ქართული ფეხბურთი, აბა წავიდააააააააააა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქართული ფეხბურთი, აბა წავიდააააააააააა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 493 რეგისტრ.: 12-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa ![]() |
დავიწYებ დღევანდელი თამაშით ცრვენაზვეზდა-დინამო აბა დაფოსტეთ რას ფიქრობთ გავა დინამო შემდეგ ეტაპზე
P.Sვისაც სურს ყურება ლივსჰი სჰემოდით აქ LIVE |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლევან,რასაც შენ ამბობ,მართლა მჯერა,რომ გულით ამბობ,რომ ვერ დაგეთანხმები,ეს სხვა საკითხია.ზუსტად შენნაირად ამბობენ ისინიც(ფედერაცია),მარა დამიჯერე ლევან,ბავშვებს გეფიცები,მათ საქმე არ იციან,არ უყვართ ეს საქმე,სულსა და გულს არ დებენ მასში.მართალია შალვა რასაც ამბობს,ნოსო და ბესო რასაც წერენ.დავუმატებ კიდევ რაღაცეებს:ჩვენი ფეხბურთელების მიერ ფეხბურთის ვერთამაში ბიუჯეტის სიმცირის ბრალი არაა ლევან.აი მე 7 წლის ბიჭი მყავს და ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ბავშვთა სკოლა,სადაც წვრთნის პროცესი მომეწონებოდა,დამიჯერე ფეხბურთის თამაშიც ვიცი და მესმის რა არის ფეხბურთი.კუპერის ბრალი არაა წაგებები.ბიჭებმა არ იციან ფეხბურთი,მათ მხოლოდ მოწინააღმდეგის კარისკენ დარტყმა ჰგონიათ თამაში(ვაი,რომ ესეც გვეშლება ამ ბოლო დროს).ყველამ გაიხსენეთ,იყო ბოსკამპი და სტილი შეიცვალა,ანუ კაცმა რაღაცის სწავლება გადაწყვიტა,ამათ ვერ აითვისეს.კიდევ იყვნენ სხვები.აი ახლა კუპერია და ქე ხედავთ რას ნერვიულობს საწყალი,წივის,კივის,იქნევს ხელებს,რაც გასახდელში გითხარით იმას რატო არ აკეთებთო.ვერ აკეთებენ,ვერ იმახსოვრებენ,ავიწყდებათ,იმიტ
ომ რომ არ იციან ფ ე ხ ბ უ რ თ ი !!! და რატომ?იმიტომ,რომ არავინ არ აკონტროლებს თუ ვინ ასწავლის მომავალ თაობას(მე პირადად ბავშვთა ბევრი მწვრთნელი მინახავს მინდორში დაუთავებული შარვლით და ლაკის ტუფლებით).ამაშია პრობლემა.ტელეფონის ზარით გადაწყვეტილ არჩევნებზე დაწერეს უკვე. არ მომეწონა გინება ძოძუაშვილთან,არ ვიცი ის ვინ იყო,მარა ძოძუაშვილს ფეხბურთის ცოდნაზე და სიყვარულზე საქართველოში ბევრი ვერ შეედრება,საქმითაც ამტკიცებს და საუბარშიც ეტყობა,გულით აკეთებს,ამას კი გულშემატკივრები ვხედავთ. ყ ვ ე ლ ა ს გ ი ლ ო ც ა ვ თ!!! კალათბურთი ელიტაშია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 13:58 |