ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა, ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ უთითებ. ამ თემაში განხილულია საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველთა უმთავრესი პარაზიტული ჭიები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები, ანუ ჰელმინთოზები, რომლების დიდ ზიანს აყენებენ ცხოველებს , სახელდობრ, იწვევენ პროდუქტიულობის შემცირებას, ზრდაში ჩამორჩენას და სხვ. ამავე დროს, ზოგჯერ ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობის შემთხვევა. საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველების ჰელმინთოფაუნაზე გამოკვლევები ჩაუტარებიათ : აკად. კ. სკრიაბინს, ა. პეტროვს, პ. ბურჯანაძეს, ა. ბლაჟინს, ტ. ბარათაშვილს, ვ. ჯიქიას, ი. კირშებლანტს, ს. გამცემლიძეს, თ.როდონაიას, ნ.კამალოვს, ბ. ყურაშვილს, ლ.ქოიავას, გ.მაცაბერიძეს, ი.ჭუბაბრიას და სხვ. ზემოთაღნიშნულ ავტორების მიერ საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველებში რეგისტრირებულია 249-ზე მეტი სახეობის ჰელმინთი. გარდა ჰელმინთებისა გარეულ ძუძუმწოვრებში რეგისტრირებულია ექტოპარაზიტები ფეხსახსრიანთა ტიპიდან (20 სახეობის იქსოდისებური ტკიპი, 8 სახეობის გამაზიდები). გარდა ამისა ტკიპები წარმოადგენენ მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გამომწვევებების გადამტანებს. ფეხსახსრიანებიდან, ძუძუმწოვრებში პარაზიტობებს ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელი-ლიგვატულა. სხვა ინვაზური დაავადებების გამომწვევებიდან გარეული ძუძუმწოვრებში (მღრნელებში)აღწერილია 28 სახეობის კოქციდია, კურდღელსა და მელიაში 2 სახეობა. ვირთაგვებსა და ძაღლებში რეგისტრირებულია ტოქსოპლაზმოზისა და ლეიშმანიოზის აღმძვრელები. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ძუძუმწოვრებში გამოვლინებულია 313 სახეობის გარეგანი და შინაგანი პარაზიტი. აქ კი განხილულია მხოლოდ უმთავრესი ჰელმინთები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი. ფასციოლოზი-fasciolosis ფასციოლოზი სასოფლო-სამეურნეო და სანადირო-სარეწაო ცხოველთა მძიმე ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელებს წარმოადგენენ დიგენეზური ტრემატოდები ფასციოლას გვარიდან. ფასციოლას ორი სახეობაა ცნობილი: ღვიძლის (პეპელა) ორპირა და გიგანტური ორპირა. ამ ჰელმინთებს დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ შინაური და გარეული მცოხნელი ცხოველები და აგრეთვე ადამიანის სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ღვიძლის სანაღვლე სადინარებში. შუამავალი მასპინძლებია წყლის მოლუსკების მრავალი სახეობა, სსრ კავშირში- მცირე ტბორულა-galba truncatula. ღვიძლის ორპირას და გიგანტური ორპირას განვითარების ციკლი მსგავსია. არის განსხვავება მხოლოდ ცალკეული სტადიების ხანგრძლივობასა და შუამავალი მასპინძლების შედგენილობაში. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფასციოლოზი უმთავრესად გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ, ტენიანი სუბტროპიკული ზონის რაიონებში (ხობი, ცხაკაია, ფოთი, ზუგდიდი და სხვა.) და აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც სუბტროპიკულის მსგავსი კლიმატური პირობებია(ლაგოდეხი, ახმეტა.). სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან საქართველოში ფასციოლოზი აღწერილია ირმებში, შვლებში, გარეულ ღორში, კურდღელსა და ნუტრიაში. თუმცა გარეულ ცხოველებს შორის ფასციოლოზი ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე შინაურში. მაგრამ ფასციოლოზმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჩვენი ფაუნის ძვირფას წარმომადგენლებს. გარეულ და შინაურ ცხოველთა ფასციოლოზის გავრცელების კერები ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანის ფასციოლოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აღწერილია სსრ კავშირის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. საქართველოში, დღეისათვის ადამიანის ფასციოლოზის 100-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ცხოველები ფასციოლოზის ძირითადი დეფინიტური მასპინძლებია, ამიტომ ამ ცხოველების სქესმწიფე პარაზიტისაგან განთავისუფლება წარმოადგენს ერთ-ერთ რადიკალურ საშუალებას პროფილაქტიკისათვის, უნდა ჩატარდეს ფასციოლას კვერცხების მოსპობა, ფეკალის ბიოთერმული დამუშავებით: მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლა ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური მეთოდებით; მოლუსკების ბიოტოპების მოსპობა-დაჭაობებული ტერიტორიის ამოშრობით და სხვ. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეზოცესტოიდოზი - mesocestoidosis.
მეზოცესტოიდოზი ძაღლის, კატის, და გარეული მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველთა ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელს წარმოადგენს ცესტოდა - Mesocestoides lineatus. ამ პარაზიტის დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ - ძაღლი, კატა, ტურა, მელა, კვერნები, გარეული კატა, მგელი, ფოცხვერი და სხვ. შუამავალი მასპინძლებია ჯავშნიანი ტკიპები; მეორე შუამავალი მასპინძლებია ამფიბიები, რეპტილები, ფრინველები, მღრღნელები; რეზერვუარი მასპინძლები შეიძლება იყვნენ მწერიჭამია ძუძუმწოვრები, ზოგიერთი მღრღნელი და მტაცებლებიდან კვერნისნაირნი. მეზოცესტოიდოზი გავრცელებულია თითქმის ყველგან სსრ კავშირის ტერიტორიაზე. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული როგორც შინაურ ხორცისმჭამელ, ისე მტაცებელ ძუძუმწოვრებში. საქართველოში მეზოცესტოიდის სქესმწიფე ფორმა აღწერილია ძაღლებსა და კატებში. გარეულ მტაცებელ ცხოველებიდან ეს ჰემინთი გამოვლინდა: მელაში( 38,8%) მგელში(60,6%), ტურაში(20,8%), მაჩვში(34,4%), ფოცხვერში(16,6%), დედოფალაში(11,1%), დათვში(18,1%), ტყის კატასა(15,7%) და ლელიანის კატაში(28,5%). ბაკურიანის მეურნეობის პირობებში, მიუხედავათ კარგი მოვლა- შენახვისა, მეზოცესტოიდოზით დაავადებული აღმოჩდა შავ- მოვერცხლისფრო მელიებიც(18%). გარეულ მტაცებლებს შორის საკმაოდ მაღალია ინვაზიის ინტესივობაც(1 -1000 ეგზპ) . მიუხედავათ იმისა, რომ ეს სახეობა ფართოდაა გავრცელებული მტაცებელ ძუძუმწოვრებს შორის , მისი ლარვული ფორმები- ცისტიცერკოიდი და ტეტრათირიდიუმი ნაკლებადაა გამოვლენილი შუამავალ და რეზერვუარ მასპინძლებს შორის. ტეტრათირიდიუმის შემთხვევები აღწერილია მხოლოდ ტყის თაგვში, სახლის თაგვსა და ზღარბებში. მეზოცესტოიდის სქესმწიფე ფორმა ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მტაცებელ ცხოველთა შორის. ამ ინვაზიამ შეძლება საგრძნობი ზიანი მიაყენოს ისეთი ძვირფასი ბეწვეულის მომცემ ცხოველებს, როგორიცაა ყვითელგულა კვერნა, თეთრგულა კვერნა და სხვ. მეზოცესტოიდოზი გარეულ მტაცებელ ძუძუმწოვრებში უფრო ფართოდაა გავრცელებული ვიდრე შინაურ ხორცისმჭამელებში, ამიტომ ამ ინვაზიის ძირითად გამავრცელებლებს გარეული ცხოველები წარმოადგენენ. ვინაიდან ცხოველთა მკურნალობა ბუნებრივ პირობებში ჯერჯერობით მიუღწეველია, ამიტომ მეზოცესტოიდოზის პროფილაქტიკის მიზნით მიმართავენ თაგვისებურ მღრღნელების წანააღმდეგ ბრძოლას. ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 20:02 |