სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, " მაჩაბლის კლუბი " |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, " მაჩაბლის კლუბი " |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 241 რეგისტრ.: 26-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს თემა ჩემი გახსნილია , რადგან უამრავ თემაში მიდის ამ კლუბის ირგვლივ ლაპარაკი !! თემები რომ არ გაიოფდეს და აირიოს , ამ თემაში ვილაპარაკოთ მაჩაბლის კლუბზე თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს !!!
ზახარა ![]() დზალიან კარგია რომ ასეტი ულამაზესი ლეკვები იბადებიან საქრთველოში,ამ ლეკვს თუ გააჩნია სათანადო გენელოგიია,მაგალიათად მაჩაბლის კლუბის საბუთი საქრთველოს გარეთ დარწმუნებული ვარ ვერსად ვერ გამოვიყენბთ,რაზეც აქამდე მეგონა რომ ეგ საბუთი ევროპაში ,,ან რუსეთში ან უკრაინაში იყოს გამოყენებადი,თუნდაც თურქეთში,საქრთველოლს გარდა თუ ეგ საბუთი ვერსად ფუნქციონირებს ჩემი აზრით არავითარი მნიშვნელი არ ექნება აიღებს საგვარეულოს ან არა. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 700 რეგისტრ.: 15-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
იძულებული ვარ ჩემი აზრი გამოვთქვა ამ თემაში. რადგან, "ციციშვილი 2013" ჩემთვის მოულოდნელად, დახურული დამხვდა.
და რაც მთავარია, ძალიან ცუდ ტონზე. ბოლოდროინდელი მითქმა-მოთქმა, პრეტენზიები და ხშირად უსაფუძვლო და უადგილო კამათი, ექსპერტების არასათანადო მსაჯობაზე, ნაკლებპრინციპულობაზე და ა.შ. მიმაჩნია პირდაპირ ტალახის სროლად და დისკრედიტაციად იმ "კლუბის" რომელსაც, ისინი წარმოადგენენ და მრავალი წელია გაჭირვებით, მაგრამ საქმის სიყვარულით (და არა ბიზნესის) ერთგულად ემსახურებიან. და მაინც ხერხდება ღონისძიებების ჩატარება და ძაღლის და საქმის სიყვარულის ხარჯზე (ავად თუ კარგად) საქმის კეთება. ეხლა რაც შეეხება "ექსპერტებით უკმაყოფილო ხალხს" თენგო "ბაბუ" მე არ მიგულისხმიხარ ამ კატეგორიაში რადგან, შენ ძაღლზე არ იყო საუბარი. თორემ სახელიც ვიცი, გვარიც, სახლიც და ტელეფონის ნომერიც. არამედ საუბარი იყო "დებრა"-ზე რომლის პატრონიც, გადასარევად ერკვევა ძაღლის შეფასებაშიც და საველე ექსპერტიზაშიც. აქედან გამომდინარე ვთქვი რომ პრეტენზია უნდა გამოითქვას ადგილზე, ან საზოგადოებაში, რომელსაც ექსპერტი წარმოადგენს. და არა ამ ფორუმზე, რომელსაც დიდი პატივისცემის მიუხედავათ ე.წ. "მაჩაბლის" კლუბზე წინ ვერასდროს დავაყენებ. რადგან, ზუსტად ჩვენ დავიწყეთ "ოჩოპინტრე"-ზე ჯიშიანი ძაღლის პოპულარიზაცია და უპირატესობა, ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ რა სხვაობაა "ჯიშიანსა" და "უჯიშოში." რომ "სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება" ცდილობს განავითაროს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს, სანადირო მეძაღლეობა. და დავეხმაროთ დამწყებ მონადირეებს "ჯიშიანი" ლეკვის აყვანაში და მის სწორად გაზრდაში. ასევე სანადირო კულტურის ჩამოყალიბებაში. ხოლო როდესაც 16-17 წლის ახალგაზრდა წაიკითხავს, აქ გამოთქმულ ჩვენს ვარაუდებს და ხშირად უსაფუძვლო ემოციურ პრეტენზიებს, კარგს არაფერს მოუტანს იმ საქმეს, რომელიც მეც და ჩემს სამეგობროსაც, ძალიან გვიყვარს და გვინდა, რომ უკეთესობისკენ წავიდეს და რითიც შეგვიძლია, გვერდში ვუდგავართ. ჩრდილში არც ვმდგავართ, და არც მომავალში ვაპირებთ. არც ისე გვინდა გამოვიდეს, (თავადაც იცი ანდაზების მოქნილად გამოყენება ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 16:26 |