დიპლომიანი და უდიპლომო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დიპლომიანი და უდიპლომო |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
http://forum.ge/?f=72&showtopic=33926839&st=360
ამას გადახედეთ გეხვეწებით და მითხარით რა ეს კაცი სახელად HEPHAESTUS მართალია? 25 გვერდის ბოლოდან იწყება და 27 გვერდზე მთავრდება.... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ბესო,იქაც აღიარებენ,რომ ბევრს არ ესმის თანამედროვე მოთხოვნები ჯიშებზე.არც ლავერაკია ზუსტად იმ სტანდარტში,არც პოინტერი,ერთი საუკუნის წინ რომ იყო,ის კი არა,გასული საუკუნის 80-იანი წლების პოინტერი დღევანდელისგან ბევრად განსხვავდება.ძველ თაობას ის ძველები მოსწონს და თანამედროვეების ოდნავ გადახრებს ჯიშისგან გადახრად მიიჩნევს.არადა მსოფლიოში უკვე სხვა სტანდარტია.youtube-ზე ვნახე პოინტერების გამოფენა იტალიაში,იმხელები იყვნენ ცხენებივით,აქ რო გაიყვანო იპოდრომზე(გამოფენა მანდ ტარდება)ცხენია აგი თუ ძაღლიო იტყვიან.ძველი თაობა ნაკლებად კითხულობს(არ ეწყინოთ მარა ასეა)ინტერნეტ-გამოცემებს,ამიტომ მათი 80-იანებში გაჩერება არ მიკვირს.კუხალეიშვილი (ახალგაზრდა კაცია,უცხოეთშიც დადის სამსაჯოდ საველეებზეც და გამოფენებზეც)იყო წელს მთავარი მსაჯი გამოფენაზე,მან დააყენა როკი პირველ ადგილზე,თორე სხვები პირდაპირ მეუბნებოდნენ,არ მომწონს მისი ყურის ლაქაო.ეს კაცი პირველად ვნახე,არც ჩამიწყვია და არც არაფერი.იმიტომ ვთქვი,- ობიექტურად ჩაატარეს-მეთქი.
ერთ-ერთ რუსულ საიტზეც ვარ დარეგისტრირებული,პოინტერები მოყვარულებია მანდ.იქაც ერთმანეთს ჭამენ საველეზე დამიჩაგრეს ძაღლი,აი ესა და ეს იყო მსაჯი,მაგის დედაო.ხდება ეგეთები ყველგან.ბევრს არ გაყავს საველეზე,თუ იცის,რომ ვიღაც X-ია მსაჯი,არ ენდობა.თუმცა,ჩვენგან განსხვავებით რუსეთში,სომხეთში,უკრაინაში,პ ოლონეთში,შვედეთში,იტალიაში,ი ნგლისში...და ა.შ. ყველა აღიარებს საველე გამოცდის აუცილებლობას.ნებისმიერ მეძებარს როგორც აქვს სტანდარტი ექსტერიერის(სიმაღლე,წონა და ა.შ.),ეგეთივე სტანდარტი არსებობს ძებნის მანერაზე(სტილი,მიტანება,ყნოს ვა...).კი ბატონო,ნადირობს ძაღლი,პატრონს მოწონს,შედეგი არის N რაოდენობის ობიექტი,მარა მისი მანერა ჯდება კი იმ სტანდარტში?მისდევს აფრენილ მწყერს,გადის შორს,არ ემორჩილება პატრონს,აკეთებს ცრუ ნაბულებს,აფუჭებს ჩამოგდებულ ფრინველს (თუმცა ამ უკანასკნელს ჩვენთან საველეზე არ აფასებენ)და სხვა მრავალი,ითვლება მინუსებად. ევროპაში ასეთ მინუსებიან ძაღლს არავინ შეაჯვარებს,თუ მუშა ლეკვების მიღება უნდათ,ექსტერიერის ანუ საგამოფენო ძაღლები სხვა საქმეა რუსულ საიტებზე ბევრი განცხადებაა ლეკვების ყიდვა-გაყიდვაზე.ყველგან მითითებულია იზ პოლევიხ როდიტელეიო და მშობლების საველეების შეფასებების ცხრილიც დევს,რატომ???? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 15:23 |