შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შეჯიბრება "ანტ"-სა და იური კონოვალოვის "ევროპელებს" შორის! |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან საინტერესოა!
მე მგონი ბევრ რამეს ხდის უფრო გასაგებს. ჩვენთანაც ხომ არ მოგვეწყო მსგავსი ღონისძიება? ![]() http://www.uahunter.com.ua/forum/sravnenie...ove-t61633.html |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
ბაბუ
ბატონო თენგო გარდა იმისა რომ ამ წინადედბით მატყუარებს გვიწოდებთ ციტატა ზოგჯერ როგორ გაგეპარებათ სიმართლე!!!!! ამასთან სულ სხვნაირ ინტერპრეტაციას აძლევთ ჩემს დაწერილს. მე არ დამიწერია რომ დიდი ძებნის ძაღლი ვ ე რ ნადირობს მე დავწერე ა რ ა ნ ა დ ი რ ე ბ ე ნ-თქო ეს ნიშნავს რომ რიგი მიზეზბის გამო, რაც არა ერთხელ ახსნა აქ გიგიომ მაგ ძაღლებს გარკვეულ ასაკამდე შეზღუდული ოდონებით უწევთ პრაქტიკული ნადირობა. ამასთან გადიან ინტესნიურ ფიზიკურ და სავალე ვარჯიშებს. როგორ შეიძლება იმ ძაღლმა ვერ ინადიროს რომელიც ყველაზე ახლოს დგას ჯიშის სანადირო სტანდარტან? არა ერთხელ დაწერილა აქ რომ ეგ კასტა/კატეგორია სხვა სფერო და სხვა სამყაროა, რომელსაც არავინ ეხება აქ და კიდე კაი ხანი ვერ შეეხება. მე პირადად ეგ სახეობა სპორტად მიმაჩნია, მაგრამ მხოლოდ ეგ და არ სხვა. და მაგიტომაც არის ურთულესი. ეზოში ფეხბურთის თამაში შეუძლია ყველას, მაგრმა უმაღლეს ლიგებში მართო რჩეულები თამაშობენ. ციტატა "ანტის" და კონოვალოვის ძაღლების შეჯიბრი სწორედ მაგიტომ მოხდა რომ ეს უკანასკნელი ამტკიცებდა რომ მისი,ფილდ ტრაილისთვის მომზადებული ძაღლები არა მარტო ნადირობენ მწყუერზე,არამედ "აქოურებს" ჩახდიდნენ! რაც გამოვიდა ვნახეთ.ახლა ჩვენზეა რიგი. არის საქართველოში 3-4 "ევროპელი" შევაჯიბროთ ჩვენს "კონსერვის ქილებს" და ვნახოთ რა გამოვა!!!!!!!! მე არვიცი რას ამტკიცებდა ეგ კაცი, მაგრამ ფაქტი ერთია მისმა ძაღლებმა (რომელთაც რაც მე ვნახე არაფერი მიღწევები არ ააქვთ) ცუდად იმუშავეს და მისი ცუდი საქციელის გამო გაგიხარდათ მისი მარცხი. ეს გასაგებია, და ეგეთი კაცი კაცად არ ვარგა საერთოდ, მაგრამ ამ თემამ დასკვნის ხასიათი მიიღო კერძოდ კი ასეთი; " აი ხომ ვამბოდით ჩვენ..." მახსოვს აქ "მამხილეს" მე ვიდეოთი დასკვნების გაკეთებაში და ფოტოშოფით სურათების კეთებაში, მიუხედვად იმისა რომ ფოტოშოფი ძალიან კარგად ვიცი, ნამდვილად არგამიკეთებია არც ერთი სურათი. შეჯიბრებას რაც შეეხება ჩაატარონ ბატონო, სამწუხაროდ მე არც ძაღლი მყავს, არც მანდ ვცხოვრობ და სავარუდოდ კიდე კაი ხანი ვერ ვიცხოვრებ. ციტატა ისე,გულახდილად რომ გითხრა,მაგ "ევროპელებს" რომლებსაც პატრონები ჩვეულებრივად ანდირებენ და ყირიმში არ დაყავთ გნოლზე დასაგეშად ,ძალიან დიდი შანსი აქვთ აჯობონ ადგილობრივებს და ჩვენ რას ვწერთ ამისგან განსხვავებულს? ზუსტად იგივეს ვამბობთ. ზაზა ციტატა ზოგჯერ მგონია, რომ რასაც ვწერ არც კითხულობენ-ხოლმე რომ არ ვკითხულობდე ხომ არ დავპოსტავდი? ციტატა პირადად პოინტერი მყავდა და ახლა მეორეს ვგეშავ, მომწონს ეს ჯიში, ასევე სეტერიც და ვეძებ ლეკვს. სემიჩკებში არასოდეს მინადირია, კახეთში არც დავდივარ სანადიროდ, უფრო სწორედ კახეთის ცა არც მინახავს თქვენ დაწერეთ და აღწერეთ ადგილები თუ როგორ პირობებში უწევს რიგით ქართლელ, კახელ, მეგრელ და გურულ მონადირეს ნადირობა, რაშიც მე სრულიად გეთანხმებით, მაგრამ იმ აღწეტის მიხედვით პოინტერი ჩემი აზრით გამოუსადეგარია. მაგრამ როგორც ირკვევა თქვენ გაშლილ ადგილებში ნადირობთ სადაც პოინტერი და ინგლ. სეტერი შეიძლება ყველას ჯობია. მე ეს ვიგულისხმე და არა ის რომ თქვენ პოინტერი არ გიყვართ. მე ყველა ჯიში მიყვარს მაგრამ რომლს ვიყოლიებ გადავწყვეთ იმ ადგილით სადაც ვნადირობ ძირითად. მე ასეთი მიდგომ მაქვს. სხვა სხვნაირია. სოფელი ჭრელია, ყველა ერთ ჭკუაზე ვერ ივლის, მაგრამ მონადირე თუ ძაღლითაც არის დაინტერესებული უბრალოდ ვალდებულია რომ ამა თუ იმ ჯიშის სტანდრტი მეტ ნაკლებად შემოინახოს და გაუფრთხილდეს. მე ეჭვიც არ მეპარება რომ თქვენ და ყველა აქაური ასე იქცევა. ციტატა კარგი ფსიქიკა აქვს, თვალებში მიყურებს, ოჯახის წევრია, საწყენია, როცა გადასაგდებია, ჩამოსახრჩობიაო გირჩევს კონოვალოვი და სხვებიც მე ჩემი სეტერი რომელსაც თოფის ეშინოდა მთელ დიდი ძებნის ძაღლების მირჩევნია ერთად აღებულს. ვიღაც რომ მითხრას წადი ხეზე დაკიდეო შეიძლება აქთ დავკიდო ხეზე. აქ არის საუბარი კონკრეტულ ძაღლებზე არამედ ორ სხვდასხვა მიდგომაზე. თუ ვკამათობთ უნდა ვიკამათოთ, თუ რომელი მიდგომა ჯობია სელექციისთვი და სანადირო მეძაღლეობისთვის. და არა იმაზე რომ ზაზას და ჩემი ძაღლი ხეზე არიან დასაკიდი. ჩემი გამზრდელი ბებიის დასაფლავებაზე არ მიტირია და მაგრამ ძაღლი რომ მიმიკვდა ბაშვივით ვტიროდი, ახლა ვინმე რომ თქვას ეგ ძაღლი ხეზე იყო დასაკიდი იმის გამო რომ საბჭოთა მოშენების იყოო მეც ისევე მეწყინება როგორც ყველა სხავს. ამიტომ არ ვკითხულობ მე მაგ რუსლ საიტებს, უკცრავად და ჩათლახობის მეტი იქ არაფერი იწერება ორივე მხრიდან. არსებობს მონადირული კოლეგიალობა და სოლიდარობა რომლიც არ უნდა დაიღვეს. აქ გაზოგადებული ძაღლების შედარება უნდა მიდიოდეს, ისიც კულტურულ ფორმებში და არა ისეთი რჩევები როგორც ეგ ტიპი წერდა. ციტატა მათ რა გაუზრდიათ? რას მიაღწიეს? ჩემო კარგო, ეგ საქმე და ის მიღწევები რაც მათ ააქვთ არის დაახლოით 100 წლის. რაც საკმაოდ დიდ დროა სელექციისთვის. საქართველოში ხომ ეს საერთოდ გუშინ დაიწყო და რუსეთ-უკრაინაში გაწი გამოწიე 10 წელი. ეს არ არის საკმარისი დრო რაიმე კონკრეტული შედგების დასადებად და ვერც იქნება. ამ საქმეს უნდა დრო, მოთმინება და ფული. სამწუხაროდ ქართველებს ეს ბოლო ორი ძაან მცირედ ააქვთ. უფრო მეტ გეტყვი კიდე, შეიძლება ბევრი ჩამოყვანილი ძაღლი არ გამოვიდეს ისეთი როგრიც მათი მშობლები არიან, და შეიძლება უფრო გაიზარდოს სკეპტიციზმი, რადგან ეს საქმე ასე ხუთ წელიწადში არ გამოდის. თუმცა კარგი ძაღლებიც ხო გყავთ უკვე კლუბში, მე როგორცაქ ვკითხულობ ყველა აქბდა იმ გერმანიიდან ჩამოყვნა კურცჰაარს. ასეთი მაგალითები იქნება. ასეთიც და ისეთიც. მეც შევაბრუნებ კითხვას, რა დატოვეს საქრთველოში ცნობილმა პოინტრებმა? არაფერი! ვერც ერთი ლეკვი ვერ ჯობდა ვერც თენგოს ფანის, ვერც გოგოლაძის ძაღლას და ვერც ანდრონიკშვილის ძაღლს. იგივე შემიძლია ვთქვა ინგ. სეტერებშიც გერმანულებზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ იყო როცა მე მანდ ვიყავი. ახლა მგონი გამოსწორდა საქმე. ბოლოს დავამაებ რომ, ის ხალხი ვისაც ევროპული მეთოდი მოსწონს არიან ცალკე, ის ხალხი ვისაც ძველი წესები არიან ცალკე, ხოდა რატომ ხედავთ პრობლემას როცა არც ერთის ინტერესები არ იკვეთება? --------------- ახლა ყველას მივმართავ, გამოცდილ მონადირებსაც და ნაკლებად გამცდილებსაც. გთხოვთ უმორჩილესად, ჩამოწერედ ყველაზე სასურველი სანადირო ტიპის და მანერის ძაღლი (მეძებარი) რომელიც მეტნაკლებად შეესადაგება ქართულ პირობებს (ვგულისხმობ ლანდშაფტს და სანადირო ობიექტებს) ყველა თავისი სანადირო ელემტებით. და მერე ეს სასურველი ტიპი შევადაროთ ორივე მოშენების ძაღლბს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th May 2025 - 06:04 |