ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რომელი ძუა სჯობს _ "მონო" თუ დაწნული. ცალსახა პასუხი არ არსებობს, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. პატარა, სწრაფ სხარტ თევზებზე მონადირე სპინინგისტის პოზიციიდან მაინც `მონოსკენ~ ვიხრები. დიდი ხნის განმავლობაში დაწნული ძუის ერთგული ვიყავი. მას ახასიათებს სატყუარის გატარებისას შესანიშნავი მგრძნობელობა, იძლევა მსუბუქი სატყუარას დიდ მანძილზე გადაგდების შესაძლებლობს, საკმაოდ ცვეთამედეგია. გარდა ამისა პატივს ვცემდი მის შესანიშნავ წყვეტის გამძლეობას, რის შედეგადაც ყრუ ჩაბმებისას ვობლერებს კიდევ უფრო იშვიათად ვკარგავდი. უტყუარი არგუმენტებია? ვისთვის როგორ. . . ერთ-ერთ გასულ წელს გამოყვანისას თორმეტამდე მსხვილი თევზი გამექცა, მომდევნო წელს კი ისევ `მონოს~ დავუბრუნდი. პირველივე თევზაობებმა დაამტკიცა ჩემი არჩევანის სისწორე _ არცერთი დიდი თევზი აღარ გამქცევია. “მონოს” სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი გამჭვირვალე და ნაკლებად ხილვადია თევზისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალში დიდ თევზზე ნადირობისას. ამავე დროს “მონოს” წელვადობა მშვენივრად ამორტიზაციას უზრუნველყოფს მსხვილი თევზის ინტენსიური წინააღმდეგობისას.
რაც შეეხება დაწნულს, მას ხშირად სხვადასხვა ფერად ღებავენ, შესაძლებელია იგი თევზსაც აფრთხობდეს, ხოლო მისი ამორტიზაციის უქონლობა აშკარად უარყოფითად მოქმედებს თევზის გამოყვანისას. უარყოფითი მხარეებისაგან ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაწნულით თევზაობა სპინინგისტისგან მეტ ყურადღებასა და აუჩქარებლობას მოითხოვს. გარკვეული მოთხოვნები წაეყენება აგრეთვე ჯოხსა და კოჭასაც. ჟოხი აღჭურვილი უნდა იყოს ცვეთამედეგი რგოლებით, კოჭა კი იდეალურად უნდა აწყობდეს ხვიებს და სასურველია აღჭურვილი იყოს ტიტანის ნიტრიდით დაფარული ძუის დამწყობის გორგოლაჭით. არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები. მაგრამ, მიუხედავად ამ უარყოფითი მოვლენებისა დაწნული შეუცვლელია დიდ სიღრმეებზე ჯიგის მეთოდით თევზაობისას, უმჯობესია ტვიჩინგის დროსაც. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
troutbaiter
არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები. მაგრამ ხო ძლიან ძნელი სახმარია, მაგრამ მე თავიდანვე წნულით დავიწყე და ვფირობ ბოლომდემივიყვანო სროლის ტექნიკა, ჯერ კარგად შევეჩვევი წნულს და მეე შევადარებ მონოს, ფოთში თევზაობისას ძალიან გამიმართლა მონო რომ არ მეყენა, ბალახებით იყო გავსებული ტბა და ადვილად გამომქონდა......... გაბურდვით შუა რგოლებზეც კი მებურდებოდა სროლის დროს, ბოლოს შედარებით გამოვსწორდი და ნაკლებად მაგრამ მაინც ბევრია სასწავლი....... პ.ს. რატომღაც ვობლერები მიწყდებოდა გადაბმის ადგილებში და ვერაფრით ვერ დავადგინე მიზეზი, მედეგი უნდა ყოფილიყო თითქოს, მაგრამ რა ემართებოდა ვერ ვხვდები, ხან ნასკვს ვაბრალებდი და ხან წნულის უხარისხობას... |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
troutbaiter პ.ს. რატომღაც ვობლერები მიწყდებოდა გადაბმის ადგილებში და ვერაფრით ვერ დავადგინე მიზეზი, მედეგი უნდა ყოფილიყო თითქოს, მაგრამ რა ემართებოდა ვერ ვხვდები, ხან ნასკვს ვაბრალებდი და ხან წნულის უხარისხობას... უნახავად ძნელი სათქმელია. წნულს, მონოსაგან განსხვავებული სპეციალური კვანძები სჭირდება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 02:05 |