მონადირის ქცევის კოდექსი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მონადირის ქცევის კოდექსი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
1. დაიცავი ნადირობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
2. თოფს ყოველთვის მოექეცი ისე როგორც დატენილს. 3. გაუფრთხილდი ბუნებას და ნუ დაანაგვიანებ. 4. ნუ წახვალ სანადიროდ ნასვამი, რადგან საკუთარ თავსაც საფრთხეს შეამთხვევ და სხვასაც დაუშავებ რამეს. 5. არ აწამო დაჭრილი ნადირ-ფრინველი. 6. არ შეუგინო სხვა მონადირეს თოფი და ძაღლი. 7. დარწმუნდი რომ ადგილის დატოვებისას, ცეცხლის კერა მოსპობილია. 8. დარწმუნდი რომ მანქანაში ჩაჯდომისას თოფი და ძაღლი არ დაგრჩა, (ან მთვრელი მეგობარი) 9. არ მოკლა იმაზე მეტი რასაც ვერ აითვისებ. 10. ცოცხალ არსებას მიზანში სავარჯიშოთ ნუ გაწირავ. 11. არ ისროლო.. სანამ არ დარწმუნდები რას ესვრი 12. ნუ ჩაჯდები ავტომანქანაში გატენილი თოფით... 13. თავშეყრის ადგილთან მისვლისას განტვირთე ცეცხლსასროლი იარაღი... 14. თუ ვერ სწვდები გაატარე, არ დააფრთხო, შემდეგი ნომერი მიხედავს 15. ნუ ესვრი სხვისი ძაღლის ნაბულიდან აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე. 16. ნუ წახვალ დიდ რისკზე, არანაერი ნადირობა არ ღირს კარგი კაცის სიცოცხლედ 17. ნუ გაუბრაზდები სხვის ძაღლს, ამით შეიძლება მის პატრონს აწყენინო 18. ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ პ.ს. დანარჩენი თქვენ დაამატეთ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ახალი ტემის გახსნა აღარ იყო საჭირო და რა მინდა რომ გითხრათ...........
ზოგზოგიერთ სექტის წარმომადგენლებს(გვარს და სახელს არ დავასახელებ) შევნიშნე რომ მცველიდან მოხსნილი აქვთ იარაღი და მინდორში ისე აბოტებენ, ხოდა ძალიან ცუდი ჩვევაა ეგ ამბავი და ყოვლად უპრინციპო, ძალიან სახიფათო და უსაფრთხოების ნორმებისგან ძალიან შორს არის, ყველას გთხოვთ გადაეჩვიოთ ამ მანერას, აფრენილ მწყერზეც ესწრება მცველიდან მოხსნა და გასროლის გაკეთება, ასე რომ ჩაიბეჭდეთ თავში რომ მცველი ყოველთვის აკონტროლოთ........ ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 11:55 |