოკრძალებული გამოცდილებიდან newsmile05.gif



კომპანია დაარსებულ იქნა ბართოლომეო ბერეტას მიერ XV საუკუნეში, ბრეშიას პროვინციაში, კერძოდ იტალიის ქალაქ “Gardone Val Trompia”-ში და ამის შესახებ პირველი ჩანაწერები არსებობს 1526 წლიდან (ზუსტი თარიღი უცნობია). აღნიშნულის შემდგომ კომპანიის დღევანდელი მეპატრონე, უგო გუსალი ბერეტა, თავის შვილებთან, პეტროსა და ფრანკოსთან ერთად გახლავთ Beretta-ს საგვარეულოს მე-15 თაობა. კომპანია, მთელი თავის ფუნქციონირების მანძილზე აწარმოებდა მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღს. მის კუთვნილებაში არსებული საწარმოო ფართი 10.000 კვ/მ-დან გაიზარდა 108.000 კვ/მ-მდე, ხოლო გაყიდვების მაჩვენებლმა 2009 წელს შეადგინა 144 მლნ. ევრო.

ქარხნები აღჭურვილია უახლესი დანადგარებით და გახლავთ უმეტეს წილად ავტომატიზირებული, გამოიყენება ადამიანური რესურსების მხოლოდ ის მინიმალური რაოდენობა, რაც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების უზუსტესი მაჩვენებლების მისაღებად. გამოშვების მოცულობა გახლავთ საშუალოდ 1500 ერთეული დღე-ღამეში, მათ შორის: ორ-ლულიანი და ნახევრად-ავტომატური თოფები, აგრეთვე ნახევრად-ავტომატური და მექანიკური კარაბინები, შაშხანები გაზრდილი ტყვიის საწყისი სიჩქარით, ნახევრად-ავტომატური რევოლვერები. წარმოების 90%-ს წარმოადგენს სპორტული იარაღები, რომელთა 75%-ის ექსპორტირება ხდება 100-ზე მეტ ქვეყანაში.

XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან კომპანიამ გააფართოვა წარმოების ასორტიმენტი და დაიწყო სანადირო, სპორტული აღჭურვილობისა და აქსესუარების სრული ასორტიმენტის წარმოება. პროდუქციის პირველი გალერეა Beretta-მ გახსნა ნიუ-იორკში 1995 წელს. კომპანია ამარაგებს მრავალი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლსასროლი იარაღით.

ახლა კი უშუალოდ Teknys-ზე მოგახსენებთ “ორ სიტყვას”. მას მერე რაც წარმოებული იქნა 2.5 მილიონზე მეტი Beretta Xtrema, 1999 წელს დაიწყო AL 391 სერიის წარმოება, რომელიც გახლდათ მაშინ უკვე ზემოთხსენებულის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც განსხვავდებოდა რიგი თავისებურებებით, ხოლო შემდგომ წლებში Beretta-მ წარმოადგინა AL 391 სერიის Urika-ს შემდგომი მოდელი Teknys. წარმოგიდგენთ მის სამ მოდიფიკაციას:



ეს უკანასკნელი განსხვავდება წინამორბედისგან დეტალების დამუშავების ინოვაციური ტექნოლიგიით, ხორციელდება „რესივერი“-ს მონიკილება, სასხლეტი დაფარულია ოქროსფრად, ტიტანის ნიტრიდით, ხოლო ხის ნაწილები ლამინირებულია „არაპრიალა“ საფარით, ამავდროულად კონდახისა და ცევიოს X-tra Wood ლამინირება უზრუნველყოფს 50%-ით უფრო მეტ წყალგაუმტარობას, ლამინირების ტრადიციულ მასალებთან შედარებით.

მექანიზმის კარკასი დამზადებულია მაღალტექნოლოგიური ზემტკიცე პოლიმერული მინის ბოჭკოსაგან, რომელსაც გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები: შესაძლებლობა, მასალის თვითწმენდისა და აგრეთვე, შთანთქოს რყევები ძლიერი დატვირთვით, ასევე მასალასთან შეხების კომფორტულობა ცივ ამინდშიც კი.

ყოველი მეტალის ნაწილი დაცულია ჟანგისგან ანტიკოროზიული საფარით. გაუმჯობესებულია თერმული სტაბილიზაცია ცივი ამინდებისათვის.

უნიკალურ გაზდამტენ მექანიზმს, რომელიც შეიცავს გაზის ცილინდრსა და თვითმწმენდი გაზის კლაპანს, დამატებული აქვს თვითმწმენდი გაზის გამომშვები კლაპანი, რომელიც ავტომატურად ახორციელებს განსაკუთრებით ძლიერი ტყვიაწამლის გაზის მიერ წარმოქმნილი დიდი წნევის გამოდევნას, შედეგად შესაძლებელია როგორც 24 გრამიანი, აგრეთვე 57 გრამიანი (Super Magnum) ვაზნების გამოყენება.

ელასტიური ამორტიზატორი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩამკეტი არ მიეჯახოს მიმღებს, რითიც შთანთქავს უკუცემის ნაწილს, რომელიც მიემართება მსროლელისკენ.

ყოველივე ზემოაღნიშნული დამუშავებულ იქნა შემდეგი წყაროებიდან:
www.beretta.com www.ohotpodm.com www.salon-arms.ru www.strelok74.ru www.tigr.info

რაც შეეხება პირადად ჩემს აზრს, გამომდინარე ჩემი გამოუცდელობიდან აღნიშნულ საკითხში, ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა შემიძლია თამამად მოგახსენოთ რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის უარმყოფელი არცერთი არგუმენტი არ გამაჩნია. ეს კი გახლავთ ჩემს კუთვნილებაში არსებული Beretta AL 391 Teknys
http://ochopintre.ge/forum/index.php?s=&am...st&p=227541
კალიბრი: 12/76 მმ.
ლულის სიგრძე: 76 სმ.
მჭიდის ტევადობა: 3+1
ჩოკი: 5 სახსნელი ჩოკი
წონა: 3კგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
HUNTER FREDY
პოსტი May 17 2013, 12:52
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ტრიბორე ლულა და თან მით უმეტეს 76 სმ იანი არაა განკუთვნილი ცალი ტყვიის მათ შორის ბრენეკკეს სასროლად ყველაზე მეტი ქვე კალიბრული უნდა ისროლო მაგალითად პოლევას კლასი ან მონოლიტი 28 როსა 28რაც მოგცემთ ძალიან კარგ შედეგს ტრიბორე ლულა განკუთვნილია საფანტის შედარებით შორ მანძილზე სროლისათვის რასაც თავს ბრწყიბვალედ ართმევს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- temoo90   Beretta AL 391 Teknys   Feb 21 2013, 23:30
- - temoo90   Beretta-ს მფლობელებო, ვე...   Feb 23 2013, 10:25
- - Tarxana   ორი დღეა რაც შევიძ...   May 16 2013, 10:55
- - კუთხა   Tarxana მშვიდობაში სულ...   May 16 2013, 11:01
- - Tarxana   კუთხა - გაიხარე მეგ...   May 16 2013, 11:35
- - levan81   Tarxana მშვიდობაში და ...   May 16 2013, 12:09
- - Tarxana   მადლობა ლევან   May 16 2013, 13:21
- - OQRO444   მშვიდობაშიიიიიი ......   May 16 2013, 13:52
- - PREDATOR   Tarxana გილოცავ მშვიდო...   May 16 2013, 15:10
- - Fishman   Tarxana მშვიდობაში და ...   May 16 2013, 15:37
- - HUNTER FREDY   Tarxana მეც მომილოცავს...   May 16 2013, 15:40
- - Tarxana   გაიხარე ჰანტერ ფრე...   May 16 2013, 18:13
- - temoo90   Tarxana გილოცავ მეგობა...   May 16 2013, 21:42
- - Tarxana   71 სმ კი გავტესტავ დ...   May 17 2013, 08:30
- - Tarxana   RE: Beretta AL 391 Teknys   May 17 2013, 08:51
- - HUNTER FREDY   საღოოლ მაგარი ტესტ...   May 17 2013, 12:32
- - Tarxana   ხო საინტერესოა მარ...   May 17 2013, 12:41
- - HUNTER FREDY   კიდევ ერთხელ ვიმეო...   May 17 2013, 12:52
- - Tarxana   კი ფაბარმი ძაან კა...   May 17 2013, 13:00
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Tarxana @ May 17 2013, 14...   May 17 2013, 13:55
- - Tarxana   მახსოვს და ის 30 მეტ...   May 17 2013, 14:17
- - temoo90   Tarxana ვნახე მოწერილი...   May 17 2013, 14:41
|- - Fishman   ციტატა(temoo90 @ May 17 2013, 15...   May 17 2013, 14:58
|- - temoo90   ციტატა(Fishman @ May 17 2013, 15...   May 17 2013, 15:07
|- - Fishman   ციტატა(temoo90 @ May 17 2013, 16...   May 17 2013, 15:57
- - Tarxana   კარგი იყო მომეწონა...   May 17 2013, 15:13
- - HUNTER FREDY   76 სმ კარგია ზოგიერთ...   May 17 2013, 17:41
- - temoo90   Fishman ეგ რა შუაშია, შე...   May 17 2013, 19:48
- - Tarxana   იტოგში ვევრ შედარე...   May 20 2013, 09:39
- - Tarxana   RE: Beretta AL 391 Teknys   May 23 2013, 08:56
- - temoo90   Tarxana კარგი ბიჭია ძალ...   May 23 2013, 09:05
- - Tarxana   ხო დავტესტავ ამ დღ...   May 23 2013, 10:18
- - game 91   ეგ დამაგრძლელებელ...   May 23 2013, 10:50
- - Tarxana   არა დამაგრძელებელ...   May 23 2013, 12:46
- - Tarxana   დღეს დავტესტე ჩემი...   May 24 2013, 19:49
- - HUNTER FREDY   ძალიან მაგარი შედე...   May 24 2013, 19:53
- - Tarxana   ეგ არ ვიცოდი კარგი...   May 24 2013, 20:25
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Tarxana @ May 24 2013, 21...   May 24 2013, 20:46
- - Tarxana   იასნა იცი რა უნდა ვ...   May 24 2013, 20:52
- - HUNTER FREDY   RE: Beretta AL 391 Teknys   May 24 2013, 21:38
- - HUNTER FREDY   კარგი აზრია ღირს ც...   May 24 2013, 21:38
- - Tarxana   რო ვნახე მივხვდი რ...   May 25 2013, 18:45
- - temoo90   Tarxana ვიყავი ვნახე ეგ...   Jun 12 2013, 17:23
- - Tarxana   temoo90 ხო გითხარი იდეა...   Jun 12 2013, 20:53
- - temoo90   Tarxana ჯერ კაბინეტში შ...   Jun 12 2013, 23:29
- - CarPLeX   მშვენიერი თოფია !...   Jun 13 2013, 07:22
- - Tarxana   RE: Beretta AL 391 Teknys   Jun 13 2013, 11:52


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2025 - 15:46