Beretta AL 391 Teknys |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Beretta AL 391 Teknys |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო. ამ თემაში მსურს გესაუბროთ Beretta-ს შესახებ, პირველ რიგში მოკლე ისტორია Beretta-ს, როგორც კომპანიის და ბოლოს ორი სიტყვით მოკლე ინფორმაცია Beretta AL 391 Tenkys-ის შესახებ, გამომდინარე ჩემს მიერ ხსენებული წყაროებიდან და პირადი მოკრძალებული გამოცდილებიდან
![]() ![]() კომპანია დაარსებულ იქნა ბართოლომეო ბერეტას მიერ XV საუკუნეში, ბრეშიას პროვინციაში, კერძოდ იტალიის ქალაქ “Gardone Val Trompia”-ში და ამის შესახებ პირველი ჩანაწერები არსებობს 1526 წლიდან (ზუსტი თარიღი უცნობია). აღნიშნულის შემდგომ კომპანიის დღევანდელი მეპატრონე, უგო გუსალი ბერეტა, თავის შვილებთან, პეტროსა და ფრანკოსთან ერთად გახლავთ Beretta-ს საგვარეულოს მე-15 თაობა. კომპანია, მთელი თავის ფუნქციონირების მანძილზე აწარმოებდა მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღს. მის კუთვნილებაში არსებული საწარმოო ფართი 10.000 კვ/მ-დან გაიზარდა 108.000 კვ/მ-მდე, ხოლო გაყიდვების მაჩვენებლმა 2009 წელს შეადგინა 144 მლნ. ევრო. ქარხნები აღჭურვილია უახლესი დანადგარებით და გახლავთ უმეტეს წილად ავტომატიზირებული, გამოიყენება ადამიანური რესურსების მხოლოდ ის მინიმალური რაოდენობა, რაც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების უზუსტესი მაჩვენებლების მისაღებად. გამოშვების მოცულობა გახლავთ საშუალოდ 1500 ერთეული დღე-ღამეში, მათ შორის: ორ-ლულიანი და ნახევრად-ავტომატური თოფები, აგრეთვე ნახევრად-ავტომატური და მექანიკური კარაბინები, შაშხანები გაზრდილი ტყვიის საწყისი სიჩქარით, ნახევრად-ავტომატური რევოლვერები. წარმოების 90%-ს წარმოადგენს სპორტული იარაღები, რომელთა 75%-ის ექსპორტირება ხდება 100-ზე მეტ ქვეყანაში. XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან კომპანიამ გააფართოვა წარმოების ასორტიმენტი და დაიწყო სანადირო, სპორტული აღჭურვილობისა და აქსესუარების სრული ასორტიმენტის წარმოება. პროდუქციის პირველი გალერეა Beretta-მ გახსნა ნიუ-იორკში 1995 წელს. კომპანია ამარაგებს მრავალი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლსასროლი იარაღით. ახლა კი უშუალოდ Teknys-ზე მოგახსენებთ “ორ სიტყვას”. მას მერე რაც წარმოებული იქნა 2.5 მილიონზე მეტი Beretta Xtrema, 1999 წელს დაიწყო AL 391 სერიის წარმოება, რომელიც გახლდათ მაშინ უკვე ზემოთხსენებულის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც განსხვავდებოდა რიგი თავისებურებებით, ხოლო შემდგომ წლებში Beretta-მ წარმოადგინა AL 391 სერიის Urika-ს შემდგომი მოდელი Teknys. წარმოგიდგენთ მის სამ მოდიფიკაციას: ![]() ეს უკანასკნელი განსხვავდება წინამორბედისგან დეტალების დამუშავების ინოვაციური ტექნოლიგიით, ხორციელდება „რესივერი“-ს მონიკილება, სასხლეტი დაფარულია ოქროსფრად, ტიტანის ნიტრიდით, ხოლო ხის ნაწილები ლამინირებულია „არაპრიალა“ საფარით, ამავდროულად კონდახისა და ცევიოს X-tra Wood ლამინირება უზრუნველყოფს 50%-ით უფრო მეტ წყალგაუმტარობას, ლამინირების ტრადიციულ მასალებთან შედარებით. მექანიზმის კარკასი დამზადებულია მაღალტექნოლოგიური ზემტკიცე პოლიმერული მინის ბოჭკოსაგან, რომელსაც გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები: შესაძლებლობა, მასალის თვითწმენდისა და აგრეთვე, შთანთქოს რყევები ძლიერი დატვირთვით, ასევე მასალასთან შეხების კომფორტულობა ცივ ამინდშიც კი. ყოველი მეტალის ნაწილი დაცულია ჟანგისგან ანტიკოროზიული საფარით. გაუმჯობესებულია თერმული სტაბილიზაცია ცივი ამინდებისათვის. უნიკალურ გაზდამტენ მექანიზმს, რომელიც შეიცავს გაზის ცილინდრსა და თვითმწმენდი გაზის კლაპანს, დამატებული აქვს თვითმწმენდი გაზის გამომშვები კლაპანი, რომელიც ავტომატურად ახორციელებს განსაკუთრებით ძლიერი ტყვიაწამლის გაზის მიერ წარმოქმნილი დიდი წნევის გამოდევნას, შედეგად შესაძლებელია როგორც 24 გრამიანი, აგრეთვე 57 გრამიანი (Super Magnum) ვაზნების გამოყენება. ელასტიური ამორტიზატორი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩამკეტი არ მიეჯახოს მიმღებს, რითიც შთანთქავს უკუცემის ნაწილს, რომელიც მიემართება მსროლელისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნული დამუშავებულ იქნა შემდეგი წყაროებიდან: www.beretta.com www.ohotpodm.com www.salon-arms.ru www.strelok74.ru www.tigr.info რაც შეეხება პირადად ჩემს აზრს, გამომდინარე ჩემი გამოუცდელობიდან აღნიშნულ საკითხში, ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა შემიძლია თამამად მოგახსენოთ რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის უარმყოფელი არცერთი არგუმენტი არ გამაჩნია. ეს კი გახლავთ ჩემს კუთვნილებაში არსებული Beretta AL 391 Teknys http://ochopintre.ge/forum/index.php?s=&am...st&p=227541 კალიბრი: 12/76 მმ. ლულის სიგრძე: 76 სმ. მჭიდის ტევადობა: 3+1 ჩოკი: 5 სახსნელი ჩოკი წონა: 3კგ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 240 რეგისტრ.: 8-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() დღეს დავტესტე ჩემი ბერეტა ვაზნა მელიორი 7.5, 32გრ, უკონტეინერო, 35 მეტრი სამიზნემდე, სამიზნეს დიამეტრი 70 სმ, მიიტანა 264 - 390- ათიდან ანუ პროცენტულად გამოდის 68% |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 15:48 |