ახალი იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი იარაღი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო. გადავწყვიტე ახალი თემა შემექმნა, რaდგან მსგავსი ვერ ვნახე. საქმე შემდეგშია - სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა ასეთი რამ.
![]() ეს არის დუბელის ჩასაჭედებელი პისტოლეტი СМП-3, ერთი კვირა ვიფიქრე რაში გამომეყენებინა, და მომივიდა იდეა ამ აგრეგატიდან გამეკეთებინა თოფი. მით უმეტეს, რომ მე ამის უფლება მაქვს (ლიცენზია იარაღის დამზადებაზე). გადავაკეთე სასხლეტი და დამცემი მექანიზმები, გავუკეთე სამიზნე და ონდახი, დავუყენე ოპტიკა და ლაზერული სამიზნე და მივიღე ეს ![]() ![]() ![]() ნახაზებსა და სქემას შეგნებულად არ დავდებ, რადგან თავიდან ავიცილოთ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება მათი მხრიდან, ვისაც ამისი უფლება არ გააჩნია. მე მხოლოდ ვილაპარაკებ მის ტაქტიკო-ტექნიკურ შედეგებზე, ბალისტიკაზე, მასში გამოყენებულ ვაზნებსა და მუხტებზე, ასეთი იარაღის მიზანშეწონილობაზე და ა. შ. დავიწყებ წონიდან.წონა გამოვიდა 3,8 კგ. სიგრძე 71 სმ. რა თქმა უნდა თავის სიგრძესთან შედარებით მძიმეა, მაგრამ... სამაგიეროდ დიდი გამძლეობის მარაგით („ზაპას პროჩნოსტი“). ლულის სიგრძე არის 28,5 სმ. ![]() კომპლეკტში მოყვა სამი ლულა -ორი 8 მმ.-იანი და ერთი 12 მმ.იანი კალიბრი .მართალი გითხრათ ლულა ძალიან მოკლეა ჩემი მიზნისთვის, მაგრამ რაც არის ეგ არის. შიგნიდან და გარედან ლულები მოქრომილია ![]() თანაც საკმაოდ ხარისხიანად, ბევრი სანადირო თოფი ვერ დაიკვეხნის ასეთ ხარისხიან მოქრომვას. ვინ თქვა საბჭოთა კავშირში უხარისხო ნაწარმს უშვემდნენო? აგრეგატი გამოშვებულია 1966 წელს. და ისე კაეგად იყო გაპოხილი საპოხი მასალით , და შენახული, რომ სრულიად ახალივით გამოიყურება. გარდა ამისა ლულები არიან ნაწრთობები ისე მყარად, რომ სახარატო ჩარხის საჭრისი ვერ იღებს. ჩემი აზრით გამძლეობის მარაგით არა თუ არ ჩამოუვარდება 7,62 კალიბრის შაშხანებს, არამედ აღემატება მათ სულ მცირე ორჯერ მაინც (თუმცა ეს ჩემი სუბიეტტური აზრია). ასეთი გამძლეობის მარაგი საშუალებას მაძლევს თამამად ჩავატარო ექსპერიმენტები ოპტიმალური მუხტისა და ტყვიის წონის შესარჩევად. პირველი პრობლემა იყო მისთვის ვაზნის მოძებნა. მაგრამ, ლულის საგილზის ზომებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ვაზნები თვითონ გამეჩარხა ![]() შემდეგი ოპერაცია იყო მათი დატენვა. 8 მმ.-იანი ფინთიხი ( კარტეჩი) ხელმისაწვდომია. გავატარე ლულაში. საკმაოდ მჭიდროდ გაიარა, და ამასთანავე ფინთიხი თითქმის არ დეფორმირებულა.ავწონე. გამოვიდა 3,13 გრამი. ბუტურლინის თეორიიდან გამომდინარე, დენთის წონა (კერძოდ "სოკოლის") უნდა იყოს 1/16. "სოკოლის" წონა გამოვიდა 0,2 გრ. მაგრამ, სულმა წამძლია და გადავწყვიტე მეტი მუხტით გამომეცადა. და დავტენე 0,35 გრ. "სოკოლით".პიჟად გამოვიყენე ხელსახოცი ქაღალდი და მაგრად ჩავპრესე. სამი მეტრიდან გახ**იტა სამი 3 სმ. -იანი ხმელი ფიჭვის ფიცარი, და მეოთხეში ტყვია ნახევრამდე (ტყვიის დიამეტრის ნახევრამდე) შევიდა. ე.ი. 94 მმ.-ზე შევიდა. ტყვიის სჩქარე (ქრონოგრაფით) აჩვენა (საშუალო) 569,8 მ/წ. ანუ 508 ჯოული ლულის ენერგია (შეიძლება არა სწორად გადავთარგმნე რუსული „დულნაია ენერგია“). თუ შევადარებთ ე,წ. „გეკოს“- ტყვიის სიჩქარე 333 მ/წ (ზოგიერთ შემთხვევასი 350 მ/წ) , ლულის ენერგია -140 ჯოული (153) , გამოდის რომ მისი (გეკოს) ტყვიის სიჩქარე 1.7 -ჯერ ნაკლებია, და ლულის ენერგია კი 4-ჯერ. „კალაშნიკოვის“ (7,62) ტყვიის სიჩქარეს 150 მ/წ-ით ჩამორჩა. და 12 კალიბრის ჟაკნის სიჩქარეს 190 მ/წ-ით აჯობა. გადავწყვიტე „სოკოლის“ მაგივრად გამომეყენებინა „რექსი“. „სოკოლის“ შეფარდება „რექს“-თან (მაღაზიის რეკომენდაციით) 1,375. ე.ი. 0,35/1,375=0,26 გრ. გავტესტე სიზუსტე ![]() რეზულტატმა არ დამაკმაყოფილა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. დავტენე ვაზნები სტანდარტული , 0,15 გრ. „რექსით“, ტყვიის საშუალო სიჩქარე აჩვენა 378.3 მ/წ. მგონი სიჩქარეც სტანდარტულია. გავტესტე სიზუსტეზე ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იარაღზე მუშაობა როგორ ისწავლეთ? შეკითხვა ზუსტად ვერ გავიგე. ალბათ გაინტერესებთ, თუ რა კავშირი მაქვს იარაღებთან და რა ცოდნა მაქვს ამ საკითხში. იარღებთან კავშირი მე-6 კლასიდან მქონდა.მაშინ გავაკეთე პირველი თვითნაკეთი ტყვიის სასროლი ხელსაწყო. სხვათა შორის მაღალი წნევის მილიდან (რუსთავის ქიმიური ქარხნის, ამიაკის წარმოებიდან გამოტანილი. სადაც 1978-1983 წლებში მე თვითონ ვმუშაობდი, საწარმოს ერთ ერთი განყოფილების უფროსად). მაქვს დამთავრებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ვმუშაობდი -მანქანათმშენებლობის ქარხნის ოსტატის თანაშემწედ, ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ კონსტრუქტორად, ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, საამქროს უფროსის მოადგილედ, მთავარ კონსტრუქტორად, საპროექტო ინსტიტუტის ხელმძღვანელად. მაქვს მუშა პროფესიები-ფრეზეროვსჩიკი მე-3 თანრიგი, ხარატი მე-4 თანრიგი, ელექტრო და გაზით შემდუღებელი მე-4 თანრიგი, თერმისტი მე-5 თანრიგი, გალვანისტი მე-5 თანრიგი, მაღალი წნევის (320 ატმოსფერო) დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი მე-6 თანრიგი (ეს უმაღლესი თანრიგია). სპეციალური ინსტიტუტი იარაღების შესახებ არ დამიმთავრებია. მაგრამ მაქვს წაკითხული 30-დე წიგნი, ფაქტიურად ყველა რაც საბჭოთა კავშირში გამოსულა. ბაბაკი, შტეინგოლდი, ტროფიმოვი, მიტიჩკინები, ბუტურლინი, ჯილინა, ბოგდანოვი და სხვები. ბოლოს ოთარ ლომთაძის ქართული წიგნი "სანადირო თოფი". ბევრი მათგანი ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს. მაქვს ჩემი სახელოსნო (შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი თემა) და ვარემონტებ ყველა ტიპის სამოქალაქო იარაღს. ვიყავი გატაცებული ტყვიის სროლით. 1987 წელს გავხდი ქ. მინსკის ვერცხლის პრიზიორი, და შევასრულე სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივი მცირე კალიბრიანი პისტოლეტიდან (მარგოლინი) ტყვიის სროლაში. საკმაოდ კარგად ვერკვევი პნევმატურ იარაღებში. თუ გადაიკითხავთ ჩემს თემებს შესაბამის განყოფილებებში მიხვდებით. მე პირველმა დავიწყე ბელორუსიაში პნევმატური თოფებისთვის გაზის ზამბარების კეთება, და დღესაც მარტო მე ვაკეთებ მათ საქართველოში. და კიდევ ბევრ რამეს. ყველაფერს აქ ვერ დავწერ. მე მგონი ამომწურავად გიპასუხეთ. თუ კიდევ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ მკითხეთ და არ დაგამადლით, გიპასუხებთ. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
შეკითხვა ზუსტად ვერ გავიგე. ალბათ გაინტერესებთ, თუ რა კავშირი მაქვს იარაღებთან და რა ცოდნა მაქვს ამ საკითხში. იარღებთან კავშირი მე-6 კლასიდან მქონდა.მაშინ გავაკეთე პირველი თვითნაკეთი ტყვიის სასროლი ხელსაწყო. სხვათა შორის მაღალი წნევის მილიდან (რუსთავის ქიმიური ქარხნის, ამიაკის წარმოებიდან გამოტანილი. სადაც 1978-1983 წლებში მე თვითონ ვმუშაობდი, საწარმოს ერთ ერთი განყოფილების უფროსად). მაქვს დამთავრებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ვმუშაობდი -მანქანათმშენებლობის ქარხნის ოსტატის თანაშემწედ, ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ კონსტრუქტორად, ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, საამქროს უფროსის მოადგილედ, მთავარ კონსტრუქტორად, საპროექტო ინსტიტუტის ხელმძღვანელად. მაქვს მუშა პროფესიები-ფრეზეროვსჩიკი მე-3 თანრიგი, ხარატი მე-4 თანრიგი, ელექტრო და გაზით შემდუღებელი მე-4 თანრიგი, თერმისტი მე-5 თანრიგი, გალვანისტი მე-5 თანრიგი, მაღალი წნევის (320 ატმოსფერო) დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი მე-6 თანრიგი (ეს უმაღლესი თანრიგია). სპეციალური ინსტიტუტი იარაღების შესახებ არ დამიმთავრებია. მაგრამ მაქვს წაკითხული 30-დე წიგნი, ფაქტიურად ყველა რაც საბჭოთა კავშირში გამოსულა. ბაბაკი, შტეინგოლდი, ტროფიმოვი, მიტიჩკინები, ბუტურლინი, ჯილინა, ბოგდანოვი და სხვები. ბოლოს ოთარ ლომთაძის ქართული წიგნი "სანადირო თოფი". ბევრი მათგანი ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს. მაქვს ჩემი სახელოსნო (შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი თემა) და ვარემონტებ ყველა ტიპის სამოქალაქო იარაღს. ვიყავი გატაცებული ტყვიის სროლით. 1987 წელს გავხდი ქ. მინსკის ვერცხლის პრიზიორი, და შევასრულე სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივი მცირე კალიბრიანი პისტოლეტიდან (მარგოლინი) ტყვიის სროლაში. საკმაოდ კარგად ვერკვევი პნევმატურ იარაღებში. თუ გადაიკითხავთ ჩემს თემებს შესაბამის განყოფილებებში მიხვდებით. მე პირველმა დავიწყე ბელორუსიაში პნევმატური თოფებისთვის გაზის ზამბარების კეთება, და დღესაც მარტო მე ვაკეთებ მათ საქართველოში. და კიდევ ბევრ რამეს. ყველაფერს აქ ვერ დავწერ. მე მგონი ამომწურავად გიპასუხეთ. თუ კიდევ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ მკითხეთ და არ დაგამადლით, გიპასუხებთ. მე იმიტომ გკითხეთ რომ საერთოდ იარაღი იქმნება რაღაც დანიშნულებით და სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიყენება განპირობებულია იარაღის დანიშნულებით. მაინტერესებს რა დანიშნულების არის თქვენი იარაღი და რით არის განპირობებული მასზე ასეთი ოპტიკის და ლაზერული სამიზნის არსებობა. ენერგიები და შედარებები "გეკოსთან" და 7.62X39-თან კარგია მაგრამ .22-ით შესაძლებელაი ზუსტი სროლა 200 მეტრზე და თქვენ რა მანძილზე ისროლეთ? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 13:24 |