შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის! |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან საინტერესოა!
მე მგონი ბევრ რამეს ხდის უფრო გასაგებს. ჩვენთანაც ხომ არ მოგვეწყო მსგავსი ღონისძიება? ![]() http://www.uahunter.com.ua/forum/sravnenie...ove-t61633.html |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვიღაცამ კი არ შეაჯიბრა, ბატონმა კონოვალოვმა შეაჯიბრა, რომელიც წლებია უსირცხვილოდ და ცინიკურად დასცინის "ადგილობრივი"წარმომავლობის ძაღლებს და მათ მფლობელებს თავიანთი მეძებრების ხეებზე ჩამოკიდებას ურჩევს. რაც მთავარია, ამტკიცებდა, ( იმედია, აწი ცოტა ხნით მაინც დადუმდება) - ევროპელების მიერ სააქეთოდ გამომეტებული ლეკვები რომ დაძაღლდებოდნენ, აქაურებს ნებისმიერ პრაქტიკულ ნადირობაშიც ჯიბეში ჩაისვამდნენ. მოხდა კი აი, რა: ანტი და კონოვალოვის ძაღლები ერთად ანადირეს. კონოვალოვის ძაღლებმა ირბინეს 15-20 წუთი, ენები გადმოაგდეს, სტილი და სისწრაფე დაკარგეს, ბოლოს საერთოდაც დადგნენ და თავადაც ყურებჩამოყრილმა პატრონმა მანქანისკენ წააბუნძულა კუდამოძუებულები. ამ დროის განმავლობაში მათ არ უყნოსიათ, პოვნაზე და ნაბულზე ლაპარაკი არაა, არც ერთი (!) ფრინველი და სეკუნდირებაც კი არ გაუკეთებიათ არც ერთხელ. ამასობაში ანტის ნაბულებიდან ათზე მეტი მწყერი მოიპოვა სამართლიანად გაამაყებულმა ბატონმა აკოფმა. ეს იყო და ეს. ახლა გინდა თავად შეიტანეთ და გინდა თავად გამოიტანეთ... დასკვნები!
რა თქმა უნდა, ამ პატარა ინციდენტს ევრობული მოშენების ძაღლების იმ ელიტარულ 0,01%-თან, რომლებსაც "დიდი" და დიდში რომ ვერ ივარგეს, მაშინ "სანადირო" ძებნის ძაღლები ქვიათ, არავითარი კავშირი არა აქვს. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th May 2025 - 06:14 |