სათევზაო მეურნეობა სოფელ კონდოლთან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სათევზაო მეურნეობა სოფელ კონდოლთან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თელავის რაიონში სოფელ კონდოლთან არის თევზსაშენი, მობინადრეები, საზანი კობრი, ამური, ლოქო,(ჭანარიც ხანდახან თავისით შემოდისო) როგორც პატრონმა განაცხადა უთევზოდ არ წამოხვალთო, რაც შეეხება ცუდ პრაქტიკას იმასთან დაკავშირებით რომ ზოგიერთ ტბებზე მეთევზეებისგან დასაცავად თევზს კვებავენ ბევრი რომ არ დაიჭირონ, ამ შემთხვევაში ეგ პრობლემა მოხსნილია ელემენტარული მიზეზის გამო, საშენიდან ისედაც იყიდება თევზი ხოდა მაგათვე ინტერესებში შედის რომ ბევრი დავიჭიროთ, ანუ რეალურად რამდენადაც ყიდიან იგივე თანხას ვიხდით, იმაზეც შევტანხმდით რომ თუ წინასწარ გავაფრთხილებთ თევზს არ გამოკვებავენ რომ უფრო შედეგიანი იყოს თევზაობა, თითონ ტბები მაგარ ბუნებაში ყოფილა განლაგებული, ტერიტორიაზე წყალიც აქვთ ასე რომ თბილისიდაბ ბალონების თრევა არ დაგჭირდებათ და ღამე თევზაობაზეც არ არის პრობლემა, კარვების ადგილები არის ![]() ![]() ![]() 1. ტბის ფართობი: 10 ჰა; 2. ჩასხმული თევზის რაოდენობა და საშუალო წონები: - კობრი (საზანი) - 12.000 ცალი, წონა 300 გრ/ცლ, - თეთრი ამური - 640 ცალი, წონა 700 გრ/ცლ, - ალაზნის ლოქო - 200 ცალი, წონა 900 გრ/ცლ. - კობრი - 15 ცალი 5-7 კგ/ცალი; - ამური - 15 ცალი 5-7 კგ/ცალი; დამატებით იგეგმება 40-40 ცალი 3-4 კგ წონის კობრის და ამურის ჩასმა. რაც მთავარია - ჩასხმული ლოქოს წყალობით არ არის კარასი 3. გადასახადი: - შესვლა 20 ლ/კაცი, კაცზე ანკესების რაოდენობა შეუზღუდავია, მონტაჟების ნებისმიერი. - ფასში შედის 1 კგ სქელშუბლა უფასოდ (წასვლის წინ შეუკვეთავთ და დაგიჭერენ). - კობრის ფასი 8 ლ/კგ, - თეთრი ამურის ფასი 8 ლ/კგ, - ლოქოს ფასი 13 ლ/კგ. საკონტაქტო ტელეფონი 5 91 14 45 24 რამაზი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 9 რეგისტრ.: 7-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მაგის დაჭერა საცოდაობაა, ლოქოს დაჭერის შემთხვევაში აუცილებელი პირობა გაშვება უნდა იყოს! ვერ დაგეთანხმებით, რომ 2 კგ-იანი ლოქოს დაჭერა საცოდაობაა (საცოდაობა ალბათ იმიტომ, რომ პატარაა). 2 კილოიანი ლოქო მინიმუმ სამწლიანი უნდა იყოს. ჩვენთან მიღებულია, რომ თევზი რაც დიდია - მით უკეთესი. უკეთესი არის მეთევზის თვალსაზრისით - როგორც ნადავლი. ასევე უკეთესია ხორცის გამოსავლიანობის თვალსაზრისით - რაც დიდია თევზი, მით მეტი გამოდის პროცენტულად ხორცი ძვალთან შედარებით. ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით ლოქო (კობრი, ასევე ბევრი სხვა თევზი) მთელის სიცოცხლის განმავლობაში იზრდება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად 20 კილოიანი ლოქო წლოვანებით უნდა იყოს დაახლოებით 15-18 წლის, ეს კი იგივეა, რაც მაგალითად 15 წლის ხარი დაგიკლავს, ან 5 წლის მამალი - დამეთანხმებით, რომ ბებერი ხორცი ახალგაზრდისას ვერ შეედრება. ასევეა თევზებში. ყველაზე კარგი გემო აქვს 3 წლიან თევზს. ამიტომაა, რომ ევროპაში და რუსეთშიც სასაქონლოდ ითვლება თევზი 0,5 კგ-დან. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 23:26 |