სათევზაო მეურნეობა სოფელ კონდოლთან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სათევზაო მეურნეობა სოფელ კონდოლთან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თელავის რაიონში სოფელ კონდოლთან არის თევზსაშენი, მობინადრეები, საზანი კობრი, ამური, ლოქო,(ჭანარიც ხანდახან თავისით შემოდისო) როგორც პატრონმა განაცხადა უთევზოდ არ წამოხვალთო, რაც შეეხება ცუდ პრაქტიკას იმასთან დაკავშირებით რომ ზოგიერთ ტბებზე მეთევზეებისგან დასაცავად თევზს კვებავენ ბევრი რომ არ დაიჭირონ, ამ შემთხვევაში ეგ პრობლემა მოხსნილია ელემენტარული მიზეზის გამო, საშენიდან ისედაც იყიდება თევზი ხოდა მაგათვე ინტერესებში შედის რომ ბევრი დავიჭიროთ, ანუ რეალურად რამდენადაც ყიდიან იგივე თანხას ვიხდით, იმაზეც შევტანხმდით რომ თუ წინასწარ გავაფრთხილებთ თევზს არ გამოკვებავენ რომ უფრო შედეგიანი იყოს თევზაობა, თითონ ტბები მაგარ ბუნებაში ყოფილა განლაგებული, ტერიტორიაზე წყალიც აქვთ ასე რომ თბილისიდაბ ბალონების თრევა არ დაგჭირდებათ და ღამე თევზაობაზეც არ არის პრობლემა, კარვების ადგილები არის ![]() ![]() ![]() 1. ტბის ფართობი: 10 ჰა; 2. ჩასხმული თევზის რაოდენობა და საშუალო წონები: - კობრი (საზანი) - 12.000 ცალი, წონა 300 გრ/ცლ, - თეთრი ამური - 640 ცალი, წონა 700 გრ/ცლ, - ალაზნის ლოქო - 200 ცალი, წონა 900 გრ/ცლ. - კობრი - 15 ცალი 5-7 კგ/ცალი; - ამური - 15 ცალი 5-7 კგ/ცალი; დამატებით იგეგმება 40-40 ცალი 3-4 კგ წონის კობრის და ამურის ჩასმა. რაც მთავარია - ჩასხმული ლოქოს წყალობით არ არის კარასი 3. გადასახადი: - შესვლა 20 ლ/კაცი, კაცზე ანკესების რაოდენობა შეუზღუდავია, მონტაჟების ნებისმიერი. - ფასში შედის 1 კგ სქელშუბლა უფასოდ (წასვლის წინ შეუკვეთავთ და დაგიჭერენ). - კობრის ფასი 8 ლ/კგ, - თეთრი ამურის ფასი 8 ლ/კგ, - ლოქოს ფასი 13 ლ/კგ. საკონტაქტო ტელეფონი 5 91 14 45 24 რამაზი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Deutschland
ნუ იდეაში მაშტაბურად უკვე არის კიდევაც სამწუხაროდ! სულ რამოდენიმე ადგილი დარჩა უფასო სათევზაო ტბების (ალგეთი, სიონი, თბილისის ზღვა) ახლოს რაც არის და არცერთზე თევზი ნორმალურად აღარ იჭირება. ამ ფასიან ტბებზე კიდევ თუ ხელფასი 3+კ არ გაქვს ვერ მიდიხარ ბლიაძ! უბრალოდ მე სულ იმას ვითვალისწინებ, რომ ამ ტბის შენახვაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ელემეტარულად 1კგ-ზე ზევით თევზი რომ იყიდო და გაუშვა წყალსაცავში 7 ლარი უნდა გადაიხადო 1კგ-ში. მერე მაგ თევზის ჭამა, მერე ტერიტორიის მოვლა, არხების გაწმენდა, დარაჯის შენახვა (აქაც უნდა გაგიმართლოს, რომ ღამღამობით ტბა არ ამოგიცარიელოს) საგადასახადო ცალკე 18%-ს გართმევს, წყალში ფულს ცალკე იხდი და რავიცი, იმდენი ხარჯია, რომ მესმის იმ მეწარმეების, ვინც ამ საქმეს არიან შეჭიდებულები. მაგის გამო ვზივარ ჩუმად! აი მეწარმეები რომ გაანთავისუფლონ საშემოსავლოს გადასახადიდან, მოუხსნან დ.ღ.გ-ს გადასახადი და მაინც 10 ლარი ღირდეს 1კგ თევზი, მერე ავტეხავ ერთ ამბავს, მაგრამ ახლა ძნელია მიადგე ადამიანს და საჩივარი დაუწერო და ლანძღო! ჯერ შენით უნდა იგემო ეს ხარჯები და მერე უნდა მიხვდე რასთან აქვთ საქმე. მე უბრალოდ პატარა ბიზნესები მაქვს და ვიცი რა არის საქართელოში ფასნამატი, ვიცი რამდენი ხარჯი გაქვს კაცს და ვიცი რატომ არის ყველაფერი ძვირი. ელემეტარულად მცირე ბიზნესის სესხი შეადგენს 15%-ს და ზევით. ეს იცი რამხელა დარტყმაა ბიზნესისთვის? 10 წლიანი სესხი, რომ აიღო, იმაზე მეტი უნდა დაუბრუნო ბანკს ვიდრე სესხს იღებ! ამ პროცენტებს დაამატე ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯები და კი მიიღებ 20 ლარს ერთ ანკესზე ![]() ![]() ![]() ასე რომ რთულია ასე გვერდიდან წერო რამე და შიგნით არ იყო ნამყოფი. აი სულ სხვა საკითხია ტბებს, რომ აცარიელებენ ამ ბადეებით (ბრაკონიერულად და მამაძაღლურად) აი მაგაზე უნდა ავტეხოთ ერთი ამბავი და მაგაზე უნდა ვიომოთ, რომ სათევზაო ადგილები გაჩნდეს ამ დალოცვილ მიწაზე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 10:09 |