ახალი იარაღი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ახალი იარაღი
minchanin
პოსტი May 24 2013, 13:08
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ მეგობრებო. გადავწყვიტე ახალი თემა შემექმნა, რaდგან მსგავსი ვერ ვნახე. საქმე შემდეგშია - სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა ასეთი რამ.

ეს არის დუბელის ჩასაჭედებელი პისტოლეტი СМП-3, ერთი კვირა ვიფიქრე რაში გამომეყენებინა, და მომივიდა იდეა ამ აგრეგატიდან გამეკეთებინა თოფი. მით უმეტეს, რომ მე ამის უფლება მაქვს (ლიცენზია იარაღის დამზადებაზე). გადავაკეთე სასხლეტი და დამცემი მექანიზმები, გავუკეთე სამიზნე და ონდახი, დავუყენე ოპტიკა და ლაზერული სამიზნე და მივიღე ეს



ნახაზებსა და სქემას შეგნებულად არ დავდებ, რადგან თავიდან ავიცილოთ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება მათი მხრიდან, ვისაც ამისი უფლება არ გააჩნია. მე მხოლოდ ვილაპარაკებ მის ტაქტიკო-ტექნიკურ შედეგებზე, ბალისტიკაზე, მასში გამოყენებულ ვაზნებსა და მუხტებზე, ასეთი იარაღის მიზანშეწონილობაზე და ა. შ.
დავიწყებ წონიდან.წონა გამოვიდა 3,8 კგ. სიგრძე 71 სმ. რა თქმა უნდა თავის სიგრძესთან შედარებით მძიმეა, მაგრამ... სამაგიეროდ დიდი გამძლეობის მარაგით („ზაპას პროჩნოსტი“). ლულის სიგრძე არის 28,5 სმ.

კომპლეკტში მოყვა სამი ლულა -ორი 8 მმ.-იანი და ერთი 12 მმ.იანი კალიბრი .მართალი გითხრათ ლულა ძალიან მოკლეა ჩემი მიზნისთვის, მაგრამ რაც არის ეგ არის. შიგნიდან და გარედან ლულები მოქრომილია

თანაც საკმაოდ ხარისხიანად, ბევრი სანადირო თოფი ვერ დაიკვეხნის ასეთ ხარისხიან მოქრომვას. ვინ თქვა საბჭოთა კავშირში უხარისხო ნაწარმს უშვემდნენო? აგრეგატი გამოშვებულია 1966 წელს. და ისე კაეგად იყო გაპოხილი საპოხი მასალით , და შენახული, რომ სრულიად ახალივით გამოიყურება. გარდა ამისა ლულები არიან ნაწრთობები ისე მყარად, რომ სახარატო ჩარხის საჭრისი ვერ იღებს. ჩემი აზრით გამძლეობის მარაგით არა თუ არ ჩამოუვარდება 7,62 კალიბრის შაშხანებს, არამედ აღემატება მათ სულ მცირე ორჯერ მაინც (თუმცა ეს ჩემი სუბიეტტური აზრია). ასეთი გამძლეობის მარაგი საშუალებას მაძლევს თამამად ჩავატარო ექსპერიმენტები ოპტიმალური მუხტისა და ტყვიის წონის შესარჩევად.


პირველი პრობლემა იყო მისთვის ვაზნის მოძებნა. მაგრამ, ლულის საგილზის ზომებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ვაზნები თვითონ გამეჩარხა

შემდეგი ოპერაცია იყო მათი დატენვა. 8 მმ.-იანი ფინთიხი ( კარტეჩი) ხელმისაწვდომია. გავატარე ლულაში. საკმაოდ მჭიდროდ გაიარა, და ამასთანავე ფინთიხი თითქმის არ დეფორმირებულა.ავწონე. გამოვიდა 3,13 გრამი. ბუტურლინის თეორიიდან გამომდინარე, დენთის წონა (კერძოდ "სოკოლის") უნდა იყოს 1/16. "სოკოლის" წონა გამოვიდა 0,2 გრ. მაგრამ, სულმა წამძლია და გადავწყვიტე მეტი მუხტით გამომეცადა. და დავტენე 0,35 გრ. "სოკოლით".პიჟად გამოვიყენე ხელსახოცი ქაღალდი და მაგრად ჩავპრესე. სამი მეტრიდან გახ**იტა სამი 3 სმ. -იანი ხმელი ფიჭვის ფიცარი, და მეოთხეში ტყვია ნახევრამდე (ტყვიის დიამეტრის ნახევრამდე) შევიდა. ე.ი. 94 მმ.-ზე შევიდა. ტყვიის სჩქარე (ქრონოგრაფით) აჩვენა (საშუალო) 569,8 მ/წ. ანუ 508 ჯოული ლულის ენერგია (შეიძლება არა სწორად გადავთარგმნე რუსული „დულნაია ენერგია“). თუ შევადარებთ ე,წ. „გეკოს“- ტყვიის სიჩქარე 333 მ/წ (ზოგიერთ შემთხვევასი 350 მ/წ) , ლულის ენერგია -140 ჯოული (153) , გამოდის რომ მისი (გეკოს) ტყვიის სიჩქარე 1.7 -ჯერ ნაკლებია, და ლულის ენერგია კი 4-ჯერ. „კალაშნიკოვის“ (7,62) ტყვიის სიჩქარეს 150 მ/წ-ით ჩამორჩა. და 12 კალიბრის ჟაკნის სიჩქარეს 190 მ/წ-ით აჯობა. გადავწყვიტე „სოკოლის“ მაგივრად გამომეყენებინა „რექსი“. „სოკოლის“ შეფარდება „რექს“-თან (მაღაზიის რეკომენდაციით) 1,375. ე.ი. 0,35/1,375=0,26 გრ. გავტესტე სიზუსტე

რეზულტატმა არ დამაკმაყოფილა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. დავტენე ვაზნები სტანდარტული , 0,15 გრ. „რექსით“, ტყვიის საშუალო სიჩქარე აჩვენა 378.3 მ/წ. მგონი სიჩქარეც სტანდარტულია. გავტესტე სიზუსტეზე

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
HUNTER FREDY
პოსტი Aug 10 2013, 19:27
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი




მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება (2.07.2010. N3285)
1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა.
2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს:
ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იარაღზე;
ბ) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო იარაღზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა);
გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე;
გ1) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებსა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე; (24.04.2012. N6058)
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან.
31. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი თავისუფლდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან. (8.11.2011. N5201)
4. იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
5. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მუხლი 141. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა
დასამტკიცებელი აქტები (24.04.2012. N6058)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს:
ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის:
ა.ა) სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ა.ბ) დამზადებისა და გადაკეთების წესს;
ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას;
დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
ე) ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესს;
ვ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების წესს;
ზ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრძალულია.

მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება
1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში). (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე.
3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და შეკეთების
ლიცენზიის გაცემის საფუძველი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
სამოქალაქო იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; (3.11.2009 N 1971 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც დახმარებას გაუწევენ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში, ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები; (24.04.2012. N6058)
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.



იმედია იპოვით რასაც ეძებთ

მე 14 მუხლის მე 4 და მე 5 თე ქვეპუნქტები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- minchanin   ახალი იარაღი   May 24 2013, 13:08
- - minchanin   გავაგრძელე ექსპერ...   May 24 2013, 13:17
- - kajuberi   minchanin კარგი ნაშრო...   May 24 2013, 13:27
- - ახალციხელი   RE: ახალი იარაღი   May 24 2013, 14:07
- - HUNTER FREDY   კარგი ნაშრომია მომ...   May 24 2013, 14:13
- - mardi   minchanin საინტერესო ნა...   May 24 2013, 15:43
- - კუთხა   ბრავო   May 24 2013, 16:00
- - მაქსიმუსა   აი მალადეეც! გაოც...   May 24 2013, 16:27
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 24th May...   May 24 2013, 17:45
- - kupra   კაია ბრატ ღმერთმა ...   May 24 2013, 17:55
- - minchanin   ისე საინტერესოა, თ...   May 24 2013, 18:01
- - Bone   minchanin არამგონია არს...   May 24 2013, 18:26
- - Shooter   ოპტიმალური სიჩქარ...   May 24 2013, 19:34
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Shooter @ May 24 2013, 20...   May 24 2013, 19:48
- - Davitus   minchanin რა გითხრათ აბა...   May 24 2013, 20:08
- - minchanin   ციტატა(Davitus @ 24th May 2013 ...   May 24 2013, 21:02
- - minchanin   ასეთ ტყვიებს აქვთ ...   May 24 2013, 21:12
- - gagrinski   მე თქვენს ადგილას ...   May 24 2013, 21:33
- - HUNTER FREDY   დიდი არაფერია მეგო...   May 24 2013, 21:35
- - Shooter   ხო უნდა პატარა შეს...   May 24 2013, 23:05
- - Shooter   http://improguns.blogspot.ca/   May 25 2013, 00:54
- - minchanin   ციტატა(Shooter @ 25th May 2013 ...   May 25 2013, 09:19
- - HUNTER FREDY   აკრებუზა კი არა არ...   May 25 2013, 11:29
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 25th May...   May 25 2013, 15:27
- - Shooter   იარაღზე მუშაობა რო...   May 25 2013, 22:18
- - jola   მე როგორც ვიცი მაგ ...   May 26 2013, 01:33
- - minchanin   ციტატა(Shooter @ 25th May 2013 ...   May 26 2013, 18:52
|- - Shooter   ციტატა(minchanin @ May 26 2013, 1...   May 26 2013, 20:59
- - minchanin   ციტატა(jola @ 26th May 2013 ...   May 26 2013, 18:59
- - Davitus   ეს კონკრეტული სიტუ...   May 26 2013, 21:20
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22...   May 26 2013, 22:09
|- - Shooter   ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22...   May 26 2013, 22:39
- - minchanin   Shooter მეგობარო!ციტა...   May 26 2013, 21:46
- - minchanin   გავაგრძელებ ჩემს თ...   Jul 1 2013, 19:06
- - Davitus   minchanin შეიძლება პრაკ...   Jul 2 2013, 00:54
- - ჭალიმგელა   Davitus +1 ზუსტად მასე ვფ...   Jul 2 2013, 06:39
- - minchanin   ციტატა(Chalimgela @ 2nd July 2013...   Jul 2 2013, 21:32
- - Geoჟორჟიკა   minchanin ბევრი გიწვალი...   Jul 2 2013, 22:05
- - minchanin   Geoჟორჟიკა მადლობა წ...   Jul 3 2013, 16:15
- - Geoჟორჟიკა   minchanin გაიხარე დიდი მ...   Jul 4 2013, 22:08
- - minchanin   Geoჟორჟიკა სწავლა მთ...   Jul 5 2013, 13:03
- - minchanin   გამარჯობათ მეგობრ...   Jul 27 2013, 20:28
- - ჭაღარა   მშვენიერია, მგონი ...   Jul 27 2013, 21:17
- - HUNTER FREDY   იკრძალება   Jul 28 2013, 06:42
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 28th Jul...   Jul 28 2013, 12:21
|- - HUNTER FREDY   ციტატა(minchanin @ Jul 28 2013, 1...   Jul 28 2013, 21:02
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 28th Jul...   Jul 29 2013, 21:48
|- - Geoჟორჟიკა   ციტატა(minchanin @ Jul 29 2013, 2...   Aug 5 2013, 21:06
- - HUNTER FREDY   ექპერიმენტალური ც...   Aug 5 2013, 21:15
|- - minchanin   ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 5 2013,...   Aug 5 2013, 21:40
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY ციტატა(irakli fofxadze ...   Aug 5 2013, 21:37
- - HUNTER FREDY   იარაღის გამოცდის წ...   Aug 5 2013, 21:50
|- - minchanin   ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 5 2013,...   Aug 5 2013, 22:24
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY რას გვეჩხუბე...   Aug 5 2013, 21:51
- - HUNTER FREDY   არვჩხუბობ კაცო ემ...   Aug 5 2013, 21:56
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY ციტატა(irakli fofxadze ...   Aug 5 2013, 21:59
- - HUNTER FREDY   კაცოოო მერე მეტყვი...   Aug 5 2013, 22:08
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY მდაჰ , ჰოდა მა...   Aug 5 2013, 22:25
- - minchanin   ჰო, კიდევ ერთი. იარა...   Aug 5 2013, 22:31
|- - HUNTER FREDY   ციტატა(minchanin @ Aug 5 2013, 23...   Aug 8 2013, 20:28
- - minchanin   ციტატა(geojorjika @ 5th August 20...   Aug 8 2013, 20:05
- - minchanin   HUNTER FREDY მეგობარო. მე თ...   Aug 9 2013, 09:41
- - HUNTER FREDY   minchanin გაიხარე ძამიკ...   Aug 9 2013, 10:23
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY ციტატა(irakli fofxadze ...   Aug 9 2013, 12:40
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Geoჟორჟიკა ...   Aug 9 2013, 19:01
|- - Geoჟორჟიკა   ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 9 2013,...   Aug 9 2013, 21:31
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 9th Augu...   Aug 9 2013, 18:10
- - HUNTER FREDY   რა მარტივია ყველაფ...   Aug 10 2013, 08:06
- - megreli   ციტატა(irakli fofxadze @ 9th Augu...   Aug 10 2013, 08:51
- - game 91   მემგონი ამ ადამიან...   Aug 10 2013, 10:07
- - Geoჟორჟიკა   game 91 ციტატა(gamezardashvili ...   Aug 10 2013, 14:19
- - Geoჟორჟიკა   ციტატა(irakli fofxadze @ 10th Aug...   Aug 10 2013, 14:24
- - HUNTER FREDY   კანონი ექსპეწრიმე...   Aug 10 2013, 17:12
- - game 91   საქართველოში ეგეთ...   Aug 10 2013, 17:41
- - HUNTER FREDY   კანონში ნადირობის ...   Aug 10 2013, 19:17
- - HUNTER FREDY   მუხლი 14. იარაღის ბა...   Aug 10 2013, 19:27
- - game 91   მასეთი 2 აზროვანი ტ...   Aug 10 2013, 19:30
- - HUNTER FREDY   რაზე უნდა ინადირო ...   Aug 10 2013, 19:32
|- - game 91   ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 10 2013...   Aug 13 2013, 11:33
- - ალთაზარ   HUNTER FREDY ბოდიშით ოფფი...   Aug 10 2013, 20:09
- - Geoჟორჟიკა   მომკალი და მე სხვა ...   Aug 10 2013, 22:45
- - HUNTER FREDY   Geoჟორჟიკა კი იქ უნდ...   Aug 11 2013, 01:42
- - minchanin   HUNTER FREDY მეგობარო , ნუ ...   Aug 12 2013, 21:03
- - ალთაზარ   minchanin ციტატა4. იარაღი...   Aug 12 2013, 21:08
- - HUNTER FREDY   მუხლი მე 14 ტე მე 4 და...   Aug 12 2013, 21:10
- - Geoჟორჟიკა   ციტატა(irakli fofxadze @ 12th Aug...   Aug 12 2013, 22:26
- - ალთაზარ   საქართველოს შინაგ...   Aug 12 2013, 22:48
- - Geoჟორჟიკა   ალთაზარ გაიხარე დ...   Aug 12 2013, 22:49
- - HUNTER FREDY   რაც მე ეს ვეძებე გა...   Aug 12 2013, 23:05
- - ალთაზარ   HUNTER FREDY მეც დაახლოე...   Aug 12 2013, 23:08
- - game 91   აქ არის ის ბალიტიკ...   Aug 13 2013, 11:23
- - ალთაზარ   game 91 ჩემს მიერ დადებ...   Aug 13 2013, 11:49
|- - game 91   ციტატა(ალთაზარ @ Au...   Aug 13 2013, 12:18
|- - HUNTER FREDY   ციტატა(game 91 @ Aug 13 2013, 13...   Aug 13 2013, 15:22
- - game 91   რავი ეტყობა მე გამ...   Aug 13 2013, 16:20
- - HUNTER FREDY   რამე კი არა ბევრი რ...   Aug 13 2013, 16:44
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 10th Aug...   Aug 13 2013, 20:36
- - ალთაზარ   minchanin ციტატარაც შეე...   Aug 14 2013, 00:02
- - HUNTER FREDY   ან არგინდათ რო არს...   Aug 14 2013, 07:23
- - minchanin   ალთაზარ, HUNTER FREDY 1. მე ა...   Aug 14 2013, 13:02
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 10:28