ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
![]() ტყის ქათამი ტყის ქათამი მოზდილი ზომის ფრინველია,წონით 270_340 გრამი. მამალი დედალზე დიდა. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმია არაა გამოხატული, იგი ინდივიდულაურად ცვალებადობს. სხეულის ზემო მხარე უპირატესად ჭრელია, მოშავო_მურა, მოჟანგისფერო_ქარცი და ღია რუხი ფერებით. შუბლი ღია ჩალისფერია;კეფაზე ფართო ჟანგისფერი და მურა შავი განივი ზოლებია. სხეულის ქვემო მხარეზე მოქარცისფერო-რუხი და მურა მურა ფერის განივი ზოლებია. ნიკაპი და ყელი თეთრია. გრძელი და ბოლოში ხორკლიანია, წვივი გალოსთანშესახსრებამდე შემოსილია. სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას, დასავლეთ ბრიტანეთის, აზორისა და კანარის კუნძულებიდან (მაგრამ არ ბუდობს პირენიეს ნახევარკუნძულზე), აღმოსავლეთითიაპონიის ჩათვლით. ჩრდილოეთი საზღვარი სკანდინავიაში აღწევს 70_ე, ფინეთში 66_ე პარალელამდე; შემდეგ გაივლის კარელიაზე, შუა ტუნგუსკის შესართავთან და მიდის ოხოტის ზღვამდე. სამხრეთით ბუდობს ალპებში, ბულგარეთში, კარპატებში, ხარკოვისა და ვორონეჟის ოლქებში, ურალის სამხრეთ ნაწილში, ტომსკამდე, ბარნაულამდე, ალთაიზე, ჩრდილოეთმორგონელსა და ზღვისპირეთში. საქარტველოსი პაქტობრვივი მასალით ბუდობა დაფიქსირებული არაა.ზამთრობს ბრიტანეთში, პირენიის ნახევარკუნძულზე, საქარტველოში ბლომად მოიპივება მიმოფრენის დროს.ერტეულები გვხვდება ზამთარშიც. ბინადრობს ხშირი უღრანი ტყის მასივებში, სადაც განვითარებული ქვეტყე და ტენიანი ნიადაგებია. მიმოფრენის დროს და ზამთარში ეტანება ტყის დაცჰაობებულ ნაკვეთებს მეტწილად დაბლობებში და ბუჩქნარებს. პოლიგამური ფრინველია, ბუდეს დედალი აწყობს, მამლის მონაწილეობის გარეშე. ბუდე, როგორც წესი, მოთავსებული ხშირი ტბის მიყრუებულ უბნებში და ამოფენილია ხმელი ბარალით. 4 კვერცხს დებს აპრილის პირველ ნახევარში, კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება. ტყის ქათმის მთავარი საკვებია ჭიაყელა. ჭAმს ნაირგვარ მწერთა მტაცებლებსაც, აგრეთვე ზრდასრულ მწერებსაც, პატარა პეპლებს, ხოჭოებს და სხვა............. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და კენტრით. ყოველ მხრივ სასარგებლო ფრივნელია, მაგრამ, განსაკუთრებული ღირებულება აქვს როგორც სპორტულინადირობის ობიექტს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 60 რეგისტრ.: 11-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ზუგდიდი ![]() |
თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც ტყის ქათამზე ნადირობა გიყვართ. ახლოვდება ნადირობის სეზონი. მალე შეიმუშავებენ 2013–2014 წლების სანადირო სეზონის ვადებს ამა თუ იმ ფრინველზე. ჩემი თხოვნა ტყის ქათამზე ნადირობასთან დაკავშირებულ შეზღუდულ ვადებს ეხება, რომელიც არ ასახავს არსებულ რეალობას, ძალიან მოკლეა, თითქოს ბლიც–სეზონიაო. ჩვენთან, ტყის ქათამზე აქტიური ნადირობა ძაღლებით, იწყება დაახლოებით შუა ნოემბრიდან. გამოდის - კანონით მხოლოდ ერთი თვე შეგვიძლია ვინადიროთ ამ შეუდარებელ ფრინველზე. თუ რატომ არის ქათამზე ნადირობის ასეთი მოკლე ვადა, არ ვიცი. ეს ტრადიცია ალბათ ბოლშევიკების დროიდან მოდის, როგორც იყო სსრკ–ს დროს, ისე აგრძელებენ ახლაც. თავი არავის შეუწუხებია ამის შეცვლაზე ფიქრით, მიდის ინერციით. ტყის ქათამი გადამფრენი ფრინველია (ადგილობრივი რომ იყოს, კი ბატონო), დღეს არის, ხვალ არა. თუ მკაცრი ზამთარია მით უმეტეს ძნელი საპოვნია. მისი მოპოვება დიდი რაოდენობით შეუძლებელია (თუმცა ღამის 1 ბრაკონიერი 5 მონადირის ლიმიტს ასრულებს, რასაც იმედი არა მაქვს რომ ბოლო მოეღება, ისევე როგორც მანოკს. ამ კატეგორიისთვის ყოველთვის სეზონია), რომ თქვას ვინმემ პოპულაციას ზიანი მიადგებაო. თანაც უკან მიბრუნებულ ქათმებზე მთელი რუსეთი ნადირობს ორი კვირის განმავლობაში აპრილში, რომელთაც ჩვენზე მეტი მარტო მონადირეები ყავთ. გამოდის თავს ვისჯით დაწესებული უაზრო ვადების გამო, რატომ?– არ ვიცი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მწყერზე, ღალღაზე, გვრიტზე და სხვ. ნადირობის სეზონი გრძელდება 15 აგვისტოდან–15 თებერვლამდე 6 თვე! მაშინ როდესაც მათი ნასახი უკვე ჩვენთან აღარ არის. ტყის ქათამი მარტშიც გვხვდება, მასზე ნადირობა კი 15 დეკემბერს იხურება. რატომ ხდება ასე ქათამთან დაკავშირებით არ ვიცი, დანარჩენი ნორმალურადაა. ფორუმიდან ვიცი რომ თბილისში ბევრია ამ ნადირობის ფანატიკოსი, რომელთაც არ შეიძლება ეს საკითხი არ აწუხებდეთ. ჩემთვისაც ტყის ქათამი არის ნომერ 1 სანადირო ობიექტი მხოლოდ ძაღლით და იმდენად მიყვარს, რომ ვისთვისაც ეს ასეა, მას ძალაუნებურად პატივს ვცემ. თხოვნა კი ასეთია, ვისაც შეგიძლიათ ან ოფიციალურად, ან მეგობრულად, ან შინაურულად, ან პიროვნებამ, ან ქათამზე მოყვარულ მონადირეთა ჯგუფმა, ან თუკი ასეთი რამ შესაძლებელია კლუბმა, ხმა მიაწვდინოთ ვისაც ხელეწიფება ეს საქმე, ავუხსნათ რომ ვადის გაგრძელებით არაფერი შავდება, ამას არანაირად არ მოყვება ცუდი შედეგი. თუ თებერვალში მოკლული მწყერი არ არის ბრაკონიერობა ქათამი რატომ უნდა იყოს. თუ გაამკაცრეს ბრაკონიერებთან ბრძოლა, ჯერ უნდა დაწესდეს რეალური ვადები, ჩვენც ბრაკონიერებად რომ არ ვიქცეთ. ძაღლით, კლასიკური ნადირობის მოყვარული, კულტურული მონადირე არ უნდა დაიჩაგროს. ქათამზე სეზონი თავისუფლად შეიძლება გაგრძელდეს 1 მარტამდე, ანუ სეზონის ბოლომდე. ერთადერთი რაც გასაკეთებელია, ეს არის რომ თვე და რიცხვი შეიცვალოს, მიესადაგოს რეალურს. არა მგონია ეს დანაშაული იყოს ან რთული, ან ვინმესთვის თანამდებობრივად საშიში, თორემ ისევ გადმოიღებენ copy+paste-თ და ისევ ისე გაგრძელდება. ქათმის სეზონის 1 მარტამდე გაგრძელებით არავის არანაირი ზიანი არ მიადგება. როგორც ფორუმიდან ვგებულობ ნადირობის საკითხებში დათბობა შეინიშნება განსაკუთრებით მტაცებლელ და მავნებელ ცხოველებზე, რასაც მივესალმები. ყინული თუ დაიძრა, მადლობა ღმერთს. იქნებ ეს საკითხიც მოგვარდეს. შეიძლება რომ დავუშვათ ასეთი ვარიანტი? გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყოს ჩვეულებრივ დადგენილ ვადებში და შემდეგ გაგრძელდეს სეზონის დახურვამდე ყველაფერზე, ანუ 1 მარტამდე. მაგალითად: მწყერზე სეზონი იხსნება # აგვისტოს, ტყის ქათამზე # ოქტომბერს, იხვზე # ნოემბერს, სანადირო სეზონი იხურება 1 მარტს. რა აზრი აქვს ცალკეულ სახეობაზე ბოლო ვადის დადგენას, თუ კი იგი გადამფრენია და იმ დროისათვის სანთლითაც ვერ იპოვი. მაგალითისთვის, მწყერზე სეზონი გრძელდება 15 თებერვლამდე, სეზონი კი იხურება 1 მარტს. რა მნიშვნელობა აქვს ამ 2 კვირას როცა მწყერი უკვე 3 თვეა არაა, ხოლო რაც შეეხება ქათამზე ნადირობას ის იხურება მაშინ, როდესაც შავი ზღვისპირეთში გაგანია სეზონია. ნორმალურია მასიური გადაფრენის დროს სეზონის დახურვა? წარმოიდგინეთ, რომ მწყრის სეზონი გრძელდებოდეს 15 სექტემბრამდე!!! აბსურდია!!! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2025 - 05:13 |