ახალი იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ახალი იარაღი |
May 24 2013, 13:08
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობათ მეგობრებო. გადავწყვიტე ახალი თემა შემექმნა, რaდგან მსგავსი ვერ ვნახე. საქმე შემდეგშია - სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა ასეთი რამ.
![]() ეს არის დუბელის ჩასაჭედებელი პისტოლეტი СМП-3, ერთი კვირა ვიფიქრე რაში გამომეყენებინა, და მომივიდა იდეა ამ აგრეგატიდან გამეკეთებინა თოფი. მით უმეტეს, რომ მე ამის უფლება მაქვს (ლიცენზია იარაღის დამზადებაზე). გადავაკეთე სასხლეტი და დამცემი მექანიზმები, გავუკეთე სამიზნე და ონდახი, დავუყენე ოპტიკა და ლაზერული სამიზნე და მივიღე ეს ![]() ![]() ![]() ნახაზებსა და სქემას შეგნებულად არ დავდებ, რადგან თავიდან ავიცილოთ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება მათი მხრიდან, ვისაც ამისი უფლება არ გააჩნია. მე მხოლოდ ვილაპარაკებ მის ტაქტიკო-ტექნიკურ შედეგებზე, ბალისტიკაზე, მასში გამოყენებულ ვაზნებსა და მუხტებზე, ასეთი იარაღის მიზანშეწონილობაზე და ა. შ. დავიწყებ წონიდან.წონა გამოვიდა 3,8 კგ. სიგრძე 71 სმ. რა თქმა უნდა თავის სიგრძესთან შედარებით მძიმეა, მაგრამ... სამაგიეროდ დიდი გამძლეობის მარაგით („ზაპას პროჩნოსტი“). ლულის სიგრძე არის 28,5 სმ. ![]() კომპლეკტში მოყვა სამი ლულა -ორი 8 მმ.-იანი და ერთი 12 მმ.იანი კალიბრი .მართალი გითხრათ ლულა ძალიან მოკლეა ჩემი მიზნისთვის, მაგრამ რაც არის ეგ არის. შიგნიდან და გარედან ლულები მოქრომილია ![]() თანაც საკმაოდ ხარისხიანად, ბევრი სანადირო თოფი ვერ დაიკვეხნის ასეთ ხარისხიან მოქრომვას. ვინ თქვა საბჭოთა კავშირში უხარისხო ნაწარმს უშვემდნენო? აგრეგატი გამოშვებულია 1966 წელს. და ისე კაეგად იყო გაპოხილი საპოხი მასალით , და შენახული, რომ სრულიად ახალივით გამოიყურება. გარდა ამისა ლულები არიან ნაწრთობები ისე მყარად, რომ სახარატო ჩარხის საჭრისი ვერ იღებს. ჩემი აზრით გამძლეობის მარაგით არა თუ არ ჩამოუვარდება 7,62 კალიბრის შაშხანებს, არამედ აღემატება მათ სულ მცირე ორჯერ მაინც (თუმცა ეს ჩემი სუბიეტტური აზრია). ასეთი გამძლეობის მარაგი საშუალებას მაძლევს თამამად ჩავატარო ექსპერიმენტები ოპტიმალური მუხტისა და ტყვიის წონის შესარჩევად. პირველი პრობლემა იყო მისთვის ვაზნის მოძებნა. მაგრამ, ლულის საგილზის ზომებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ვაზნები თვითონ გამეჩარხა ![]() შემდეგი ოპერაცია იყო მათი დატენვა. 8 მმ.-იანი ფინთიხი ( კარტეჩი) ხელმისაწვდომია. გავატარე ლულაში. საკმაოდ მჭიდროდ გაიარა, და ამასთანავე ფინთიხი თითქმის არ დეფორმირებულა.ავწონე. გამოვიდა 3,13 გრამი. ბუტურლინის თეორიიდან გამომდინარე, დენთის წონა (კერძოდ "სოკოლის") უნდა იყოს 1/16. "სოკოლის" წონა გამოვიდა 0,2 გრ. მაგრამ, სულმა წამძლია და გადავწყვიტე მეტი მუხტით გამომეცადა. და დავტენე 0,35 გრ. "სოკოლით".პიჟად გამოვიყენე ხელსახოცი ქაღალდი და მაგრად ჩავპრესე. სამი მეტრიდან გახ**იტა სამი 3 სმ. -იანი ხმელი ფიჭვის ფიცარი, და მეოთხეში ტყვია ნახევრამდე (ტყვიის დიამეტრის ნახევრამდე) შევიდა. ე.ი. 94 მმ.-ზე შევიდა. ტყვიის სჩქარე (ქრონოგრაფით) აჩვენა (საშუალო) 569,8 მ/წ. ანუ 508 ჯოული ლულის ენერგია (შეიძლება არა სწორად გადავთარგმნე რუსული „დულნაია ენერგია“). თუ შევადარებთ ე,წ. „გეკოს“- ტყვიის სიჩქარე 333 მ/წ (ზოგიერთ შემთხვევასი 350 მ/წ) , ლულის ენერგია -140 ჯოული (153) , გამოდის რომ მისი (გეკოს) ტყვიის სიჩქარე 1.7 -ჯერ ნაკლებია, და ლულის ენერგია კი 4-ჯერ. „კალაშნიკოვის“ (7,62) ტყვიის სიჩქარეს 150 მ/წ-ით ჩამორჩა. და 12 კალიბრის ჟაკნის სიჩქარეს 190 მ/წ-ით აჯობა. გადავწყვიტე „სოკოლის“ მაგივრად გამომეყენებინა „რექსი“. „სოკოლის“ შეფარდება „რექს“-თან (მაღაზიის რეკომენდაციით) 1,375. ე.ი. 0,35/1,375=0,26 გრ. გავტესტე სიზუსტე ![]() რეზულტატმა არ დამაკმაყოფილა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. დავტენე ვაზნები სტანდარტული , 0,15 გრ. „რექსით“, ტყვიის საშუალო სიჩქარე აჩვენა 378.3 მ/წ. მგონი სიჩქარეც სტანდარტულია. გავტესტე სიზუსტეზე ![]() |
|
|
|
![]() |
Jul 1 2013, 19:06
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
გავაგრძელებ ჩემს თემას. დღევანდელი ქვეთემა შეეხება პნევმატიკისა და ცეცხლსასროლის შეჯვარებას. თითქმის ყველა ფორუმზე, რომლის ენაც მე მესმის, დრო და დრო წამოჭრილა ხოლმე კითხვა-შეიძლება თუ არა პნევმატური იარაღის ტყვიის გასროლა „ჟეველოთი“ ? და, თუ რა ენერგიას განავითარებს ტყვია, და იქნება თუ არა ის ზუსტი, და რამდენად მიზანშეწონილია ეს შეჯვარება როგორც ფინანსურად, ასევე პრაქტიკულად. ჰო, და მეც გადავწყვიტე ჩამეტარებინა ჩემი ექსპერიმენტები და გამომეტანა ჩემი დასკვნები.
მინდა მივმართო ადმინს - ეს ქვეთემა არ გამოდის გლუვ ლულიანებზე საუბარი, მაგრამ არც მთლად პნევმატიკაცაა, და არც ხრახნ ლულიანად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა ამისა ეხება იარაღს, რომელიც ამ თემაშია, და ამიტომ გადავწყვიტე აქვე დამეწერა ეს ქვეთემაც. თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის შეიძლება ამ ქვეთემის გადატანა სხვა თემაში. მაშ ასე გავაგრძელოთ. გამოვიყენე ისევ ჩემი ხირიმი. მასში ჩავსვი პნევმატური თოფის MP-512-ის ლულა ![]() ![]() და მივიღეთ ეს ![]() ![]() იქნა გამოყენებული ტყვიები „ბარაკუდა მატჩ“ -0,69 გრ., „შმელი“ (რუსული წარმოების)-0,69 გრ., და 0.8 გრ.. კაფსული „ჟეველო“ თეთრი გულით. გამოვჩარხე „ჟეველოს“ ჩასასმელი ბუდე, ჩავდე ტყვია და შემდეგ ზედ მივადე კაფსული. პირველი სროლების მერე საერთოდ სიზუსტეზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. 20 მეტრზე თაბახის ფურცელს ნახევარი არ ხვდებოდა. დავიწყე ძიება. შევამჩნიე, რომ კაფსული ტყვიას თავის (ტყვიის) საწყის ადგილზე აზიანებდა და „იუბკას“ აწყვეტტა. და იმ ადგილზე ლულის შიგა ზედაპირზე აწეპებდა. და დანარჩენი ტყვიის ნაწილი კი გარეთ გამოდიოდა. ამიტომაც იყო სროლის ასეთი უზუსტობა. ტყვიის (უფრო სწორედ ტყვიის იმ ნაწილის, რომელიც გარეთ გამოვარდებოდა) სიჩქარე მერყეობდა 307 დან 358 მ/წ-დე. ლულის ენერგიის გაზომვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ტყვიის წონის დადგენა შეუძლებელი იყო. ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტე ტყვია წამეწია 25 მმ-ით წინ, და ამით მომეცილებინა „ჟეველოდან“. სიზუსტემ ცოტა მოიმატა. 20 მეტრზე უკვე ყველა ნასროლი ეტეოდა თაბახის ფურცელზე. კიდევ წავწიე ტყვია წინ 10 მმ-ით (სულ 35 მმ). სიზუსტემ კიდევ უფრო მოიმატა. და ასეთი ექსპერიმენტების საფუძველზე მივიღე ტყვიის „ჟეველოდან“ ოპტიმალური დაშორება 50 მმ. ასეთ შემთხვევაში ტყვიის სიჩქარეები იყო: „ბარაკუდა მატჩი“-0,69 გრ.-267 მ/წ -24,6 ჯ., “შმელი”-0,69 გრ. – 263 მ/წ -23,9 ჯ., „შმელი“-0,8 გრ. -253 მ/წ -25,6 ჯ. სიზუსტით ყველას აჯობა „შმელმა“-0,69 გრ. ![]() ეს ტყვია წააგავს მცირე კალიბრიანი (5,6 მმ.) ვაზნის ტყვიას. სურათზე მარცხნივ. სამწუხაროდ ჩემი ფოტო ვერ იღებს ახლოდან საკმაოდ კარგად, და ამიტომ ტყვიის ფორმა და მისი დამზადების ხარისხი გარკვეულად არ ჩანს. სიზუსტე 39 მეტრზე, ოდნავ ქარი იყო. !!!!!!!!!! ![]() ყველა ეს ექსპერიმენტები ჩატარებული იყო ორი თვის უკან. მერე ეს ლულა გვერდზე გადავდე და გადავედი 8 მმ.იან კალიბრზე. რომელზედაც რეპორტი ზემოთაა ნაჩვენები. და ახლახან გადავწყვიტე ისევ დავბრუნებოდი 4,5 მმ.-იან კალიბრს. და გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. კერძოდ „ჟეველოს“ ლულაში ჰერმეტულად ჩასმა. გამოვიყენე ფტოროპლასტი. ჰერმეტულობა კარგი გახდა. დავიწყე სროლები. 20 მეტრში 10 სანტიმეტრიანი ჯგუფი. კარგად გავწმინდე ლულა ლატუნის ბუძგით. სიზუსტე ცოტა უკეთესი გახდა. მაგრამ მაინც შეუდარებლად ცუდი, ვიდრე იყო. გადავწყვიტე „ჟეველოს“ ბუდე გამეკეთებინა იმ ზომის, როგორიც არის გილზში. ე.ი. „ჟეველო“ არა თუ თავისუფლად, არამედ მჭიდროდ, ჩაქუჩის მეშვეობით ჩამესვა. მართალია სრულიად არა პრაქტიკულია, მაგრამ საჭირო იყო მიზეზის ნახვა. ჩავსვი. დავაგრძელე სროლები. არავითარი დადებითი შედეგი. დავიწყე ტყვიის ლულაში გატარება და მისი დათვალიერება გამადიდებელი შუშის მეშვეობით. და რა ვნახე, ტყვიაზე „ნარეზების“კვალი საერთოდ არ იყო. ვისროლე წყალში.ტყვია ნაწილობრივ დეფორმირდა წყალთან შეხვედრის გამო, მაგრამ „ნარეზის“კვალი არც მას არ აჩნდა. მაშინ მივაქციე ყურადღება, რომ ტყვიის ლულაში წინ წაწევის დროს იგრძნობოდა არა თუ მისი სრიალი, არამედ თითქოს რაღაც ხაოიანს ეხებაო. და ეს შეგრძნება იყო მაშინ , როცა ტყვია გადიოდა ზემოთ ხსენებულ 50 მმ.-ს. გადავწყვიტე ლულის ეს ნაწილი გადამეჭრა, შემდეგ გამეჭრა შუაზე და დამეთვალიერებინა. ასეც ვქენი ![]() სამწუხაროდ აქაც ცუდად ჩანს. ლულას შიგნით „ნარეზები” აღარც კი ემჩნეოდა. ლულის ეს ნაწილი არა თუ დაჟანგული იყო, არამედ ეროზირებული. და ეს იმის გამო, რომ ბოლო სროლების მერე, ლულა რომ მოვხსენი და 8 მმ.-იანი კალიბრის ექსპერიმენტებზე გადავედი, ლულა არც გამიწმენდია, და არც დამიზეთია. მანამდე კი „ფეირის“ და WD-40 -ს ვხმარობდი ხოლმე. ახლა კი დამავიწყდა მისი გაწმენდა. და შედეგმაც არ დააყოვნა. იარაღიდან ნამდვილად არ ვარ შორს, მაგრამ თუ ასე ჩქარა, და ასე ძლიერად მოხდებოდა ლულის (მოუქრომელი ლულის) ეროზია ნამდვილად არ მეგონა. ბერთოლეს მარილმა თავისი „საქმე“ ფრიადზე შეასრულა. ნამდვილად გული დამწყდა მინსკში 50 დოლარად ნაყიდ ლულაზე. მაგრამ „ნაუკა ბეზ პოტერ ნე ბივაეტ“. მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას: 1. ტყვიის სიჩქარე და ლულის ენერგია საკმაოდ მაღალია. 2. სიზუსტეც, ჩემი აზრით, კარგია. 39 მეტრზე 7 გასროლიდან 22 მმ.-იანი ჟგუფი შეიძლება კარგ რეზულტადად ჩაითვალოს. არ გამოვრიცხავ შედეგის უფრო გაუმჯობესებას, თუ „ჟეველოს“ უფრო ჰერმეტულად ჩავსვავთ. ტყვიის სიჩქარის არა სტაბილურობა იყო + -14 მ/წ. თუმცა არ გამოვრიცხავ თვითონ „ჟეველოში“მყოფი ასაფეთქებელი მასალის რაოდენობის არა სტაბილურობასაც. რადგან მასში („ჯეველოში“) ამ მასალის წონა არის დაახლოებით 0,15 გრ. და მისი შევსება +- 10 პროცენტით სანადირო თოფის ნებისმიერი კალიბრისთვის დიდ ცდომილებას არ წარმოადგენს. ხოლო ჩვენს შემთხვევაში კი მოსალოდნელია საგრძნობი ცდომილების მოსაცემად. 3. საკმაოდ არა პრაქტიკულია, განსაკუთრებით სანადიროდ. რადგან საჭიროა , როგორც ზემოთ ვახსენე „ჯეველოს“ ჰერმეტულად ჩასმა. და ამ შემთხვევაში მისი ამოღება საკმაოდ ძნელდება. 4. თვითონ ტყვიისა და მერე „ჟეველოს“ ჩასმა გაცილებით რთულია ვიდრე თოფში ვაზნის ჩადება. 5. „ჟეველო“ პრაქტიკულად ანადგურებს 4,5 კალიბრის ლულას. რადგან, სანადირო თოფთან განსხვავებით მხოლოდ ის მოქმედებს ლულის ზედაპირზე. თუ სანადირო თოფში ბერთოლეს მარილის ნამწვი ეხება ლულის ზედაპირს უკვე შერეული დენთის აირთან, და ამ მოცულობაში მისი (ბერთოლეს მარილის ნამწვის მოცულობა) გაცილებით ნაკლებია დენთის აირებთან შედარებით , ჩვენს შემთხვევაში კი დენთის აირები საერთოდ არ არიან. გარდა ამისა ის („ჟეველოს“) ნამწვი უშუალოდ, კორპუსიდან („ჟეველოს“ კორპუსიდან) გამოვარდნისას ეხება უკვე ლულის შიგა ზედაპირს, და არა გილზს, როგორც სანადირო თოფში. და ყველა ეს პროცესები სწრაფად აფუჭებენ პნევმატური თოფის ლულის შიგა ზედაპირს. შეიძლება ამის თავიდან აცილება სჭრაფი წმენდით? სრულიად მოსალოდნელია. თუმცა ბერთოლეს მარილის ნამწვი იმდენად აგრესიულია ასეთ მცირე მოცულობაში, რომ მე პირადად მეორეთ ვერ გავრისკავ კარგი ლულის გამოყენებას ასეთი ექსპერიმენტებისთვის. 6. ფინანსურად, ვფიქრობ რომ არამიზანშეწონილია, რადგან ერთი „ჟეველოს“ ფასი 10 თეთრია, და ამას პლიუს ტყვიის ფასი 15 თეთრი 1 ცალი. უბრალო ტყვიას ვერ იხმარ. ხოლო „შმელი“, და სხვა ზემოთ ხსენებული ტყვიები საკმაოდ ძვირებია. მე გაყიდვაში „შმელი“ არც კი მინახავს. კიდევ მინსკიდან მაქვს შემორჩენილი ცოტაოდენი. სულ 25 თეთრი. არც ისე იაფია ერთი გასროლა. 7. ასეთი გადაკეთება საჭიროებს ლიცენზიას. რადგან ეს უკვე ხეცხლსასროლია და აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგებით. ესც კიდევ ერთი რეპორტი საინტერესო (ვფიქრობ რომ ბევრისთვის) თემაზე. შემდეგი რეპორტი იქნება 12 მმ.-იანი კალიბრის გამოყენების ექსპერიმენტებზე. ყველას მიმართ პატივისცემით მინჩანინი. |
|
|
|
minchanin ახალი იარაღი May 24 2013, 13:08
minchanin გავაგრძელე ექსპერ... May 24 2013, 13:17
kajuberi minchanin
კარგი ნაშრო... May 24 2013, 13:27
ახალციხელი RE: ახალი იარაღი May 24 2013, 14:07
HUNTER FREDY კარგი ნაშრომია მომ... May 24 2013, 14:13
mardi minchanin
საინტერესო ნა... May 24 2013, 15:43
კუთხა ბრავო May 24 2013, 16:00
მაქსიმუსა აი მალადეეც! გაოც... May 24 2013, 16:27
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 24th May... May 24 2013, 17:45
kupra კაია ბრატ ღმერთმა ... May 24 2013, 17:55
minchanin ისე საინტერესოა, თ... May 24 2013, 18:01
Bone minchanin
არამგონია არს... May 24 2013, 18:26
Shooter ოპტიმალური სიჩქარ... May 24 2013, 19:34
HUNTER FREDY ციტატა(Shooter @ May 24 2013, 20... May 24 2013, 19:48
Davitus minchanin
რა გითხრათ აბა... May 24 2013, 20:08
minchanin ციტატა(Davitus @ 24th May 2013 ... May 24 2013, 21:02
minchanin ასეთ ტყვიებს აქვთ ... May 24 2013, 21:12
gagrinski მე თქვენს ადგილას ... May 24 2013, 21:33
HUNTER FREDY დიდი არაფერია მეგო... May 24 2013, 21:35
Shooter ხო უნდა პატარა შეს... May 24 2013, 23:05
Shooter http://improguns.blogspot.ca/ May 25 2013, 00:54
minchanin ციტატა(Shooter @ 25th May 2013 ... May 25 2013, 09:19
HUNTER FREDY აკრებუზა კი არა არ... May 25 2013, 11:29
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 25th May... May 25 2013, 15:27
Shooter იარაღზე მუშაობა რო... May 25 2013, 22:18
jola მე როგორც ვიცი მაგ ... May 26 2013, 01:33
minchanin ციტატა(Shooter @ 25th May 2013 ... May 26 2013, 18:52
Shooter ციტატა(minchanin @ May 26 2013, 1... May 26 2013, 20:59
minchanin ციტატა(jola @ 26th May 2013 ... May 26 2013, 18:59
Davitus ეს კონკრეტული სიტუ... May 26 2013, 21:20
HUNTER FREDY ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22... May 26 2013, 22:09
Shooter ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22... May 26 2013, 22:39
minchanin Shooter მეგობარო!ციტა... May 26 2013, 21:46
Davitus minchanin
შეიძლება პრაკ... Jul 2 2013, 00:54
ჭალიმგელა Davitus
+1 ზუსტად მასე ვფ... Jul 2 2013, 06:39
minchanin ციტატა(Chalimgela @ 2nd July 2013... Jul 2 2013, 21:32
Geoჟორჟიკა minchanin
ბევრი გიწვალი... Jul 2 2013, 22:05
minchanin Geoჟორჟიკა
მადლობა წ... Jul 3 2013, 16:15
Geoჟორჟიკა minchanin
გაიხარე დიდი მ... Jul 4 2013, 22:08
minchanin Geoჟორჟიკა
სწავლა მთ... Jul 5 2013, 13:03
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Jul 27 2013, 20:28
ჭაღარა მშვენიერია, მგონი ... Jul 27 2013, 21:17
HUNTER FREDY იკრძალება Jul 28 2013, 06:42
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 28th Jul... Jul 28 2013, 12:21
HUNTER FREDY ციტატა(minchanin @ Jul 28 2013, 1... Jul 28 2013, 21:02
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 28th Jul... Jul 29 2013, 21:48
Geoჟორჟიკა ციტატა(minchanin @ Jul 29 2013, 2... Aug 5 2013, 21:06
HUNTER FREDY ექპერიმენტალური ც... Aug 5 2013, 21:15
minchanin ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 5 2013,... Aug 5 2013, 21:40
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
ციტატა(irakli fofxadze ... Aug 5 2013, 21:37
HUNTER FREDY იარაღის გამოცდის წ... Aug 5 2013, 21:50
minchanin ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 5 2013,... Aug 5 2013, 22:24
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
რას გვეჩხუბე... Aug 5 2013, 21:51
HUNTER FREDY არვჩხუბობ კაცო ემ... Aug 5 2013, 21:56
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
ციტატა(irakli fofxadze ... Aug 5 2013, 21:59
HUNTER FREDY კაცოოო მერე მეტყვი... Aug 5 2013, 22:08
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
მდაჰ , ჰოდა მა... Aug 5 2013, 22:25
minchanin ჰო, კიდევ ერთი. იარა... Aug 5 2013, 22:31
HUNTER FREDY ციტატა(minchanin @ Aug 5 2013, 23... Aug 8 2013, 20:28
minchanin ციტატა(geojorjika @ 5th August 20... Aug 8 2013, 20:05
minchanin HUNTER FREDY
მეგობარო. მე თ... Aug 9 2013, 09:41
HUNTER FREDY minchanin
გაიხარე ძამიკ... Aug 9 2013, 10:23
Geoჟორჟიკა HUNTER FREDY
ციტატა(irakli fofxadze ... Aug 9 2013, 12:40
HUNTER FREDY ციტატა(Geoჟორჟიკა ... Aug 9 2013, 19:01
Geoჟორჟიკა ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 9 2013,... Aug 9 2013, 21:31
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 9th Augu... Aug 9 2013, 18:10
HUNTER FREDY რა მარტივია ყველაფ... Aug 10 2013, 08:06
megreli ციტატა(irakli fofxadze @ 9th Augu... Aug 10 2013, 08:51
game 91 მემგონი ამ ადამიან... Aug 10 2013, 10:07
Geoჟორჟიკა game 91
ციტატა(gamezardashvili ... Aug 10 2013, 14:19
Geoჟორჟიკა ციტატა(irakli fofxadze @ 10th Aug... Aug 10 2013, 14:24
HUNTER FREDY კანონი ექსპეწრიმე... Aug 10 2013, 17:12
game 91 საქართველოში ეგეთ... Aug 10 2013, 17:41
HUNTER FREDY კანონში ნადირობის ... Aug 10 2013, 19:17
HUNTER FREDY მუხლი 14. იარაღის ბა... Aug 10 2013, 19:27
game 91 მასეთი 2 აზროვანი ტ... Aug 10 2013, 19:30
HUNTER FREDY რაზე უნდა ინადირო ... Aug 10 2013, 19:32
game 91 ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 10 2013... Aug 13 2013, 11:33
ალთაზარ HUNTER FREDY
ბოდიშით ოფფი... Aug 10 2013, 20:09
Geoჟორჟიკა მომკალი და მე სხვა ... Aug 10 2013, 22:45
HUNTER FREDY Geoჟორჟიკა
კი იქ უნდ... Aug 11 2013, 01:42
minchanin HUNTER FREDY
მეგობარო , ნუ ... Aug 12 2013, 21:03
ალთაზარ minchanin
ციტატა4. იარაღი... Aug 12 2013, 21:08
HUNTER FREDY მუხლი მე 14 ტე მე 4 და... Aug 12 2013, 21:10
Geoჟორჟიკა ციტატა(irakli fofxadze @ 12th Aug... Aug 12 2013, 22:26
ალთაზარ საქართველოს შინაგ... Aug 12 2013, 22:48
Geoჟორჟიკა ალთაზარ
გაიხარე დ... Aug 12 2013, 22:49
HUNTER FREDY რაც მე ეს ვეძებე გა... Aug 12 2013, 23:05
ალთაზარ HUNTER FREDY
მეც დაახლოე... Aug 12 2013, 23:08
game 91 აქ არის ის ბალიტიკ... Aug 13 2013, 11:23
ალთაზარ game 91
ჩემს მიერ დადებ... Aug 13 2013, 11:49
game 91 ციტატა(ალთაზარ @ Au... Aug 13 2013, 12:18
HUNTER FREDY ციტატა(game 91 @ Aug 13 2013, 13... Aug 13 2013, 15:22
game 91 რავი ეტყობა მე გამ... Aug 13 2013, 16:20
HUNTER FREDY რამე კი არა ბევრი რ... Aug 13 2013, 16:44
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 10th Aug... Aug 13 2013, 20:36
ალთაზარ minchanin
ციტატარაც შეე... Aug 14 2013, 00:02
HUNTER FREDY ან არგინდათ რო არს... Aug 14 2013, 07:23
minchanin ალთაზარ, HUNTER FREDY
1. მე ა... Aug 14 2013, 13:02![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th November 2025 - 00:53 |