პირველადი დახმარება, საშიში დაავადებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველადი დახმარება, საშიში დაავადებები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აქ დავწეროთ როგორ გაუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს და რა საშიში დაავადებების გადამტანი შეიძლება იყოს ცხოველი ან ფრინველი.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გარეგანი სისხლდენის შეჩერება შეიძლება მოხერხდეს რამდენიმე მეთოდის გამოყენებით (შინაგან სისხლდენას თუ რომელიმე ”კუსტარული” მეთოდი შველის, არ ვარ დარწმუნებული, ვგონებ არა). ინტენსიური სისხლდენა უნდა შეჩერდეს სწრაფად, მოსალოდნელი სისხლისგან დაცლის საშიშროების გამო. ყველაზე პირველადი მეთოდია ჭრილობის ირგვლივ თითებით მოჭერა: ჭრილობის ახლოს ვუჭერთ ხელებს და ჭრილობის ორივე მხარეს ერთმანეთს ვადებთ ანუ ”ვხურავთ” ჭრილობას, დაზაიანებული სისხლძარღვები ასე ”დაჭერილია” და საკმაო წარმატებით შეიძლება სისხლდენის შეჩერება. გარკვეული დროის შემდეგ ვუშვებთ ხელს და ვამოწმებთ, სისხლი კიდევ თუ სდის,საჭიროების შემთხვევაში პროცედურას ვიმეორებთ (1 სურათზე ბ ).
სხეულზე იძებნება სპეციალური ლოკალური ადგილები, რომელთა მძაფრი დაჭერა იწვევს სისხლდენის შეჩერებას, გააჩნია ასევე რა ადგილზეა ჭრილობა. ეს წერტილები ნაჩვენებია სურათ 1-ზე. ![]() ყველაზე ხშირი და გავრცელებული მეთოდია ჭრილობაზე სახვევის, ნაჭრის, მარლის დაჭერა. ნაჩვენებია მე-2 სურათზე. ![]() მე-3 სურათზე კი ნაჩვენებია ე.წ. არტახის დადება.ძალიან წარმატებული მეთოდია, მაგრამ ამავე დროს მეტად სახიფათო, საჭიროებს მოხერხებულობას და აგრეთვე ვარჯიშს. ეს პროცედურა გამოიყენება მაშინ, როცა ექსტრემიტეტებია (ხელი, ფეხი) ძლიერ დაზიანებული და ისიც იმ შემთხვევაში, როცა ქირურგიული ჩარევითაც კი გამორიცხულია მათი შენარჩუნება (თითქმის მოწყვეტილი ხელი ან ფეხი). არტახად გამოიყენება ნებისმიერი ”ბანდი” საკმაო სიფართის (2 სმ-ზე მეტი), სიგრძის და გამძლეობის, მაგ. თავსაფარი, ქამარი, ნებისმიერი მაგარი არაფლეთადი ნაჭერი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არტახად ძაფების, თოკის, ფეხსაცმლის შნურის გამოყენება, რომლებიც უკიდურესობამდე დააზიანებენ არსებულ ჯანმრთელ ქსოვილებს (სურათზე ა ). ![]() სისხლმდენი ჭრილობების შემთხვევაში არაა გამორიცხული ბევრი სისხლის დაკარგვა, ამის შედეგად გამოწვეული მდგომარეობაა სიფერმკრთალე, ოფლის მოჭარბება, გადაცივება, თავბრუსხვევა, გულისრევა,სისუსტე,წყურვილის მომძაფრება, ზედაპირული სუნთქვა, პულსის მომატება. მას ვაწვენთ ზურგზე და შემაღლებულ საგანზე ფეხებს ვაწყობინებთ (სურ. 4). ![]() მადლობა ფორუმ.ჯეს ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 06:52 |