ლეკვს მინდა ვასწავლო გველისგან თავდაცვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლეკვს მინდა ვასწავლო გველისგან თავდაცვა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ლეკვს მინდა ვასწავლო გველისგან თავდაცვა ანუ როგორ მოერიდოს გველს დანახვისას ჩემ სოფელში ძალიან ბევრი გველია და არაერთი მონადირის ძაღლი უმსხვერპლია ამიტომ ვხსნი ამ თემას არ მინდა ჩემი ძაღლიც გველს შეეწიროს
თუ ვინმეს გაქვთ რამე გამოცდილება მა საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ პასუხი არ დაიზაროთ სანამ პატარაა აქედანვე მინდა რო ვასაწავლო |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
გაიხარე შენ, აი ეგაა გამცდილება.
![]() მე ვფიქრობ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს თემა აქტუალურია. სტატია ვთარგმნე ჩვენი კლუბის მეგობრის ბატონი აკოფის ფორუმიდან. არის პროფესიონალი ვეტექიმის დაწერილი. თუ თქვენს ძაღლს გველმა უკბინა თუკი თქვენ შეამჩნიეთ ძაღლის არაადეკვატური მოქმედება, ორიენტაციის დაკარგვა, მძიმე სუნთქვა, მოუსვენრობა ან კოჭლობა მაშინ უკვე დასაშვებია რომ მოქმედებს გველის შხამი. ასეთ სიტუაციაში მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ. ძაღლი დააფიქსირეთ და არ მისცეთ ბევრი მოძრაობის საშუალება, რადგანაც კუნთოვანი სისტემის გაძლიერებული მუშაობა და ტაქიკარდია ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას ორგანიზმში. ამიტომაც გველის ნაკბენის დროს ძაღლი ხელზე გადაწვენილი მიიყვანეთ მანქანამდე. ტრანსპორტირების დროსაც ეცადეთ რომ ძაღლი მანქანაში დაფიქსირებული იყოს და გყავდეთ გვერდულად დაწვენილი, უკეთესია თუ მას პლედს ან თბილ გადასაფარებელს გადააფარებთ რადგან შხამის მოქმედების შედეგად შესაძლოა სხეულის ტემპერატურა დავარდეს. გველის ნაკბენის უცებ მოძებნა ბეწვის საფარველის გამო რთულია, მიუხედავად ამისა ცხოველი ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ, მოძენოთ ნაკბენი ადგილი. თუ ნაკბენიდან არ გასულა 10–15 წუთზე მეტი ეცადეთ ჭრილობიდან რაც შეიძლება ბევრი სისხლი გამოდენოთ შხამთან ერთად. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა მაგრამ ეს არ არის უსაფრთხო და სტრესულ მდგომარეობაში თქვენ ადვილად შეიძლება დააზიანოთ ძაღლის კუნთი და ძარღვები. თუ ნახეთ ნაკბენი ადგილი დაამუშავეთ ის წყალბადის ზეჟანგით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჭრილობის დასამუშავებლად სპირტის შემცველი სითხე, რადგან ის ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას, მითუმეტეს არ დაალევინოთ ძაღლს სპირტი ან არაყი. ნაკბენ ადგილას სახვევის მჭიდროს შემოკვრა ან ჟგუტის გადაჭერაც არ არის უსაფრთხო, რადგან სისხლის მიმოქცევის დარღვევამ არანაკლებ ფატალური შედეგი შეიძლება მოიტანოს. თუმცა მიზანშეწონილია ლიმფატიკური ტურნიკეტის დადება–სახვევი 2–4 სანტიმეტრი სიგანის, თავისუფლად გადახვეული ისე რომ კანსა და სახვევს შორის თითი თავისუფლად ეტეოდეს. ასეთი ტურნიკეტი აჩერებს ლიმფურ მიმოქცევას და სისხლდენას კანთან ახლოს მდებარე ძარღვებიდან. ასევე რეკომენდირებულია ნაკბენ ადგილას ყინულის დადება. სახლის პირობებში შესაძლებელია სუპრასტინისა და ტავეგილის ნემსისი გაკეთება. ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ შრატი თუ არ ვიცით რა დოზა შეიძლება შევუყვანოთ ძაღლს სჯობს მიმართოთ პროფესიონალს. საბოლოო ჯამში გეტყვით იმას რომ სჯობს ძაღლი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოთ ვეტერინარულ კლინიკაში. შხამი საშიშროების შემთხვევაში გიურზა სწრაფად შედის თავშესაფარში, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე ეცემა მტერს. მისი სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახ**ეტა მოუწიოს. კბენის დროს, ორგანიზმში შეყავს 50 მგ. შხამი, რომელიც თავისი სიძლიერით მხოლოდ კობრას შხამს შამოუვარდება. შხამის შემადგენლობა და მოქმედება გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვიტარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. ეს ინფორმაციაც გამოგადგებათ ცხოვრების წესი საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება: მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ. წლის განმავლობაში გიურზამ შესაძლოა გააკეთოს რამდენიმე მიგრაცია. ეს თვისება განსაკუთრებით ახასიათებთ მთის ფერდობებზე მცხოვრებ სახეობებს. ზამთრის სემდგომ, კლდეების ნაპრალებში შესაძლოა შევხვდეთ მათ ყრილობას. ზაფხულის სეზონში ისინი მთებიდან ქვემოთ ჩამოდიან და ვხვდებით მდინარეების ნაპირებზე. ზაფხულის ბოლოს ისინი ტავს იყრიან წყალსატევების ნაპირას, იკლავენ წყურვილს და ნადირობენ ფრინველებზე და წყალსატევის გარშემო მობინადრე ცხოველებზე. წლის ყველაზე ცხელ პერიოდში გიურზები უშუალოდ ჩადიან წყალსატევებში და სვამენ დიდი რაოდენობით წყალს. ზამთრის შემდგომ ჩნდებიან მარტ-აპრილში. ამ დროს ისინი თბებიან მზეზე, თუმცა ნადირობას უცბად არ იწყებენ. ადრე გაზაფხულზე დღის ცხოვრებით ცხოვრობენ, ღამე შედიან სოროებში. ტემპერატურის მომატებასთან ერთად გადადიან ღამის ცხოვრებაზე, შემოდგომაზე კი ისევ დღის ცხოვრებას უბრუნდებიან. ჩვეულებრივ 1 ჰა-ზე გვხვდება 4 გველი, ზოგჯერ 20-მდე. ჯვარი ეწეროს ყველას ძაღლებსაც და ადამიანებსაც! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2025 - 23:13 |