ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა, რეპორტი, ფოტო-ვიდეო მასალა. ნადარბაზევი, 2013 წლის 4 აგვისტო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა, რეპორტი, ფოტო-ვიდეო მასალა. ნადარბაზევი, 2013 წლის 4 აგვისტო |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ და ვღნიშნავდით თითქმის 10 დღე წავედით ნადარბაზევის ტბაზე თბილისიდან 58 კილომეტრში გორის მიმართულებით. შევიკრიბეთ დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს. მაგრამ ერთ-ერთი წამომსვლელი რატომღაც არ ჩანდა. ფორუმის ახალი წევრია და შესაბამისად მისი არც კოორდინატები ვიცოდით და არც ტელეფონი. ვიცადეთ 5 საათამდე და რომ არ გამოჩნდა დავიძარით.
მოკლედ ჩავედით ადგილამდე. ამინდი დილით თითქოს ნორმალური იყო. ღრუბლიანი და სუსტი ქარით. განვლაგდით ადგილებზე, დამბიდან მარცხენა მხარეს. ავაწყვეთ ონკესები და შევუდექით თებზაობას. პირველი თებზი ლავრისხეველმა დაიჭირა. მეორე დოკმა და ა.შ. ვიჭირეთ და ვიჭირეთ. ამასობაში გორიდან შემოგვიერთდნენ ჭაღარა, ალექსანდრე და კუთხა. მერე კუჭმაც შეგვაწუხა, გავშალეთ სუფრა ქებული, ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ. ლავრისხეველის 20 ლიტრი და ჩუდას 10 ლიტრი ღვინოც გადმოვიღეთ, მაგრამ დოკმა აიტეხა: გინდა თუ არა ჩემი ჭაჭა უნდა დაგალევინოთო. მაგრამ ჭაჭაც არის და ჭაჭაც, ჭაჭაში გარეული წიწაკა. ბოლოს ვეღარ მივხვდი ჭაჭა დავლიე თუ წიწაკა ![]() ![]() მშვენივრად ვთევზაობდით ორ საათამდე. ქარი ქროდა და ეს ქარი უკვე სუსტი აღარ იყო. გენერალმა აიტეხა: გადავიდეთ მეორე ნაპირზეო. რა უნდოდა, რას ელოდა იმ მეორე ნაპირზე ,,ხუი ეგო ზნაეტ,, ბოლო-ბოლო დაგვკერა. ავიყარეთ ეს ამოდენა ხალხი და გადავეყარეთ მეორე ნაპირზე მაგრამ რა დაგიკარგია, რას ეძებ? ადგილი არ იყო და თან ისეთი ქარი იყო, რომ იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. გადმოვეყარეთ ისევ ჩვენს ადგილზე. 5 საათისთვის უკვე გაუსაძლისი ქარი ქროდა. იმხელა ტალღები მოდიოდა ქობულეთში მეგონა ჩემი თავი. ბოლო-ბოლო 6 საათისთვის ჩავლაგდით და წამოვედით სახლებში. მიუხედავად ამინდისა, მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიჭირე საკმაო რაოდენობა. 4 საშუალო ამური და დანარჩენი კარჩხანები. მერე ახალციხელმა და ლევანმა მომცეს ერთი ამური და მოზრდილი კარჩხანები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემი დეიდაშვილი ახლაც მადლობების ძახილშია ისე გაუხარდა თევზი რომ მივუტანე ![]() რაც შეეხება ჩემს თევზაობას: ვთევზაობდი ძირითადად ფიდერის მეთოდით, ინლაინით. ძალიან მომწონს ეს მეთოდი და თანდათან ვამუღამებ. დანაკარგი ამჯერად მქონდა მინიმუმი, მხოლოდ ერთი ზარი. ბოლოს ისეთი ქარი ამოვარდა ფიდერზე თევზაობას აზრი არ ჰქონდა და ,,დონკაზე,, გადავეწყვე. სწორედ მანდ გამძვრა ეგ ზარი ![]() კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნადარბაზევში ღირს წასვლა, უბრალოდ კარგ ამინდში უნდა წახვიდე, რომ დისკომფორტი არ გქონდეს. ქარი ძალიან გიშლის ხელს თევზაობაში. დიდი მადლობა მინდა ყველა იქ მყოფს გადავუხადო. მშვენიერი და ლამაზი გასვლა გამოვიდა. გავიცანი ახალი კარგი ხალხი, რომლებთანაც ღირს ურთიერთობა. დადებიტი ემოციებით დატვირთული და სასიამოვნოდ დაღლილი წამოვედი ნადარბაზევიდან. დიდი მადლობა ბიჭებო ყველას. აი ეს მინდოდა მეთქვა. თუ კიდევ რამე გამახსენდა დავწერ. მანამდე ვისაც ფოტო და ვიდეო გაქვთ ატვირთეთ და დაყარეთ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
შეცდომა შეცდომა ერრორ ერრორ
დოკმა დოკს ჯერ გაშლილი არ ქონდა ონკესი მე რო ვტყორცნე თეთრი ჭია და ზედ იჯდა კორასე ![]() ![]() რააც შეეხება გასვლას , ყველაფერი იყო გუუდ , მაგრამ ამინდს როგორც ყოველთვის ჩასვრა უყვარს , მოკლედ მე და დოკ-ტორი , ისეთ ცუდ ადგილას ვიდექით , რაგატკით ისროდა რაღაცეებს მარა თევზი არ სადა სჩანდა ![]() ![]() მოკლედ გადავწყვიტეთ გვევლო ესე და გვემოწმა ადგილები მარა ოდინ ფიგ რა .... საბოლოო ჯამში მოვკალათდით დამბის მარჯვენა მხარეს საცა თებზები გველოდნენ და გველოდნენ ... დავიჭირეთ კარასებიც , საზნებიც , კომბრიც მგონი , და ჩემი უსაყვარლესი 3 ამური რომლებიც სიმინდზე დაჯდნენ , თან ბოლოს იყო კაიფი , ბიჭებმა ვიბარგებითო და დროზე ქენითო , დოკ-ტორმა ეგრევე ამოიღო ონკესი , მე კიდე სანამ წავალ ერთს გავისვრი თქო , და მეორე ონკესის ჩაწყობა დავიწყე ამასობაში მოვიდა დოკტორი , მოდი მოგეხმარებიო , კაი მეთქი ოღონდ არ გაგექცეს მეთქი , და რა უნდა გაიქცესო არაფერი არ არიო , ხოდა ბოლოს ნაპირთან რომ მოიყვანა კი გაგვეცინა ორთავეს ![]() ![]() ![]() ვოტ ტაკ , სასიამოვნოდ დავიღალე , ხო უი სულ დამავიწყდა , გავიცანი კაი ხალხი , ერთმა ვაჟბატონმა არათუ ფიალა აწია არამედ დალია და რა დალია ... უხ რა ახალგაზრდობა მოდის ![]() ![]() მოკლედ ყველაფერი გუუუდ . ჩელე გვიყვარხარ ძაან ....... -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 23:15 |