ახალი იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ახალი იარაღი |
May 24 2013, 13:08
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობათ მეგობრებო. გადავწყვიტე ახალი თემა შემექმნა, რaდგან მსგავსი ვერ ვნახე. საქმე შემდეგშია - სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა ასეთი რამ.
![]() ეს არის დუბელის ჩასაჭედებელი პისტოლეტი СМП-3, ერთი კვირა ვიფიქრე რაში გამომეყენებინა, და მომივიდა იდეა ამ აგრეგატიდან გამეკეთებინა თოფი. მით უმეტეს, რომ მე ამის უფლება მაქვს (ლიცენზია იარაღის დამზადებაზე). გადავაკეთე სასხლეტი და დამცემი მექანიზმები, გავუკეთე სამიზნე და ონდახი, დავუყენე ოპტიკა და ლაზერული სამიზნე და მივიღე ეს ![]() ![]() ![]() ნახაზებსა და სქემას შეგნებულად არ დავდებ, რადგან თავიდან ავიცილოთ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება მათი მხრიდან, ვისაც ამისი უფლება არ გააჩნია. მე მხოლოდ ვილაპარაკებ მის ტაქტიკო-ტექნიკურ შედეგებზე, ბალისტიკაზე, მასში გამოყენებულ ვაზნებსა და მუხტებზე, ასეთი იარაღის მიზანშეწონილობაზე და ა. შ. დავიწყებ წონიდან.წონა გამოვიდა 3,8 კგ. სიგრძე 71 სმ. რა თქმა უნდა თავის სიგრძესთან შედარებით მძიმეა, მაგრამ... სამაგიეროდ დიდი გამძლეობის მარაგით („ზაპას პროჩნოსტი“). ლულის სიგრძე არის 28,5 სმ. ![]() კომპლეკტში მოყვა სამი ლულა -ორი 8 მმ.-იანი და ერთი 12 მმ.იანი კალიბრი .მართალი გითხრათ ლულა ძალიან მოკლეა ჩემი მიზნისთვის, მაგრამ რაც არის ეგ არის. შიგნიდან და გარედან ლულები მოქრომილია ![]() თანაც საკმაოდ ხარისხიანად, ბევრი სანადირო თოფი ვერ დაიკვეხნის ასეთ ხარისხიან მოქრომვას. ვინ თქვა საბჭოთა კავშირში უხარისხო ნაწარმს უშვემდნენო? აგრეგატი გამოშვებულია 1966 წელს. და ისე კაეგად იყო გაპოხილი საპოხი მასალით , და შენახული, რომ სრულიად ახალივით გამოიყურება. გარდა ამისა ლულები არიან ნაწრთობები ისე მყარად, რომ სახარატო ჩარხის საჭრისი ვერ იღებს. ჩემი აზრით გამძლეობის მარაგით არა თუ არ ჩამოუვარდება 7,62 კალიბრის შაშხანებს, არამედ აღემატება მათ სულ მცირე ორჯერ მაინც (თუმცა ეს ჩემი სუბიეტტური აზრია). ასეთი გამძლეობის მარაგი საშუალებას მაძლევს თამამად ჩავატარო ექსპერიმენტები ოპტიმალური მუხტისა და ტყვიის წონის შესარჩევად. პირველი პრობლემა იყო მისთვის ვაზნის მოძებნა. მაგრამ, ლულის საგილზის ზომებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ვაზნები თვითონ გამეჩარხა ![]() შემდეგი ოპერაცია იყო მათი დატენვა. 8 მმ.-იანი ფინთიხი ( კარტეჩი) ხელმისაწვდომია. გავატარე ლულაში. საკმაოდ მჭიდროდ გაიარა, და ამასთანავე ფინთიხი თითქმის არ დეფორმირებულა.ავწონე. გამოვიდა 3,13 გრამი. ბუტურლინის თეორიიდან გამომდინარე, დენთის წონა (კერძოდ "სოკოლის") უნდა იყოს 1/16. "სოკოლის" წონა გამოვიდა 0,2 გრ. მაგრამ, სულმა წამძლია და გადავწყვიტე მეტი მუხტით გამომეცადა. და დავტენე 0,35 გრ. "სოკოლით".პიჟად გამოვიყენე ხელსახოცი ქაღალდი და მაგრად ჩავპრესე. სამი მეტრიდან გახ**იტა სამი 3 სმ. -იანი ხმელი ფიჭვის ფიცარი, და მეოთხეში ტყვია ნახევრამდე (ტყვიის დიამეტრის ნახევრამდე) შევიდა. ე.ი. 94 მმ.-ზე შევიდა. ტყვიის სჩქარე (ქრონოგრაფით) აჩვენა (საშუალო) 569,8 მ/წ. ანუ 508 ჯოული ლულის ენერგია (შეიძლება არა სწორად გადავთარგმნე რუსული „დულნაია ენერგია“). თუ შევადარებთ ე,წ. „გეკოს“- ტყვიის სიჩქარე 333 მ/წ (ზოგიერთ შემთხვევასი 350 მ/წ) , ლულის ენერგია -140 ჯოული (153) , გამოდის რომ მისი (გეკოს) ტყვიის სიჩქარე 1.7 -ჯერ ნაკლებია, და ლულის ენერგია კი 4-ჯერ. „კალაშნიკოვის“ (7,62) ტყვიის სიჩქარეს 150 მ/წ-ით ჩამორჩა. და 12 კალიბრის ჟაკნის სიჩქარეს 190 მ/წ-ით აჯობა. გადავწყვიტე „სოკოლის“ მაგივრად გამომეყენებინა „რექსი“. „სოკოლის“ შეფარდება „რექს“-თან (მაღაზიის რეკომენდაციით) 1,375. ე.ი. 0,35/1,375=0,26 გრ. გავტესტე სიზუსტე ![]() რეზულტატმა არ დამაკმაყოფილა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. დავტენე ვაზნები სტანდარტული , 0,15 გრ. „რექსით“, ტყვიის საშუალო სიჩქარე აჩვენა 378.3 მ/წ. მგონი სიჩქარეც სტანდარტულია. გავტესტე სიზუსტეზე ![]() |
|
|
|
![]() |
May 24 2013, 13:17
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
გავაგრძელე ექსპერიმენტები. თუ დავუჯერებთ ვ. ნ. ტროფიმოვს - „ გლუვ ლულიან თოფებში, ფორმიანი (არა სფერული) ტყვიების (ჩვენთან „ჟაკანს“ უწოდებენ) სიზუსტის მოსამატებლად მიზანშეწონილია ტყვიის („ჟაკნის“) წონის ცენტრის წინ გადაადგილება“. და მეც გადავწყვიტე ეს თეორია შემემოწმებინა. გამოვჩარხე შტამპი და პუანსონი. ავიღე 9 მმ.-იანი ფინთიხი. ორი გრანიტის ქვის ფილის მეშვეობით „რასკატალ“, (ქართულად ვერ გადავთარგმნე), მივეცი ცილინდრული ფორმა, შემდეგ შტამპისა და პუანსონის მეშვეობით მივიღე ეს
![]() ტყვიის გარე დიამეტრი გამოვიდა 8,05 მმ. ე.ი. 0,05 მმ.-ით მეტი, ვიდრე გილზის შიგა დიამეტრია. წონა გამოვიდა -3,74 გრამი. 0,2 გრამი „რექსით“ დავტენე ვაზნები ორი მეთოდით ![]() ერთ შემთხვევაში ტყვია მთლიანად ჩავტენე დენთამდე (ასე ვთქვათ ჩავპრესე). სურათზე მასში ასანთის ღერია ჩაშვებული, რათა ვიზუალურად ჩანდეს, თუ რა სიღრმეზეა ჩასული ტყვია. ხოლო მეორე შემთხვევაში ტყვიის სიმაღლის ნახევარზე ჩავპრესე. და ამ შემთხვევაში დენთმა, გილზის შიგა მოცულობის მხოლოდ 1/3 დაიკავა. 2/3 კი სიცარიელე იყო. გავტესტე ქრონოგრაფში. და რეზულტატმა ძალიან გამაოცა. მეგონა, იქ სადაც დენთი დაპრესილი იყო, ტყვიას მეტი სიჩქარე ექნებოდა. გამოვიდა პირიქით. თანაც ძალიან დიდი სხვაობით. ვაზნამ, სადაც ტყვია ჩაპრესილი იყო აჩვენა საშუალო სიჩქარე -169,5 მ/წ. ხოლო, ვაზნამ, სადაც ტყვია ზემოდან ჩამოცმული იყო აჩვენა -385 მ/წ. თუ დავუჯერებთ ს. გ. და გ. ს. მიტიჩკინებს -ნიტრო დენთის ძირითადი სხვაობა შავ (კვამლიან) დენთთან შედარებით იმაშია, რომ ნიტრო დენთი კარგად ფეთქდება იმ შემთხვევაში, თუ ვაზნაში ნაპერწკალთან ერთად წარმოიქმნება 20 ატმოსფერომდე წნევა. რასაც ახერხებს თანამედროვე „ჟეველოს“ კაპსულები. ჩემ შემთხვევაში, მე ჯერ ვერ გამიგია, ნუთუ ჩაპრესილმა ტყვიამ ვერ უზრუნველყო კაპსულის საჭირო წნევა? და იქ , სადაც დენთი მხოლოდ მოცულობის 1/3-ს იკავებდა, და თავისუფლად ეყარა ვაზნაში, საკმარისი წნევა შეიქმნა? ამ კითხვებზე პასუხისათვის საჭიროა სიტუაციის კარგად გაანალიზება და სწორი პასუხის ნახვა. გავტესტე სიზუსტეე ![]() ![]() ნამდვილად არაა სახარბიელო რეზულტატები. ან მე შევცდი ტყვიის კონსტრუკციაში (წინ წაწეული სიმძიმის ცენტრი), ან... ისევ გავაგრძელე ექსპერიმენტები. ფინთიხის ხარისხიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე ფინთიხის დაკალიბრება. ე. ი. შევეცადე მისთვის მიმეცა მაქსიმალურად სფერული ფორმა, რათა გასროლისას მისი ბალისტიკური ტრაექტორია უფრო სწორი ყოფილიყო. ამიტომ ფინთიხის კაკლები სათითაოდ მოვათავსე ორ, ზემოთ ნახსენებ, გრანიტის ფილებს შორის, და დავიწყე ზედა ფილის წრიული, სპირალური მოძრაობა, ზედმეტი დაწოლის გარეშე. რეზულტატი დამაკმაყოფილებელი გამოვიდა ![]() ![]() როგორც სურათიდან ჩანს (ჩრდილს თუ გამოვრიცხავთ) იდეალური სფერო ვერ მივიღე, მაგრამ უკეთესია ვიდრე იყო. დავტენე ვაზნები „რექს“-ით, 5 ცალი მუხტით 0,2 გრ. , და 4 ცალი მუხტით 0,26 გრ. ე. ი. იმ მუხტით , რომლითაც ყველაზე მაქსიმალური ლულის ენერგია მივიღე. ჩავთვალე, რომ ტყვია მაღალი სიჩქარით, უფრო ნაკლებად გადაიხრება ქარის ზემოქმედებით და უფრო ნაკლები ვარდნა ექნება ტრაექტორიის გავლისას. თანაც, ნადირობის შემთხვევაში უფრო მეტი ბალისტიკური დაზიანება აქვს ტყვიის მოხვედრის ადგილს, ვიდრე როცა მას (ტყვიას) უფრო დაბალი სიჩქარე აქვს. არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ უმჯობესია ტყვია ნადირის სხეულში დარჩეს, ვიდრე მან ნადირი გახ**იტოს მთლიანად („სკვაზნოით“). მე ამ თეორიას არ ვიზიარებ. ჩემი აზრით თუ ტყვია გამჭოლად გაივლის ნადირის სხეულში, მას (სხეულს) უფრო მეტი დაზიანება ექნება მიყენებული, და უფრო მეტი სისხლდენა ექნება, ვიდრე ტყვიის დაბალი სიჩქარის დროს. მე , იარაღში ორ მახასიათებელს ვთვლი ძირითადად - სიზუსტეს, და სიმძლავრეს. კარგია, თუ იარაღს სიზუსტეც კარგი აქვს და სიმძლავრეც. თუ არა და ერთი ამ ორიდან მაინც, თუ მეორე მახასიათებელი ამით არ უარესდება . აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ისევ მაღალ მუხტს დავბრუნებოდი, და უფრო კარგი ხარისხის (დაკალიბრებული) ფინთიხით გამეტესტა იარაღის სიზუსტე. აი რეზულტატიც ![]() რა თქმა უნდა ეს ვერ შეედრება „საიგა-410“-ის („პარადოქსით“) რეზულტატს, მაგრამ ჯერ ჯერობით დამაკმაყოფილებელია. თუმცა ალბათ ღირს ფიქრი მისი გაუმჯობესების შესახებ. ასევე გავსინჯე საფანტი 4 ნომერი , დიამეტრით 3,5 მმ. ![]() ზემოდან საფანტზე პიჟის მაგივრად დავასხი პარაფინი. 30 მეტრზე საფანტი შევიდა ფიჭვის ხმელ ფიცარში 7,5 მმ-ზე (3,5-საფანტის დიამეტრი, პლიუს მანძილი 5 მმ., ფიცრის ზედაპირიდან შიგ შესულ საფანტამდე). მე მგონი კარგი რეზულტატია. მაგრამ სამაგიეროდმოხვედრის პროცენტია 60. სულ 14 კაკალი საფანტი ჩავიდა ვაზნაში. წვრილი საფანტი არ გამიტესტავს. ეს მომავლის საქმეა. შემდეგ რეპორტში დავწერ 4,5 მმ. კალიბრის ლულის გამოყენების შედეგებს. ახლა, თუ რაში შეიძლება ამ იარაღის, ამ კალიბრით (8მმ.) გამოყენება. მართალია ჯერ წვრილ საფანტზე არ გამიტესტავს, მაგრამ დიდ იმედებს არ ვამყარებ. რაც შეეხება ცალ ტყვიას. პრინციპში მიღწეული შედეგებით შეიძლება ჩასაფრებით ინადირო მცირე და საშუალო ზომის ნადირზე. ასევე საშობო ღორის მოსაკლავად. ჩემი აზრით ამ ცხოველის ხელით დაკვლა არა ჰუმანურია, რადგან ის გაჭირვებული რამოდენიმე წუთის განმავლობაში სასწაულ ტანჯვას განიცდის. ხოლო ამ იარაღით კი წამის მეათედებში დალევს სულს. ამისათვის სიმძლავრე სრულიად საკმარისია. და რაც მთავარია - ეს არის იარაღთან მუშაობა. მისი მექანიზმებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა და ძიება მათი გაუმჯობესების მიზნით. ანუ, ჩვენ გატაცებასთან კონტაქტი. მე, ჩემი ექსპერიმენტებით , რა თქმა უნდა ვერ „აღმოვაჩინე ამერიკა“, და შეიძლება ყველაფერი, რაც ზემოთაა დაწერილი წააგავდეს ერთი ადამიანის დისერტაციას, როდესაც მან ჩაატარა უამრავი ცდები, თუ რა შემთხვევასი იძლევა ძროხა ყველაზე მეტ რძეს. ძროხა ჯერ მოწველა, როცა ის იწვა ერთ გვერდზე, მერე მოწველა, როცა ის იწვა მეორე დვერდზე. მერე მოწველა ფეხებ აშვერილი (მხედველობაში მყავს ძროხა) და ა. შ. და ბოლოს დაასკვნა, რომ ძროხა ყველაზე შედეგიანად იწველის როცა ის ფეხზე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ, რაც ზემოთაა ნახსენები, არ იქნება სიახლე ბევრი ჩვენი თანაფორუმელისთვის. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მიღებული ინფორმაცია ვინმეს რამეში გამოადგება. |
|
|
|
minchanin ახალი იარაღი May 24 2013, 13:08
kajuberi minchanin
კარგი ნაშრო... May 24 2013, 13:27
ახალციხელი RE: ახალი იარაღი May 24 2013, 14:07
HUNTER FREDY კარგი ნაშრომია მომ... May 24 2013, 14:13
mardi minchanin
საინტერესო ნა... May 24 2013, 15:43
კუთხა ბრავო May 24 2013, 16:00
მაქსიმუსა აი მალადეეც! გაოც... May 24 2013, 16:27
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 24th May... May 24 2013, 17:45
kupra კაია ბრატ ღმერთმა ... May 24 2013, 17:55
minchanin ისე საინტერესოა, თ... May 24 2013, 18:01
Bone minchanin
არამგონია არს... May 24 2013, 18:26
Shooter ოპტიმალური სიჩქარ... May 24 2013, 19:34
HUNTER FREDY ციტატა(Shooter @ May 24 2013, 20... May 24 2013, 19:48
Davitus minchanin
რა გითხრათ აბა... May 24 2013, 20:08
minchanin ციტატა(Davitus @ 24th May 2013 ... May 24 2013, 21:02
minchanin ასეთ ტყვიებს აქვთ ... May 24 2013, 21:12
gagrinski მე თქვენს ადგილას ... May 24 2013, 21:33
HUNTER FREDY დიდი არაფერია მეგო... May 24 2013, 21:35
Shooter ხო უნდა პატარა შეს... May 24 2013, 23:05
Shooter http://improguns.blogspot.ca/ May 25 2013, 00:54
minchanin ციტატა(Shooter @ 25th May 2013 ... May 25 2013, 09:19
HUNTER FREDY აკრებუზა კი არა არ... May 25 2013, 11:29
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 25th May... May 25 2013, 15:27
Shooter იარაღზე მუშაობა რო... May 25 2013, 22:18
jola მე როგორც ვიცი მაგ ... May 26 2013, 01:33
minchanin ციტატა(Shooter @ 25th May 2013 ... May 26 2013, 18:52
Shooter ციტატა(minchanin @ May 26 2013, 1... May 26 2013, 20:59
minchanin ციტატა(jola @ 26th May 2013 ... May 26 2013, 18:59
Davitus ეს კონკრეტული სიტუ... May 26 2013, 21:20
HUNTER FREDY ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22... May 26 2013, 22:09
Shooter ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22... May 26 2013, 22:39
minchanin Shooter მეგობარო!ციტა... May 26 2013, 21:46
minchanin გავაგრძელებ ჩემს თ... Jul 1 2013, 19:06
Davitus minchanin
შეიძლება პრაკ... Jul 2 2013, 00:54
ჭალიმგელა Davitus
+1 ზუსტად მასე ვფ... Jul 2 2013, 06:39
minchanin ციტატა(Chalimgela @ 2nd July 2013... Jul 2 2013, 21:32
Geoჟორჟიკა minchanin
ბევრი გიწვალი... Jul 2 2013, 22:05
minchanin Geoჟორჟიკა
მადლობა წ... Jul 3 2013, 16:15
Geoჟორჟიკა minchanin
გაიხარე დიდი მ... Jul 4 2013, 22:08
minchanin Geoჟორჟიკა
სწავლა მთ... Jul 5 2013, 13:03
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Jul 27 2013, 20:28
ჭაღარა მშვენიერია, მგონი ... Jul 27 2013, 21:17
HUNTER FREDY იკრძალება Jul 28 2013, 06:42
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 28th Jul... Jul 28 2013, 12:21
HUNTER FREDY ციტატა(minchanin @ Jul 28 2013, 1... Jul 28 2013, 21:02
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 28th Jul... Jul 29 2013, 21:48
Geoჟორჟიკა ციტატა(minchanin @ Jul 29 2013, 2... Aug 5 2013, 21:06
HUNTER FREDY ექპერიმენტალური ც... Aug 5 2013, 21:15
minchanin ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 5 2013,... Aug 5 2013, 21:40
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
ციტატა(irakli fofxadze ... Aug 5 2013, 21:37
HUNTER FREDY იარაღის გამოცდის წ... Aug 5 2013, 21:50
minchanin ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 5 2013,... Aug 5 2013, 22:24
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
რას გვეჩხუბე... Aug 5 2013, 21:51
HUNTER FREDY არვჩხუბობ კაცო ემ... Aug 5 2013, 21:56
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
ციტატა(irakli fofxadze ... Aug 5 2013, 21:59
HUNTER FREDY კაცოოო მერე მეტყვი... Aug 5 2013, 22:08
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
მდაჰ , ჰოდა მა... Aug 5 2013, 22:25
minchanin ჰო, კიდევ ერთი. იარა... Aug 5 2013, 22:31
HUNTER FREDY ციტატა(minchanin @ Aug 5 2013, 23... Aug 8 2013, 20:28
minchanin ციტატა(geojorjika @ 5th August 20... Aug 8 2013, 20:05
minchanin HUNTER FREDY
მეგობარო. მე თ... Aug 9 2013, 09:41
HUNTER FREDY minchanin
გაიხარე ძამიკ... Aug 9 2013, 10:23
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
ციტატა(irakli fofxadze ... Aug 9 2013, 12:40
HUNTER FREDY ციტატა(Geoჟორჟიკა ... Aug 9 2013, 19:01
Geoჟორჟიკა ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 9 2013,... Aug 9 2013, 21:31
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 9th Augu... Aug 9 2013, 18:10
HUNTER FREDY რა მარტივია ყველაფ... Aug 10 2013, 08:06
megreli ციტატა(irakli fofxadze @ 9th Augu... Aug 10 2013, 08:51
game 91 მემგონი ამ ადამიან... Aug 10 2013, 10:07
Geoჟორჟიკა game 91
ციტატა(gamezardashvili ... Aug 10 2013, 14:19
Geoჟორჟიკა ციტატა(irakli fofxadze @ 10th Aug... Aug 10 2013, 14:24
HUNTER FREDY კანონი ექსპეწრიმე... Aug 10 2013, 17:12
game 91 საქართველოში ეგეთ... Aug 10 2013, 17:41
HUNTER FREDY კანონში ნადირობის ... Aug 10 2013, 19:17
HUNTER FREDY მუხლი 14. იარაღის ბა... Aug 10 2013, 19:27
game 91 მასეთი 2 აზროვანი ტ... Aug 10 2013, 19:30
HUNTER FREDY რაზე უნდა ინადირო ... Aug 10 2013, 19:32
game 91 ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 10 2013... Aug 13 2013, 11:33
ალთაზარ HUNTER FREDY
ბოდიშით ოფფი... Aug 10 2013, 20:09
Geoჟორჟიკა მომკალი და მე სხვა ... Aug 10 2013, 22:45
HUNTER FREDY Geoჟორჟიკა
კი იქ უნდ... Aug 11 2013, 01:42
minchanin HUNTER FREDY
მეგობარო , ნუ ... Aug 12 2013, 21:03
ალთაზარ minchanin
ციტატა4. იარაღი... Aug 12 2013, 21:08
HUNTER FREDY მუხლი მე 14 ტე მე 4 და... Aug 12 2013, 21:10
Geoჟორჟიკა ციტატა(irakli fofxadze @ 12th Aug... Aug 12 2013, 22:26
ალთაზარ საქართველოს შინაგ... Aug 12 2013, 22:48
Geoჟორჟიკა ალთაზარ
გაიხარე დ... Aug 12 2013, 22:49
HUNTER FREDY რაც მე ეს ვეძებე გა... Aug 12 2013, 23:05
ალთაზარ HUNTER FREDY
მეც დაახლოე... Aug 12 2013, 23:08
game 91 აქ არის ის ბალიტიკ... Aug 13 2013, 11:23
ალთაზარ game 91
ჩემს მიერ დადებ... Aug 13 2013, 11:49
game 91 ციტატა(ალთაზარ @ Au... Aug 13 2013, 12:18
HUNTER FREDY ციტატა(game 91 @ Aug 13 2013, 13... Aug 13 2013, 15:22
game 91 რავი ეტყობა მე გამ... Aug 13 2013, 16:20
HUNTER FREDY რამე კი არა ბევრი რ... Aug 13 2013, 16:44
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 10th Aug... Aug 13 2013, 20:36
ალთაზარ minchanin
ციტატარაც შეე... Aug 14 2013, 00:02
HUNTER FREDY ან არგინდათ რო არს... Aug 14 2013, 07:23
minchanin ალთაზარ, HUNTER FREDY
1. მე ა... Aug 14 2013, 13:02![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th November 2025 - 00:57 |