სათევზაო მეურნეობა სოფელ კონდოლთან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სათევზაო მეურნეობა სოფელ კონდოლთან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თელავის რაიონში სოფელ კონდოლთან არის თევზსაშენი, მობინადრეები, საზანი კობრი, ამური, ლოქო,(ჭანარიც ხანდახან თავისით შემოდისო) როგორც პატრონმა განაცხადა უთევზოდ არ წამოხვალთო, რაც შეეხება ცუდ პრაქტიკას იმასთან დაკავშირებით რომ ზოგიერთ ტბებზე მეთევზეებისგან დასაცავად თევზს კვებავენ ბევრი რომ არ დაიჭირონ, ამ შემთხვევაში ეგ პრობლემა მოხსნილია ელემენტარული მიზეზის გამო, საშენიდან ისედაც იყიდება თევზი ხოდა მაგათვე ინტერესებში შედის რომ ბევრი დავიჭიროთ, ანუ რეალურად რამდენადაც ყიდიან იგივე თანხას ვიხდით, იმაზეც შევტანხმდით რომ თუ წინასწარ გავაფრთხილებთ თევზს არ გამოკვებავენ რომ უფრო შედეგიანი იყოს თევზაობა, თითონ ტბები მაგარ ბუნებაში ყოფილა განლაგებული, ტერიტორიაზე წყალიც აქვთ ასე რომ თბილისიდაბ ბალონების თრევა არ დაგჭირდებათ და ღამე თევზაობაზეც არ არის პრობლემა, კარვების ადგილები არის ![]() ![]() ![]() 1. ტბის ფართობი: 10 ჰა; 2. ჩასხმული თევზის რაოდენობა და საშუალო წონები: - კობრი (საზანი) - 12.000 ცალი, წონა 300 გრ/ცლ, - თეთრი ამური - 640 ცალი, წონა 700 გრ/ცლ, - ალაზნის ლოქო - 200 ცალი, წონა 900 გრ/ცლ. - კობრი - 15 ცალი 5-7 კგ/ცალი; - ამური - 15 ცალი 5-7 კგ/ცალი; დამატებით იგეგმება 40-40 ცალი 3-4 კგ წონის კობრის და ამურის ჩასმა. რაც მთავარია - ჩასხმული ლოქოს წყალობით არ არის კარასი 3. გადასახადი: - შესვლა 20 ლ/კაცი, კაცზე ანკესების რაოდენობა შეუზღუდავია, მონტაჟების ნებისმიერი. - ფასში შედის 1 კგ სქელშუბლა უფასოდ (წასვლის წინ შეუკვეთავთ და დაგიჭერენ). - კობრის ფასი 8 ლ/კგ, - თეთრი ამურის ფასი 8 ლ/კგ, - ლოქოს ფასი 13 ლ/კგ. საკონტაქტო ტელეფონი 5 91 14 45 24 რამაზი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 9 რეგისტრ.: 7-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეგ თევზი მინიმუმ 3 კილო იქნება გაზრდილი..... 2009 წელი რა შუაშია? 2009 წლის თევზი უკვე 2 წელია რაც გაზრდილი და გაყიდულია. ტბაში ჩასხმულია 2 წლიანი თევზი (2011 წლის მაისის ინკუბატორის), საშუალო წონა არის 300 გრამი ცალი (საშუალო წონა - მიაქციეთ ყურადღება) - ეს ეხება კობრს. ლოქოს საშუალო წონა არის 900 გრამი, ანუ იქნება 2 კგ-იანი ეგზემპლარებიც. რაც შეეხება ფასს - ადარებთ კალმახის ფასს, გემოვნების ამბავია. ბეტონის აუზში, თურქულ საკვებზე გაზრდილი კალმახი, წონი 150-200 გრამი ცალი ღირს 9 ლარი. ბაზარში კობრის ფასი უკვე 2-3 წელია კალმახზე ძვირი ღირს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეურნეობის ძირითადი საქმიანობა თევზის მოშენება და რეალიზაციაა, ხოლო ფასიანი თევზაობა გვინდა იყოს როგორც დამატებითი შემოსავლის (თუნდაც მცირე) წყარო. ამიტომ გვაქვს ასეთი ფასები. გაითვალისწინეთ, რომ 1 კგ კობრის წონის ნამატის მისაღებად საჭიროა 7-8 კგ მარცვლეული. ამას ემატება ხელფასები, საწვავი, გადასახადები, ბანკის კრედიტი და დანარჩენი ყველაფერი რაც კი არსებობს. აქედანაა ასეთი ფასები. პატივისცემით |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 10:06 |