ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა, რეპორტი, ფოტო-ვიდეო მასალა. ნადარბაზევი, 2013 წლის 4 აგვისტო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა, რეპორტი, ფოტო-ვიდეო მასალა. ნადარბაზევი, 2013 წლის 4 აგვისტო |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ და ვღნიშნავდით თითქმის 10 დღე წავედით ნადარბაზევის ტბაზე თბილისიდან 58 კილომეტრში გორის მიმართულებით. შევიკრიბეთ დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს. მაგრამ ერთ-ერთი წამომსვლელი რატომღაც არ ჩანდა. ფორუმის ახალი წევრია და შესაბამისად მისი არც კოორდინატები ვიცოდით და არც ტელეფონი. ვიცადეთ 5 საათამდე და რომ არ გამოჩნდა დავიძარით.
მოკლედ ჩავედით ადგილამდე. ამინდი დილით თითქოს ნორმალური იყო. ღრუბლიანი და სუსტი ქარით. განვლაგდით ადგილებზე, დამბიდან მარცხენა მხარეს. ავაწყვეთ ონკესები და შევუდექით თებზაობას. პირველი თებზი ლავრისხეველმა დაიჭირა. მეორე დოკმა და ა.შ. ვიჭირეთ და ვიჭირეთ. ამასობაში გორიდან შემოგვიერთდნენ ჭაღარა, ალექსანდრე და კუთხა. მერე კუჭმაც შეგვაწუხა, გავშალეთ სუფრა ქებული, ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ. ლავრისხეველის 20 ლიტრი და ჩუდას 10 ლიტრი ღვინოც გადმოვიღეთ, მაგრამ დოკმა აიტეხა: გინდა თუ არა ჩემი ჭაჭა უნდა დაგალევინოთო. მაგრამ ჭაჭაც არის და ჭაჭაც, ჭაჭაში გარეული წიწაკა. ბოლოს ვეღარ მივხვდი ჭაჭა დავლიე თუ წიწაკა ![]() ![]() მშვენივრად ვთევზაობდით ორ საათამდე. ქარი ქროდა და ეს ქარი უკვე სუსტი აღარ იყო. გენერალმა აიტეხა: გადავიდეთ მეორე ნაპირზეო. რა უნდოდა, რას ელოდა იმ მეორე ნაპირზე ,,ხუი ეგო ზნაეტ,, ბოლო-ბოლო დაგვკერა. ავიყარეთ ეს ამოდენა ხალხი და გადავეყარეთ მეორე ნაპირზე მაგრამ რა დაგიკარგია, რას ეძებ? ადგილი არ იყო და თან ისეთი ქარი იყო, რომ იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. გადმოვეყარეთ ისევ ჩვენს ადგილზე. 5 საათისთვის უკვე გაუსაძლისი ქარი ქროდა. იმხელა ტალღები მოდიოდა ქობულეთში მეგონა ჩემი თავი. ბოლო-ბოლო 6 საათისთვის ჩავლაგდით და წამოვედით სახლებში. მიუხედავად ამინდისა, მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიჭირე საკმაო რაოდენობა. 4 საშუალო ამური და დანარჩენი კარჩხანები. მერე ახალციხელმა და ლევანმა მომცეს ერთი ამური და მოზრდილი კარჩხანები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემი დეიდაშვილი ახლაც მადლობების ძახილშია ისე გაუხარდა თევზი რომ მივუტანე ![]() რაც შეეხება ჩემს თევზაობას: ვთევზაობდი ძირითადად ფიდერის მეთოდით, ინლაინით. ძალიან მომწონს ეს მეთოდი და თანდათან ვამუღამებ. დანაკარგი ამჯერად მქონდა მინიმუმი, მხოლოდ ერთი ზარი. ბოლოს ისეთი ქარი ამოვარდა ფიდერზე თევზაობას აზრი არ ჰქონდა და ,,დონკაზე,, გადავეწყვე. სწორედ მანდ გამძვრა ეგ ზარი ![]() კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნადარბაზევში ღირს წასვლა, უბრალოდ კარგ ამინდში უნდა წახვიდე, რომ დისკომფორტი არ გქონდეს. ქარი ძალიან გიშლის ხელს თევზაობაში. დიდი მადლობა მინდა ყველა იქ მყოფს გადავუხადო. მშვენიერი და ლამაზი გასვლა გამოვიდა. გავიცანი ახალი კარგი ხალხი, რომლებთანაც ღირს ურთიერთობა. დადებიტი ემოციებით დატვირთული და სასიამოვნოდ დაღლილი წამოვედი ნადარბაზევიდან. დიდი მადლობა ბიჭებო ყველას. აი ეს მინდოდა მეთქვა. თუ კიდევ რამე გამახსენდა დავწერ. მანამდე ვისაც ფოტო და ვიდეო გაქვთ ატვირთეთ და დაყარეთ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
kokaluka
სად არის ნადარბაზევის ტბა და ეხლა თუ მოდის თევზი? პირველ რიგში მოგესალმები. მეორე რიგში, თუ ყურადღებით გადაავლებ თვალს წინა პოსტებს აღმოაჩენ, რომ ეს ტბა არის თბილისიდან 58 კილომეტრი (მაქსიმუმ) გორამდე არმისული და აღმოაჩენ კიდევ იმას, რომ თევზი მოდის გააჩნია როგორ ითევზავებ.... Doc შენი არ ვიცი, მაგრამ მე შუა გზაში გამექცა კარგი ეგზემპლარი. ჩემი ბრალი იყო, სანამ ფრიქციონი მოვუჭირე, სანამ ისა, სანამ ესა, თებზმა მითხრა: თუ ძმა ხარ ეხლა შენთვის არა მცალია, სანამ შენ ჩამოყალიბდები ეგერ დოკთან მივალ და ის დამიჭრსო და ქე მოსულა შენთან და შენ როგორღა გაგექცა? ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 188 რეგისტრ.: 27-November 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
kokaluka პირველ რიგში მოგესალმები. მეორე რიგში, თუ ყურადღებით გადაავლებ თვალს წინა პოსტებს აღმოაჩენ, რომ ეს ტბა არის თბილისიდან 58 კილომეტრი (მაქსიმუმ) გორამდე არმისული და აღმოაჩენ კიდევ იმას, რომ თევზი მოდის გააჩნია როგორ ითევზავებ.... Doc შენი არ ვიცი, მაგრამ მე შუა გზაში გამექცა კარგი ეგზემპლარი. ჩემი ბრალი იყო, სანამ ფრიქციონი მოვუჭირე, სანამ ისა, სანამ ესა, თებზმა მითხრა: თუ ძმა ხარ ეხლა შენთვის არა მცალია, სანამ შენ ჩამოყალიბდები ეგერ დოკთან მივალ და ის დამიჭრსო და ქე მოსულა შენთან და შენ როგორღა გაგექცა? ![]() ![]() ![]() ![]() ხოდა შენგან წამოსული რომ მოვიდა ჩემთან ქე გამოვიყვანე ნაპირზე მარა ალთაზარს რომ შეხედა ესე მითხრა "ჩემდათავად აქ დამრჩენის"ო ისკუპა ნაპირიდან და ქე წამოვიდა შენთან ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 17:39 |