სათევზაო მეურნეობა სოფელ კონდოლთან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სათევზაო მეურნეობა სოფელ კონდოლთან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თელავის რაიონში სოფელ კონდოლთან არის თევზსაშენი, მობინადრეები, საზანი კობრი, ამური, ლოქო,(ჭანარიც ხანდახან თავისით შემოდისო) როგორც პატრონმა განაცხადა უთევზოდ არ წამოხვალთო, რაც შეეხება ცუდ პრაქტიკას იმასთან დაკავშირებით რომ ზოგიერთ ტბებზე მეთევზეებისგან დასაცავად თევზს კვებავენ ბევრი რომ არ დაიჭირონ, ამ შემთხვევაში ეგ პრობლემა მოხსნილია ელემენტარული მიზეზის გამო, საშენიდან ისედაც იყიდება თევზი ხოდა მაგათვე ინტერესებში შედის რომ ბევრი დავიჭიროთ, ანუ რეალურად რამდენადაც ყიდიან იგივე თანხას ვიხდით, იმაზეც შევტანხმდით რომ თუ წინასწარ გავაფრთხილებთ თევზს არ გამოკვებავენ რომ უფრო შედეგიანი იყოს თევზაობა, თითონ ტბები მაგარ ბუნებაში ყოფილა განლაგებული, ტერიტორიაზე წყალიც აქვთ ასე რომ თბილისიდაბ ბალონების თრევა არ დაგჭირდებათ და ღამე თევზაობაზეც არ არის პრობლემა, კარვების ადგილები არის ![]() ![]() ![]() 1. ტბის ფართობი: 10 ჰა; 2. ჩასხმული თევზის რაოდენობა და საშუალო წონები: - კობრი (საზანი) - 12.000 ცალი, წონა 300 გრ/ცლ, - თეთრი ამური - 640 ცალი, წონა 700 გრ/ცლ, - ალაზნის ლოქო - 200 ცალი, წონა 900 გრ/ცლ. - კობრი - 15 ცალი 5-7 კგ/ცალი; - ამური - 15 ცალი 5-7 კგ/ცალი; დამატებით იგეგმება 40-40 ცალი 3-4 კგ წონის კობრის და ამურის ჩასმა. რაც მთავარია - ჩასხმული ლოქოს წყალობით არ არის კარასი 3. გადასახადი: - შესვლა 20 ლ/კაცი, კაცზე ანკესების რაოდენობა შეუზღუდავია, მონტაჟების ნებისმიერი. - ფასში შედის 1 კგ სქელშუბლა უფასოდ (წასვლის წინ შეუკვეთავთ და დაგიჭერენ). - კობრის ფასი 8 ლ/კგ, - თეთრი ამურის ფასი 8 ლ/კგ, - ლოქოს ფასი 13 ლ/კგ. საკონტაქტო ტელეფონი 5 91 14 45 24 რამაზი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Deutschland
წილობრივად გეთანხმები, მაგალითად იმაში, რომ ფასები მართლაც დასაწევია ამ ოხერ ტბებზე, 5 კაცი სათევზაოთ რომ წახვიდე ხარჯი 200-300 ლარს ურახუნებს. მართლა ძალიან ძვირი სიამოვნება გახდა ეს თევზაობა ამ კერძო ტბებზე. აი უბედურება ისაა, რომ სიტყვა კერძო უკვე ნიშნავს იმას, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს :( ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გულის ტკივილი გავუნდოთ ერთმანეთს და აქ დავწეროთ პრობლემების შესახებ. აი ტბის მეპატრონე მოგვისმენს თუ არა ეს უკვე სხვა საქმეა. უბრალოდ ჩემი ღამის პოსტი ემსახურება მხოლოდ ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამოხატვას, არ უნდა ხდებოდეს ასეთი რაღაცეების გამო ერთმანეთის წყენინება. არ უნდა იწერებოდიეს ერთმანეთის მიმართ ისე, რომ მეორე მხარე ნაწყენი დარჩეს. ყოველთვის უნდა ჩავეტიოთ ჩარჩოებში და მაქსიმალურად ვეცადოთ ფორუმზე წერის ეთიკა შევინარჩუნოთ. ვიღაცამ ტბაზე თევზაობაზე ფულის გაკეთება მოინდომოს და მაგის გამო ჩვენ აქ ერთმანეთს დავუძაბოთ არ მიმაჩნია მართებულად! ვისაც უნდა წავა ვისაც არა, ეგ მე არ მიმაჩნია სწორ მიდგომად აი ამაში არ გეთანხმებით, სამწუხაროდ ტბა კერძოა და მფლობელი გადაწყვეტს რა ფასს დაადებს. წინა გვერდზე წავიკითხე, რომ ტბა 4-5 ეკიპაჟ მეთევეებს ვერ დაიტევს, აი ეს დიდი პრობლემაა!!! პატარა გზა არ უნდა გაიარო და რომ ჩახვალ სიურპრიზის სახით არ უნდა დაგხვდეს გავსებული ტბა, მაგრამ აქაც ვერაფერს ვერ გახდები :( აშკარად თუ სხვა ეკიპაჟი უფრო ადრე მივა და დაიკავებს სათევზაო ადგილებს შენ მაგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გახდები, მოგიწევს იქვე რამე სხვა ადგილზე თევზაობა! ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან გაწეულ ხარჯს არავინ არ აგინაზღაურებს და დაგეგმილ სიამოვნებას ვერ მიიღებ მეთევზე. კიდევ ბევრი რამ შეგვიძლია განვიხილოთ აქ, მაგრამ თხოვნაა ყოველთვის ჩავეტიოთ ეთიკის ნორმებში ![]() რავიცი მემგონი ტბის მეპატრონესაც აინტერესებს ჩვენი აზრი და იმედია გაგებით მოეკიდება. წესით უნდა აინტერესებდეს, ვინაიდან საკმაოდ ბევრნი ვართ ეს რიბაკები და ჩვენზე თუ არის გათვლილი ეგ ბიზნესი უნდა აინტერესებდეთ ჩვენი აზრიც! ა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 12:59 |