ახალი იარაღი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ახალი იარაღი
minchanin
პოსტი May 24 2013, 13:08
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ მეგობრებო. გადავწყვიტე ახალი თემა შემექმნა, რaდგან მსგავსი ვერ ვნახე. საქმე შემდეგშია - სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა ასეთი რამ.

ეს არის დუბელის ჩასაჭედებელი პისტოლეტი СМП-3, ერთი კვირა ვიფიქრე რაში გამომეყენებინა, და მომივიდა იდეა ამ აგრეგატიდან გამეკეთებინა თოფი. მით უმეტეს, რომ მე ამის უფლება მაქვს (ლიცენზია იარაღის დამზადებაზე). გადავაკეთე სასხლეტი და დამცემი მექანიზმები, გავუკეთე სამიზნე და ონდახი, დავუყენე ოპტიკა და ლაზერული სამიზნე და მივიღე ეს



ნახაზებსა და სქემას შეგნებულად არ დავდებ, რადგან თავიდან ავიცილოთ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება მათი მხრიდან, ვისაც ამისი უფლება არ გააჩნია. მე მხოლოდ ვილაპარაკებ მის ტაქტიკო-ტექნიკურ შედეგებზე, ბალისტიკაზე, მასში გამოყენებულ ვაზნებსა და მუხტებზე, ასეთი იარაღის მიზანშეწონილობაზე და ა. შ.
დავიწყებ წონიდან.წონა გამოვიდა 3,8 კგ. სიგრძე 71 სმ. რა თქმა უნდა თავის სიგრძესთან შედარებით მძიმეა, მაგრამ... სამაგიეროდ დიდი გამძლეობის მარაგით („ზაპას პროჩნოსტი“). ლულის სიგრძე არის 28,5 სმ.

კომპლეკტში მოყვა სამი ლულა -ორი 8 მმ.-იანი და ერთი 12 მმ.იანი კალიბრი .მართალი გითხრათ ლულა ძალიან მოკლეა ჩემი მიზნისთვის, მაგრამ რაც არის ეგ არის. შიგნიდან და გარედან ლულები მოქრომილია

თანაც საკმაოდ ხარისხიანად, ბევრი სანადირო თოფი ვერ დაიკვეხნის ასეთ ხარისხიან მოქრომვას. ვინ თქვა საბჭოთა კავშირში უხარისხო ნაწარმს უშვემდნენო? აგრეგატი გამოშვებულია 1966 წელს. და ისე კაეგად იყო გაპოხილი საპოხი მასალით , და შენახული, რომ სრულიად ახალივით გამოიყურება. გარდა ამისა ლულები არიან ნაწრთობები ისე მყარად, რომ სახარატო ჩარხის საჭრისი ვერ იღებს. ჩემი აზრით გამძლეობის მარაგით არა თუ არ ჩამოუვარდება 7,62 კალიბრის შაშხანებს, არამედ აღემატება მათ სულ მცირე ორჯერ მაინც (თუმცა ეს ჩემი სუბიეტტური აზრია). ასეთი გამძლეობის მარაგი საშუალებას მაძლევს თამამად ჩავატარო ექსპერიმენტები ოპტიმალური მუხტისა და ტყვიის წონის შესარჩევად.


პირველი პრობლემა იყო მისთვის ვაზნის მოძებნა. მაგრამ, ლულის საგილზის ზომებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ვაზნები თვითონ გამეჩარხა

შემდეგი ოპერაცია იყო მათი დატენვა. 8 მმ.-იანი ფინთიხი ( კარტეჩი) ხელმისაწვდომია. გავატარე ლულაში. საკმაოდ მჭიდროდ გაიარა, და ამასთანავე ფინთიხი თითქმის არ დეფორმირებულა.ავწონე. გამოვიდა 3,13 გრამი. ბუტურლინის თეორიიდან გამომდინარე, დენთის წონა (კერძოდ "სოკოლის") უნდა იყოს 1/16. "სოკოლის" წონა გამოვიდა 0,2 გრ. მაგრამ, სულმა წამძლია და გადავწყვიტე მეტი მუხტით გამომეცადა. და დავტენე 0,35 გრ. "სოკოლით".პიჟად გამოვიყენე ხელსახოცი ქაღალდი და მაგრად ჩავპრესე. სამი მეტრიდან გახ**იტა სამი 3 სმ. -იანი ხმელი ფიჭვის ფიცარი, და მეოთხეში ტყვია ნახევრამდე (ტყვიის დიამეტრის ნახევრამდე) შევიდა. ე.ი. 94 მმ.-ზე შევიდა. ტყვიის სჩქარე (ქრონოგრაფით) აჩვენა (საშუალო) 569,8 მ/წ. ანუ 508 ჯოული ლულის ენერგია (შეიძლება არა სწორად გადავთარგმნე რუსული „დულნაია ენერგია“). თუ შევადარებთ ე,წ. „გეკოს“- ტყვიის სიჩქარე 333 მ/წ (ზოგიერთ შემთხვევასი 350 მ/წ) , ლულის ენერგია -140 ჯოული (153) , გამოდის რომ მისი (გეკოს) ტყვიის სიჩქარე 1.7 -ჯერ ნაკლებია, და ლულის ენერგია კი 4-ჯერ. „კალაშნიკოვის“ (7,62) ტყვიის სიჩქარეს 150 მ/წ-ით ჩამორჩა. და 12 კალიბრის ჟაკნის სიჩქარეს 190 მ/წ-ით აჯობა. გადავწყვიტე „სოკოლის“ მაგივრად გამომეყენებინა „რექსი“. „სოკოლის“ შეფარდება „რექს“-თან (მაღაზიის რეკომენდაციით) 1,375. ე.ი. 0,35/1,375=0,26 გრ. გავტესტე სიზუსტე

რეზულტატმა არ დამაკმაყოფილა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. დავტენე ვაზნები სტანდარტული , 0,15 გრ. „რექსით“, ტყვიის საშუალო სიჩქარე აჩვენა 378.3 მ/წ. მგონი სიჩქარეც სტანდარტულია. გავტესტე სიზუსტეზე

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ალთაზარ
პოსტი Aug 12 2013, 22:48
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №576
2011 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბერის № 750 ბრძანებულების 33 მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თანდართული სახით დამტკიცდეს „იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი

იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი

მუხლი 1
იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი (შემდგომში – წესი) ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბერის № 750 ბრძანებულების 33 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ თავის კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, აგრეთვე მათი ძირითადი ელემენტების, ბალისტიკური შემოწმების, იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის, იარაღის დადამღვის წესსა და პირობებს.
მუხლი 2
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
ბ) სააგენტოს თანამშრომელი – კანონმდებლობის თანახმად იარაღის ბალისტიკური შემოწმების, ექსპერიმენტალური გასროლისა და იარაღის დადამღვის განხორციელებაზე სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი;
გ) იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
დ) ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
ე) დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;
ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში ამ წესით განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;
ზ) დამზადებული იარაღის მოწმობა – სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის, დამზადებულ იარაღთან დაკავშირებული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ადასტურებს დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის გასხვისების ფაქტს;
თ) დაინტერესებული პირი – კანონმდებლობით დადგენილი პირი, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა.
მუხლი 3
1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება იარაღის (მისი ძირითადი ელემენტების) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები, საიდენტიფიკაციო ნომრების, მასრებისა და ტყვიების ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით აუქციონის გზით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისას განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები, საიდენტიფიკაციო ნომრები, იარაღის საბაზრო ღირებულება, ხოლო იარაღიდან ექსპერიმენტალური გასროლა ხორციელდება ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით.
3. სააგენტოს მიერ ბალისტიკური შემოწმება ხორციელდება:
ა) რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იარაღზე;
ბ) იარაღის შემადგენლობისაგან განცალკევებულად რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ძირითად ელემენტზე;
გ) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე (გარდა იმ იარაღებისა, რომლებზეც სავალდებულო არ არის ექსპერიმენტული გასროლის განხორციელება);
დ) იარაღის დამამზადებელის მიერ, დამზადებულ, სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით, აუქციონის გზით რეალიზაციისათვის განკუთვნილ, ყადაღადადებულ იარაღზე;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე;
ზ) ლიცენზირებულ პირთან შეკეთებულ იარაღზე, თუ იარაღის შეკეთების შედეგად იცვლება იარაღის ბალისტიკური მონაცემი;
თ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას (დაკარგვის ან დაზიანებისას).
4. ბალისტიკური შემოწმების აქტში ძირითადი ელემენტების აღნიშვნა ხორციელდება რომაული რიცხვებით (ლულა – I, ჩარჩო – II, ჩამკეტი – III, ლულის კოლოფი – IV დოლურა – V), რომელიც დაიტანება ძირითადი ელემენტის საიდენტიფიკაციო ნომრის წინ. ამასთან, იარაღის ტიპისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, სააგენტოს თანამშრომელი განსაზღვრავს, რომელი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ძირითადი ელემენტის ასახვაა საჭირო ბალისტიკური შემოწმების აქტში.
5. ბალისტიკური შემოწმების ჩატარების შემდგომ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით რეალიზებული იარაღის საკუთრებად რეგისტრაციისას, შემძენი ფიზიკური პირი, შემდგომი რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) საფუძვლის წარმოშობამდე, თავისუფლდება იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისაგან.
6. ბალისტიკური შემოწმების ჩატარების შემდგომ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით რეალიზებული იარაღის საკუთრებად რეგისტრაციისას, შემძენი ფიზიკური პირი, შემდგომი რეგისტრაციის (ხელახალ რეგისტრაციის) საფუძვლის წარმოშობამდე, თავისუფლდება იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისაგან (გარდა ექსპერიმენტალური გასროლისა ან/და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და დადამღვისა).
7. იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას, იარაღის (მისი ძირითადი ელემენტის) დაზიანების ან სხვა ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, იარაღის შეკეთებაზე ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის გადატანის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა. აღნიშნული გარემოების არსებობისას ბალისტიკური შემოწმება წყდება.
8. იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად დგება ელექტრონული ან/და მატერიალური სახის იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი.
9. იარაღის დამამზადებლის მიერ დამზადებული, სარეალიზაციოდ განკუთვნილი იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამატებით აისახება დამზადებული იარაღის მოწმობაში.
10. იარაღის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ბალისტიკური შემოწმების შდეგად აქტში ასახული იარაღის (მისი ძირითადი ელემენტის) მონაცემები უცვლელად აისახება სარეგისტრაციო მონაცემებად.
მუხლი 4
სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს იარაღის ბალისტიკური შემოწმებაზე ან/და შესაბამისი აქტის გაცემაზე, თუ :
ა) ბალისტიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კონსტრუქციული ნაკლი, დაზიანება ან გაუარგისება, რის გამოც შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება ან ექსპლუატაცია შეცვლილია ტექნიკური მახასიათებელი;
ბ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) შემზღუდავი გარემოება;
გ) არსებობობს ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები;
დ) იარაღის დადამღვის განხორციელებისათვის, ამ წესით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, დაინტერესებული პირი უარს აცხადებს იარაღის დადამღვაზე;
ე) ბალისტიკური შემოწმების შედეგად ვერ დგინდება კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები;
ვ) წარმოდგენილი არ იქნა ბალისტიკური შემოწმების ან/და იარაღის დადამღვისათვის კანონით განსაზღვრული საფასური;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5
1. სააგენტოს თანამშრომელი იარაღიდან ექსპერიმენტულ გასროლას აწარმოებს:
ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის – პისტოლეტის ან რევოლვერის ( მათ შორის, საფანტის) ბალისტიკური შემოწმებისას;
ბ) მოკლეხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი, იარაღის შემადგენლობიდან განცალკევებულად ლულის რეგისტრაციისათვის (ან ხელახალი რეგისტრაციისათვის) ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ლულიდან ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს მის შესაბამის იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების გზით.
3. ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღიდან ექსპერიმენტალური გასროლა ხორციელდება, მისი რეალიზაციის შემდგომ, იარაღის შემძენის მიერ სააგენტოში იარაღის რეგისტრაციისას.
4. დაინტერესებული პირი ვალდებულია იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის განსახორციელებლად, სააგენტოში წარმოადგინოს იარაღის შესაბამისი არანაკლებ სამი ვაზნა. აღნიშნული ვალდებულების შესრულებამდე სააგენტო უფლებამოსილია არ განახორციელოს იარაღის რეგისტრაცია (ხელახალი რეგისტრაცია).
5. ექსპერიმენტული გასროლის განხორციელებამდე, იარაღზე ან ვაზნაზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ან დეფორმაციის გამოვლენის, აგრეთვე ვაზნის კალიბრის იარაღის კალიბრთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს იარაღისა და ვაზნების ვიზუალური დათვალიერება.
6. სააგენტოს თანამშრომელის მიერ იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს სპეციალურ ტყვიამჭერში, ამასთან გამორიცხული უნდა იქნეს გასროლილი ტყვია-მასრების შემთხვევით შეცვლა სხვა იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრებით.
7. აკრძალულია ექსპერიმენტული გასროლისას უცხო პირის დასწრება.
8. სააგენტოს თანამშრომელი, ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებულ მასრებსა და ტყვიებს, ათავსებს შესაბამის კონტეინერში (კოლოფში, პაკეტში) და ლუქავს. დალუქული კონტეინერი იარაღისა და მისი მფლობელის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან ერთად 30 დღის ვადაში, ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაეცემა საქართევლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
9. ექსპერიმენტული გასროლა არ განხორციელდება, თუ:
ა) კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წარმოდგენილი იარაღიდან ან მისი ძირითადი ელემენტიდან ექსპერიმენტული გასროლის ვალდებულებას;
ბ) დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელებაზე;
გ) იარაღის, მისი ძირითადი ელემენტის ან ვაზნის დაზიანების, გაუმართაობის ან კოროზიის გამო შეუძლებელია ექსპერიმენტალური გასროლის წარმოება;
დ) იარაღის გაუმართაობის გამო ექსპერიმენტალური გასროლის შედეგად ტყვიებზე ან მასრებზე შეუძლებელია ექსპერიმენტალური კვლევის მიღება;
ე) იარაღიდან ექსპერიმენტალური განსროლის განსახორციელებლად დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ იქნა შესაბამისი რაოდენობის ან ტიპის ვაზნები;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
10. სააგენტოს (თანამშრომელს) არ შიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ექსპერიმენტული გასროლისას იარაღის დაზიანებისათვის, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.
მუხლი 6
1. დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრაციისათვის (ან ხელახალი რეგისტრაციისათვის) წარმოდგენილ იარაღზე, დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის არსებობის ან საიდენტიფიკაციო ნომრის არ არსებობის შემთხვევაში, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება სააგენტოს თანამშრომლის მიერ, მისი იარაღის ძირითად ელემენტზე დადამღვის გზით.
2. დადამღვა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.
მუხლი 7
1. რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იარაღზე (მის ძირითად ელემენტებზე) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და დადამღვა ხორციელდება, თუ:
ა) სანადირო გლუვლულიან იარაღს (თოფს) ჩარჩოზე ან/და ლულაზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) სანადირო ხრახნილლულიან იარაღს (კარაბინს ან შაშხანს) ჩარჩოზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) სანადირო კომბინირებულ იარაღს ჩარჩოზე ან/და ლულაზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) პისტოლეტს ან რევოლვერს ჩარჩოზე ან/და ჩამკეტზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) ცალკე რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ძირითად ელემენტს (გარდა დოლურასი) არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება ქარხნულად დაკომპლექტებულ იმ მარკა/მოდელის იარაღებზე, რომელთა ძირითად ელემენტზე საიდენტიფიკაციო ნომრის დატანას არ ითვალისწინებს ქარხანა-დამამზადებლი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ძირითად ელემენტზე დაუზიანებელი საიდენტიფიკაციო ნომრის არსებობის შემთხვევაში, მეორე ძირითად ელემენტზე დამღის სახით დაიტანება იდენტური ნომერი, ხოლო თუ არც ერთ ძირითად ელემენტს არ გააჩნია ან გააჩნია დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომერი, იარაღს (მისი ძირითად ელემენტს) ენიჭება ახალი საინდენტიფიკაციო ნომერი.
4. იარაღზე (მის ძირითად ელემენტზე) ახალი საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვისას, ნომრის კომბინაცია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 4 ციფრისაგან.
5. ახალი საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების შემთხვევაში, ძველი (დაზიანებული) საიდენტიფიკაციო ნომერი ჩაითვლება გაუქმებულად.
6. ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და დადამღვა ხორციელდება, მისი რეალიზაციის შემდგომ, იარაღის შემძენის მიერ სააგენტოში იარაღის რეგისტრაციისას.
7. დამღის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის მიერ.


Geoჟორჟიკა
ციტატა
სადაა ეგ დამტკიცებული წესი?


აგერააა ბატონო და გადახედე


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- minchanin   ახალი იარაღი   May 24 2013, 13:08
- - minchanin   გავაგრძელე ექსპერ...   May 24 2013, 13:17
- - kajuberi   minchanin კარგი ნაშრო...   May 24 2013, 13:27
- - ახალციხელი   RE: ახალი იარაღი   May 24 2013, 14:07
- - HUNTER FREDY   კარგი ნაშრომია მომ...   May 24 2013, 14:13
- - mardi   minchanin საინტერესო ნა...   May 24 2013, 15:43
- - კუთხა   ბრავო   May 24 2013, 16:00
- - მაქსიმუსა   აი მალადეეც! გაოც...   May 24 2013, 16:27
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 24th May...   May 24 2013, 17:45
- - kupra   კაია ბრატ ღმერთმა ...   May 24 2013, 17:55
- - minchanin   ისე საინტერესოა, თ...   May 24 2013, 18:01
- - Bone   minchanin არამგონია არს...   May 24 2013, 18:26
- - Shooter   ოპტიმალური სიჩქარ...   May 24 2013, 19:34
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Shooter @ May 24 2013, 20...   May 24 2013, 19:48
- - Davitus   minchanin რა გითხრათ აბა...   May 24 2013, 20:08
- - minchanin   ციტატა(Davitus @ 24th May 2013 ...   May 24 2013, 21:02
- - minchanin   ასეთ ტყვიებს აქვთ ...   May 24 2013, 21:12
- - gagrinski   მე თქვენს ადგილას ...   May 24 2013, 21:33
- - HUNTER FREDY   დიდი არაფერია მეგო...   May 24 2013, 21:35
- - Shooter   ხო უნდა პატარა შეს...   May 24 2013, 23:05
- - Shooter   http://improguns.blogspot.ca/   May 25 2013, 00:54
- - minchanin   ციტატა(Shooter @ 25th May 2013 ...   May 25 2013, 09:19
- - HUNTER FREDY   აკრებუზა კი არა არ...   May 25 2013, 11:29
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 25th May...   May 25 2013, 15:27
- - Shooter   იარაღზე მუშაობა რო...   May 25 2013, 22:18
- - jola   მე როგორც ვიცი მაგ ...   May 26 2013, 01:33
- - minchanin   ციტატა(Shooter @ 25th May 2013 ...   May 26 2013, 18:52
|- - Shooter   ციტატა(minchanin @ May 26 2013, 1...   May 26 2013, 20:59
- - minchanin   ციტატა(jola @ 26th May 2013 ...   May 26 2013, 18:59
- - Davitus   ეს კონკრეტული სიტუ...   May 26 2013, 21:20
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22...   May 26 2013, 22:09
|- - Shooter   ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22...   May 26 2013, 22:39
- - minchanin   Shooter მეგობარო!ციტა...   May 26 2013, 21:46
- - minchanin   გავაგრძელებ ჩემს თ...   Jul 1 2013, 19:06
- - Davitus   minchanin შეიძლება პრაკ...   Jul 2 2013, 00:54
- - ჭალიმგელა   Davitus +1 ზუსტად მასე ვფ...   Jul 2 2013, 06:39
- - minchanin   ციტატა(Chalimgela @ 2nd July 2013...   Jul 2 2013, 21:32
- - Geoჟორჟიკა   minchanin ბევრი გიწვალი...   Jul 2 2013, 22:05
- - minchanin   Geoჟორჟიკა მადლობა წ...   Jul 3 2013, 16:15
- - Geoჟორჟიკა   minchanin გაიხარე დიდი მ...   Jul 4 2013, 22:08
- - minchanin   Geoჟორჟიკა სწავლა მთ...   Jul 5 2013, 13:03
- - minchanin   გამარჯობათ მეგობრ...   Jul 27 2013, 20:28
- - ჭაღარა   მშვენიერია, მგონი ...   Jul 27 2013, 21:17
- - HUNTER FREDY   იკრძალება   Jul 28 2013, 06:42
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 28th Jul...   Jul 28 2013, 12:21
|- - HUNTER FREDY   ციტატა(minchanin @ Jul 28 2013, 1...   Jul 28 2013, 21:02
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 28th Jul...   Jul 29 2013, 21:48
|- - Geoჟორჟიკა   ციტატა(minchanin @ Jul 29 2013, 2...   Aug 5 2013, 21:06
- - HUNTER FREDY   ექპერიმენტალური ც...   Aug 5 2013, 21:15
|- - minchanin   ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 5 2013,...   Aug 5 2013, 21:40
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY ციტატა(irakli fofxadze ...   Aug 5 2013, 21:37
- - HUNTER FREDY   იარაღის გამოცდის წ...   Aug 5 2013, 21:50
|- - minchanin   ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 5 2013,...   Aug 5 2013, 22:24
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY რას გვეჩხუბე...   Aug 5 2013, 21:51
- - HUNTER FREDY   არვჩხუბობ კაცო ემ...   Aug 5 2013, 21:56
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY ციტატა(irakli fofxadze ...   Aug 5 2013, 21:59
- - HUNTER FREDY   კაცოოო მერე მეტყვი...   Aug 5 2013, 22:08
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY მდაჰ , ჰოდა მა...   Aug 5 2013, 22:25
- - minchanin   ჰო, კიდევ ერთი. იარა...   Aug 5 2013, 22:31
|- - HUNTER FREDY   ციტატა(minchanin @ Aug 5 2013, 23...   Aug 8 2013, 20:28
- - minchanin   ციტატა(geojorjika @ 5th August 20...   Aug 8 2013, 20:05
- - minchanin   HUNTER FREDY მეგობარო. მე თ...   Aug 9 2013, 09:41
- - HUNTER FREDY   minchanin გაიხარე ძამიკ...   Aug 9 2013, 10:23
- - Geoჟორჟიკა   HUNTER FREDY ციტატა(irakli fofxadze ...   Aug 9 2013, 12:40
|- - HUNTER FREDY   ციტატა(Geoჟორჟიკა ...   Aug 9 2013, 19:01
|- - Geoჟორჟიკა   ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 9 2013,...   Aug 9 2013, 21:31
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 9th Augu...   Aug 9 2013, 18:10
- - HUNTER FREDY   რა მარტივია ყველაფ...   Aug 10 2013, 08:06
- - megreli   ციტატა(irakli fofxadze @ 9th Augu...   Aug 10 2013, 08:51
- - game 91   მემგონი ამ ადამიან...   Aug 10 2013, 10:07
- - Geoჟორჟიკა   game 91 ციტატა(gamezardashvili ...   Aug 10 2013, 14:19
- - Geoჟორჟიკა   ციტატა(irakli fofxadze @ 10th Aug...   Aug 10 2013, 14:24
- - HUNTER FREDY   კანონი ექსპეწრიმე...   Aug 10 2013, 17:12
- - game 91   საქართველოში ეგეთ...   Aug 10 2013, 17:41
- - HUNTER FREDY   კანონში ნადირობის ...   Aug 10 2013, 19:17
- - HUNTER FREDY   მუხლი 14. იარაღის ბა...   Aug 10 2013, 19:27
- - game 91   მასეთი 2 აზროვანი ტ...   Aug 10 2013, 19:30
- - HUNTER FREDY   რაზე უნდა ინადირო ...   Aug 10 2013, 19:32
|- - game 91   ციტატა(HUNTER FREDY @ Aug 10 2013...   Aug 13 2013, 11:33
- - ალთაზარ   HUNTER FREDY ბოდიშით ოფფი...   Aug 10 2013, 20:09
- - Geoჟორჟიკა   მომკალი და მე სხვა ...   Aug 10 2013, 22:45
- - HUNTER FREDY   Geoჟორჟიკა კი იქ უნდ...   Aug 11 2013, 01:42
- - minchanin   HUNTER FREDY მეგობარო , ნუ ...   Aug 12 2013, 21:03
- - ალთაზარ   minchanin ციტატა4. იარაღი...   Aug 12 2013, 21:08
- - HUNTER FREDY   მუხლი მე 14 ტე მე 4 და...   Aug 12 2013, 21:10
- - Geoჟორჟიკა   ციტატა(irakli fofxadze @ 12th Aug...   Aug 12 2013, 22:26
- - ალთაზარ   საქართველოს შინაგ...   Aug 12 2013, 22:48
- - Geoჟორჟიკა   ალთაზარ გაიხარე დ...   Aug 12 2013, 22:49
- - HUNTER FREDY   რაც მე ეს ვეძებე გა...   Aug 12 2013, 23:05
- - ალთაზარ   HUNTER FREDY მეც დაახლოე...   Aug 12 2013, 23:08
- - game 91   აქ არის ის ბალიტიკ...   Aug 13 2013, 11:23
- - ალთაზარ   game 91 ჩემს მიერ დადებ...   Aug 13 2013, 11:49
|- - game 91   ციტატა(ალთაზარ @ Au...   Aug 13 2013, 12:18
|- - HUNTER FREDY   ციტატა(game 91 @ Aug 13 2013, 13...   Aug 13 2013, 15:22
- - game 91   რავი ეტყობა მე გამ...   Aug 13 2013, 16:20
- - HUNTER FREDY   რამე კი არა ბევრი რ...   Aug 13 2013, 16:44
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 10th Aug...   Aug 13 2013, 20:36
- - ალთაზარ   minchanin ციტატარაც შეე...   Aug 14 2013, 00:02
- - HUNTER FREDY   ან არგინდათ რო არს...   Aug 14 2013, 07:23
- - minchanin   ალთაზარ, HUNTER FREDY 1. მე ა...   Aug 14 2013, 13:02
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 00:17