ცხოველების დახასიათება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ლევანა90
პოსტი May 19 2009, 00:29
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლე აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ნაბიჯებს ადგამს, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს, კარგად ცურავს. განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა. ჯოგური, პოლიგამიური ცხოველია. მყვირალობა 1 თვეს და მეტხანს გრძელდება. მასობრივი მყვირალობა სექტემბრის დასასრულს შეიმჩნევა. ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაკეობა 8,5 თვე გრძელდება, შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. სქესობრივად მე-3 წელს მწიფდება. ცოცხლობს 20 წლამდე (ტყვეობაში 25-30 წელს). კეთილშობილი ირემი რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს. კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 1. ჩვენში კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში (ბორჯომის, ლაგოდეხის) ჰყავთ. ირემზე ნადირობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიკრძალა, ჯერ განსაზღვრული, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით. შეტანილ იყო საქართველოს სსრ. წითელ წიგნში (1982წ) და კვლავ რჩება საქართველოს ამჟამად მოქმედ ”წითელ ნუსხაში” (დამტკიცებული 2006 წლის 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის #303 ბრძანებულებით ”საქართველოს წითელი ნუსხის შესახებ”).



ნუტრია (Myocastor coypus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს)

კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობს 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaecus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ზახარა
პოსტი May 25 2009, 19:47
პოსტი #2


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი







კავკასიური ჯიხვი - Capra caucasica

ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს. დიდი კავკასიონის ენდემია. ჯიხვების სისტემატიკა დღემდე დამუშავებული არ არის, ამ საკითხში მეცნიერთა აზრთა სხვაობაა. უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, რომ არსებობს ჯიხვის ერთი პოლიმორფული სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია მორფოლოგიურად განსხვავებული სამი ფორმა: 1) დასავლეთკავკასიური ჯიხვი, 2) ცენტრალურკავკასიური ჯიხვი, 3) აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი.
აღწერილობა: ჯიხვის ყველა ფორმისათვის დამახასიათებელია მსხვილი, მასიური, რამდენამდე წაგრძელებული სხეული, შედარებით პატარა თავი და ძლიერი კისერი. სხეული ეყრდნობა დაბალ მსხვილ ფეხებს. მოზრდილი მამრის სხეულის სიგრძე 160 სმ, სიმაღლე 100 სმ-მდეა, წონა 140-160 კგ. მდედრების ზომა და წონა 1/3-ით ნაკლებია , ვიდრე ხარჯიხვისა. ყველაზე უფრო დამახასიათებელია რქების აგებულების თავისებურობა. რქები აქვთ როგორც მამრებს, ისე მდედრებს, მაგრამ მამრებს ისინი 3-ჯერ მსხვილი და მასიური აქვთ. რქების აგებულების თავისებურებათა მიხედვით განსხვავდებიან ურთიერთშორის ჯიხვის ზემოაღნიშნული 3 ფორმა. დასავლეთ კავკასიური ჯიხვისათვის დამახასიათებელია ერთ სიბრტყეში ნამგლისებურად მოღუნული რქები, რომელთა წვეროები მიმართულია ოდნავ ქვემოთ და შიგნით. აღმოსავლეთ კავკასიური ფორმის მამრის რქები მოღუნულია უფრო რთულად - გაშლილი სპირალის სახით; მათი წვეროები კი მიმართულია უკან და ზემოთ. ცენტრალურ კავკასიურ ფორმას აქვს რქები, რომლებსაც თავისი აგებულებით შუალედი ადგილი უკავია პირველ ორ ფორმას შორის. ზემოჩამოთვლილი ფორმები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რქების გარეგანი სკულპტურით. დასავლეთ კავკასიური ჯიხვის ჯიხვის რქების გარეთა მრუდზე კარგად ჩანს განივი, საკმაოდ ღრმა ნაჭდევები რქის სიგრძის ნახევარ მეტ მანძილზე. ასეთი ნაჭდევები ნაკლებად მკაფიოა ცენტრალურ კავკასიურ ჯიხვის რქებზე, ხოლო აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვს ასეთი თითქმის არ გააჩნია.ზამთარში ჯიხვების ბეწვი გრძელია და ერთფეროვანი, ხშირი თივთიკით. ასეთი საფარველის გამო მათ შეუძლიათ აიტანონ დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთის ძალიან მკაცრი კლიმატური პირობები. გაზაფხულობით ბეწვი შედარებით თხელია და მოკლე.
გავრცელება: დიდი კავკასიონის ენდემია.
ცხოვრების ნირი: ალპური ზონის ტიპიური ბინადარია. მისი საზაფხულო ადგილსამყოფელებია ალპური მდელოები, თოვლითა და ყინულით დაფარული ადგილები, ციცაბო კლდოვანი ფერდობები. ზამთრობით ჯიხვები ინაცვლებენ ადგილს სუბალპური მეჩხერი ტყის ზონაში, ხევების ციცაბო კლდოვან ფერდობებზე. ჯიხვების ნაწილი რჩება საზამთროდ ალპურ ზონაში და ზამთარს ატარებს თოვლიანი საფარისაგან თავისუფალ უბნებზე. ჯიხვების დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება. ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვი ძირითადად იკვებება ბალახით, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს, ჯიხვის საკვებს შეადგენენ 100 სახეობაზე მეტი მცენარე. ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი “საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.ჯიხვების ატეხილობა იწყება ნოემბრის მეორე ნახევარში და თითქმის იანვრამდე გრძელდება. მასობრივი დოლი მიმდინარეობს მაისში. ნეზვი მეტწილად შობს ერთ ციკანს, ზოგჯერ ორს. ახალშობილი ციკანი რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხზე დგება, ხოლო ერთ-ორ საათში უკვე სირბილი შეუძლია. გამრავლების უნარი ხარჯიხვებს უნვითარდება 3-4 წლის, ხოლო მდედრებს 2 წლის ასაკში.
სამეურნეო მნიშვნელობა: ჯიხვი იძლევა მაღალხარისხიან ხორცს, ტყავს, თივთიკს და რქებს. ამავე დროს სპორტული ნადირობის ობიექტია. ადვილად შინაურდება, თავისუფლად ეჯვარება შინაურ თხას და იძლევა მაღალპროდუქტიულ ჰიბრიდს.

ნადირობა აკრძალულია






შველი - Capreolus capreolus

ეკუთვნის ირმების ოჯახს.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე 114-125სმ, სიმაღლე 72-80სმ, წონა 20-30კგ. მდედრი მამრზე ნაკლები ზომისაა, მაგრამ გამოირჩევა შედარებით უფრო გრძელი სხეულით. რქები სიგრძით 20-28 სმ გაააჩნია მხოლოდ მამრებს.რქები ყოველწლიურად სცვივა ნოემბერ-დეკემბერში და მათ ნაცვლად ახალი რქები, რომლებიც ზრდას ამთავრებენ მომდევნო წლის ივნისისათვის. იმავე დროს მთავრდება საგაზფხულო განგურიც, რომლის შედეგადაც ბეწვის შეფერილობა ხდება მოწითალო. საშემოდგომო განგური მთავრდება ოქტომბრის ბოლოს და ზამთრობით ბეწვი ხდება რუხი.
გავრცელება: შუა და სამხრეთი ევროპა, კავკასია, მცირე, წინა, შუა, ცენტრალური აზია, შორეული აღმოსავლეთი საქართველოში გვხვდება ძირითადად მთის ტყეების ზონაში, ზღვის დონიდან 500-2500მ სიმაღლეზე. ჭალის ტყეებში ამჯამად შველი არ არის და გამონაკლის შეადგენს მხოლოდ კოლხეთის დაბლობი. შველი საკმაოდ მრავლადაა ნაკრძალებში, სხვა ადგილებში.

ცხოვრების ნირი: ტყის ტიპიური ბინადარია. ჩვეულებრივ ბინავდება მეჩხერ ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში ველობებითა და კარგად განვითარებული ქვეტყით. განსაკუთრებით ეტანება წიფლის ტყეებს მაყვლითა და მოცვით, სადაც სამარილეები და წყალია. იკვებება ბალახით, ხეებისა და ბუჩქების ფოთლებით. სწრაფად მრავლდება ვინაიდან სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 14-15 თვის ასაკში. ხურაობა ივლის-აგვისტოში, მაის-ივნისში მდედრი შობს ჩვეულებრივ 2 ნუკრს, ზოგჯერ ერთსა ან სამს. მამრი არ ზრუნავს შთამომავლობაზე, ზაფხულობით ის ცალკე ცხოვრობს, ზამთრობით კი ოჯახის წევრებთან ერთად. ზამთარში, როდესაც თავდაცვისთვის საჭიროა დიდი სიფრთხილე, შვლები ერთიანდებიან ჯოგებად.
სამეურნეო მნიშვნელობა: ძვიფასი სანადირო ცხოველია. კარგად ეგუება ადამიანისაგან შეცვლილ ბუნებრივ პირობებს. ამიტომ შვლის მომრავლება ბევრ ადგილასაა შესაძლებელი და დიდ სარგებლობასაც მოიტანს. იძლევა დელეკატესებურ ხორცს, ტყავს, გამოიყენება რქები და ჩლიქები. მისი რიცხოვნობა შემცირდა ადამიანის საქმიანობის გავლენის გამო, ამიტომ შველზე ნადირობა 1974 წლიდან აიკრძალა.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- levana90   ცხოველების დახასიათება   May 19 2009, 00:29
- - levana90   ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძ�...   May 19 2009, 11:39
- - zaxara   ენოტისებრი ძაღლი - N...   May 19 2009, 20:21
- - levana90   მაჩვი (ლათ. Meles meles), მტ�...   May 19 2009, 22:37
- - zaxara   ჯიქი - Felis pardus ...   May 20 2009, 19:26
- - zaxara   ტყის კატა - Felis silvestris ...   May 21 2009, 22:40
- - ზახარა   ლერწმის კატა - Felis chaus ...   May 22 2009, 00:10
- - ზახარა   ზოლებიანი აფთარი - H...   May 22 2009, 20:14
- - ლევანა90   ნიამორი (Capra aegagrus), წყვ�...   May 23 2009, 20:43
- - ზახარა   კავკასიური ჯიხვი - C...   May 25 2009, 19:47
- - ლევანა90   არხარი არხარი, არგ�...   May 27 2009, 20:24
- - ზახარა   ქურციკი - Gazella subgutturosa �...   May 27 2009, 21:21
- - ზახარა   წავი - Lutra lutra ეკუთვნ...   Jun 2 2009, 20:14
- - ზახარა   ყვითელგულა კვერნა ...   Sep 6 2009, 13:06
- - aragveli   ცხოველთა მაქსიმალ�...   Sep 9 2009, 12:48
- - ზახარა   ჭრელტყავა - vormela peregusna ...   Sep 13 2009, 14:51
- - ზახარა   დედოფალა -Mustela nivalis ე�...   Sep 27 2009, 19:25
- - ზახარა   თეტრყელა კვერნა - Mar...   Sep 27 2009, 23:19
- - ზახარა   არჩვი - Rupicapra rupicapra ეკ�...   Nov 22 2009, 12:16
- - ზახარა   ნიამორი -Capra aegagrus ე...   Nov 22 2009, 17:22
- - ზახარა   ფოცხვერი - felis lynx ეკ�...   Nov 25 2009, 18:48
- - ზახარა   კეთილშობილი ირემი ...   Nov 25 2009, 23:06
- - ჭალიმგელა   მგელი მგელი ეკუთვ�...   Nov 26 2009, 09:52
- - ლეკი   გეპარდი (Acinonyx jubatus), მტ�...   Dec 22 2009, 18:50


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 08:26