ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ყვითელგულა კვერნა - Martes marte L. კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. აღწერილობა: სხეულის სიგრძე 42-56 სმ, კუდის 22 -26 სმ, სხეულის ზომითა და წონით მამრები უფრო დიდია, ვიდრე მდედრები. შეფერილობა მუქი წაბლისფერიდან მუქ მურამდე: კუდი და კიდურები უფრო მუქია. ყელზე დიდი მოყვითალო ხალია, თათების ლანჩები დაფარულია ხშირი ბეწვით. გავრცელება: ევროპა, კავკასია, დასავლეთი ციმბირი, საქართველოში დიდი და მცირე კავკასიონის ტყეებში, უფრო ხშირად გვხვდება ტყის შუა ზონის ტყეებში -1000-2000 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ცხოვრების ნირი: უღრანი ტყეების ტიპიური ბინადარია; უფრო ხშირად არის წიწვიან ტყეებში, სადაც უხვად პოულობს საკვებს. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროებში, კლდეთა ნაპრალებში ან ფესვების ან ქვების ქვეშ. კარგად დარბის როგორც მიწაზე, ისე ხეებზეც. შეუღლებამდე ცხოვრობს მარტოულად. იკვებება შერეული საკვებით მაგრამ უპირატესობას აძლევს ცხოველურ საკვებს. მოხერხებულად ნადირობს წვრილ ძუძუმწოვრებზე, განსაკუთრებით ციყვებზე და ხეებზე მობუდარ ფრინველებზე. იმდენად ავი და გამბედავი მტაცებელია, რომ თავს ესხმის უფრო მსხვილ ცხოველებს, ვიდრე თვითონ არის. ცხოველური საკვების გარდა, ჭამს ჟოლოს, მოცვსა და სხვ. ნაყოფს. ხალისით ჭამს გარეული ფუტკრის თაფლს. მძუნაობა ივლის - აგვისტოშია. ნაშიერები 2 -4 იბადებიან აპრილ - მაისში: ერთი თვის შემდეგ მათ ეხილებათ თვალები, ისინი იმდენად სწრაფად იზრდებიან, რომ შემოდგომაზე სხეულის ზომით უკვე არ ჩამორჩებიან მშობლებს და იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. გამრავლების უნარი უვითარდება 2 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგძლივობა 12 წელი. სამეურნეო დანიშნულება: ჩვენი სანადირო -სარეწაო ფაუნას ერთ- ერთი ყველაზე ძვირფასი წარმომადგენელია. მისი ბეწვი მაღალი ხარისხისაა და თავისი ღირსებით უახლოვდება სიასამურის ბეწვს. ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 05:09 |