ყაზბეგის მხარე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ყაზბეგის მხარე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს სურათები ყაზბეგისკენ გადავიღე, დაუტენელი აპარატი წავიღე და მეტი ვერ გადავიღე.
ეს არის რაღაც რაც არ ვიცი რა არის, ადრე წარმოდგენა მქონა რომ დაუმდნარი თოვლია უბრალოთ ნარინჯისფერში იმტომ გადადიოდა რომ მიწა აძლევდა, მანქანა გავაჩერეთ და ღმოჩნდა რაცხა ქანი თუ რა დავარქვა არ ვიცი, ძალიან ბევრგან შემხვდა ესეთი რაღაც... ![]() ესეთი სურატები ძალიან ხშირად მხვდებოდა, ძალიან ვინანე აპარატი რომ დამიჯდა, გოლიათებივით გიყურებენ მთები, უზარმაზარი მაშტაბებია, ყველგან ხეობები გადადის... ![]() ესეთი ჩუხჩუხა წყაროებიც ძალინ ბევრია ყველგან, უყურებ და ხედავ მთის შუა ადგილიდან როგორ გადმოდიან და თერგს ბადებენ. პ.ს ეს არის თერგის ერთ ერთი დამბადებელი წყალი ![]() ![]() ძალიან ძალინ ძალიან გატეხა სურათების ნაკლებობამ არა უშავს კიდევ წავალ და ბლომად სილამაზეებს განახებთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეგ "რაღაცა" ტრავერტინებია. ეგ და თრუსოს ტრავერტინები შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, როგორც არაორგანული ბუნების ძეგლი. მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ტრავერტინი ცოცხალი ორგანიზმივითაა, ძალიან სათუთი ორგანიზმი. იგი წარმოიქმნება მინერალური წყლების დიდდებიტიანი წყაროების მოქმედების არეებში. წარმოიქმნება თხელი ფენით გამდინარე წყლიდან კირისა და სხვა მინერალების დალექვით. ზედაპირზე იკეთებს არასწორი ფორმის მესერს, რომლის წარმოქმნასაც უამრავი წელი სჭირდება. ტრავერტინის "მოკვლა" ძალიან ადვილად შეიძლება. არ შეიძლება მასზე ფეხით ასვლა - მესერი ძალზე სუსტია. მისი დარღვევის შემთხვევაში წყალი იწყებს თხელი ფენის ნაცვლად ნაკადების წარმოქმნას, რომლის დროსაც მინერალები ამგვარად აღარ დაილექება. მოკლული ტრავერტინების საშინელი სურათების ნახვა თრუსოს ხეობაში შეიძლება.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 14:51 |