არიზონას გაშვილება ანუ სტუმროად გაგრინსკისთან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
არიზონას გაშვილება ანუ სტუმროად გაგრინსკისთან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგეხსენებათ, ირაკლი დიდ ძებნაში გადავიდა, ჩამოყვანილი ფრანგული და ესპანური პოინტერების პირველი ბუდობიდან აიყვანა ხვადი ლეკვი - 2 თვის არიზონა. ირაკლის ჩემპიონი მაქსი რომ ჰყავს, საქვეყნოდ ცნობილია, ამიტომ ლეკვი ვინმესთვის უნდა მიებარებინა გასაზრდელად. მშვენიერი კანდიდატიც მალევე გამოჩნდა, სეტერისტი გაგრინსკი მალევე დათანხმდა ძიძობის წინადადებას და გუშინ შუადღისას ჩემი კოლტით მივადექით მის კარმიდამოს (მდებარეს...)
![]() მასპინძელი ჩვეული სტუმართმოყვარეობით შემოგვეგება, ერთობ გახარებული ჩანდა, ვინაიდან მომავალში თავადაც აპირებს პოინტერის აყვანას. აკვანში მოთავსებული არიზონა გაგრინსკიმ თავისი ძუ სეტერის ქ-ნ დაფნის ვოლიერში ფრთხილად მოათავსა. ოთხფეხები მალევე მიეჩვივნენ ერთმანეთს. დაფნიმ პატარა პოინტერის მიმართ მზრუნველობა ეგრევე გამოიჩინა, რამაც ძალიან გაახარა ირაკლი და ,,გამზრდელი"-დან შესაბამისი ციტატების შემდეგ შესაფერისი სახელები შეარქვა: გაგრინსკის - ჰაჯი უსუბი, დაფნის - ნაზიბროლა. ქართული სუფრა ჩვეულებრივი მოვლენაა გაგრინსკისთან. დაილია ძალიან ბევრი ღვინო, უამრავი სადღეგრძელო ითქვა, რომლის 99 % მიეძღვნა არიზონას, დიდ და სამონადირეო ძებნას, გამოფენებსა და საველე-შეჯიბრებებს, ოჩოპინტრესა და ოჩოპინტრელებს, ბუნებასა და მის მოყვარულთ................. აქვე ამ დიდი მოვლენისადმი მიძღვნილ ფოტოკოლაჟს დავურთავ მობ. ტელეფონით გადაღებულს, ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მაგრად მიტყდება ეგ ამბავი და ნუ მიმატებთ რა, დედას ვფიცავარ შვილივით მყავს, მესამე დღეა ჩემთანაა და როგორც ბოჭოლა დასდევს დედას ისეა, ლეკვი ორფეხზე დგება რომ მხედავს ეზოში შემოსულს და სიხარულისგან კუდს აქნევს, რომ ვეუბნები შედი ვოლიერში შედის, დღეს კალციც ჭიჭყინის გარეშე გადაყლაპა. ასე რომ მირჩევნია რომ წაიყვანს ირაკლი დიდი ხანი არ ვნახო, ძაან დაგრუზული ვარ. პროსტა ვერაფერს ვერ შევცვლი ღამე კოშმარად უქცია მეზობლებს, ტურასავით გაჰკივის
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 01:35 |