პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მოგესალმებით ყველა მონადირესა და მეთევზეს,
მითუმეტეს ძაღლზვოდებს ![]() ვარ თქვენი ფორუმის ახალი წევრი. ვიტომ თავის დროზე მთხოვა, რომ გამეზიარებინა ის ცოდნა ძაღლის გადარჩენის საკითხში რაც თავის დროზე ერთმა ექიმმა და ვეტერინარმა გამიზიარეს. გიურზა, ამ სიტყვის გამოგონს ტანში ჟრუანტელი გასდის (ოღონდ მე გამონაკლისი ვარ). ნებისმიერი გასვლის დროს, იქონიეთ თან მცირე ე.წ. აპტეჩკა ანუ სამოგზაურო აფთიაქი. რომელშიც გექნებათ ხსნარის სახით, ამპულებში 1. ათროპინი; 2. სუპრასტინი; 3. ნო-შპა. სუპრასტინისა და ათროპინის შეყვანა ხდება ერთდროულად, დოზირება დამოკიდებულია მედიკამენტის კონცენტრაციაზე და ძაღლის წონაზე (ჩვეულებრივად სუპრასტინი - 1მგ/კგ-ზე ; ათროპინი კი - 1მგ ერთჯერად დოზად). ნო-შპის შეყვანა, ესეც კუნთში, ხდება პირველი ინიექციიდან რამოდენიმე წუთში. არ დავიწყებ პრეპარატების ფიზიოლოგიური ზემოქმედების აღწერას, ექიმები მიხვდებიან. ნაკბენის გარშემო საჭიროა გამწმენდი ღონისძიებების ჩატარება, კომპრესების (გიპერტონიული) ვიშნევსკის მალამოს სახით. პოინტერი, ნაკბენი იყო დრუნჩის არეში, 3 წლის, გადარჩა. 10-14 დღე ძაღლი დამოკიდებული იყო პატრონზე. ახლა კი ძველი ხალხური მეთოდი, რომელიც თუ არ ვცდები ჩეხოვს ჰქონდა აღწერილი. ამით არჩენენ გველგესლის ნაკბენს, თუმცა გიურზა გველგესლის ნათესავია. ვეძებთ ახლო-მახლო ნემსიწვერას, ვსრისავთ ან ვღეჭავთ და ვადებთ ან ვიდებთ ნაკბენზე. კარგი იქნება თუ ამ მცენარეს მოვაგროვებთ და პროცედურას დღეში რამოდენიმეჯერ გავიმეორებთ. ნემსიწვერა სწრაფმოქმედი საშუალებაა. აი შესაბამისი ბმულიც, რომ შეხედოთ ამ საოცარ მცენარეს: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%A0%E1%83%90 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ვიტო
ვიტო, გლიჯავ რა ![]() მე და შენ ისიც კი ვიცით რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორ შეიძლება ანკარა ან გველხოკერა უცებ სატელეგრაფო სვეტისხელა გიურზა-ანაკონდათ იქცეს. ალია-ბალია კაკაბზე სანადიროთ გასვლისას კაცს სეზონზე ერთხელ ეული გიურზა შეხვდეს... ტარიბანაზე გაგანია ივლისის თვეს შვილი გიურზის საჩვენებლად წავიყვანე და ვერცერთი წიწილიც ვერ ვნახეთ. იკო1981 როგორ გგონია გულის წამალი აბენდიციტის შეტევას შველის? ალბათ არა... ჰო და მე იმას გეუბნები, რომ ფუტკრის ნესტარს ამ შპრიცით ამოიღებ (თუმცა მე პინცეტიც მყოფნის)! მაგრამ კიდევ ერთხელ გახსენებ, გიურზის ნაკბენი იმისთანა მტკივნეულია, რომ იმას რომ მიგაკარონ ტკივილგამაყუჩებლის დოზა უნდა მიაღებინო დაშავებულს! და იმ კავბოების ყურებას დოქტორ ბუშს უყურე, გაცილებით მეტს ისწავლი! ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 08:30 |