გლუვლულიანი იარაღის ყიდვა მინდა, არჩევაში დამეხმარეთ თუ შეიძლება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი იარაღის ყიდვა მინდა, არჩევაში დამეხმარეთ თუ შეიძლება |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 59 რეგისტრ.: 6-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ესეიგი, ვაპირებდი კარაბინის ყიდვას, მაგრამ ავწონ დავწონე და როგორც აღმოჩნდა ვერაფერზე ვერ ვინადირებდი, მეურნეობებს თუ არ ჩავთვლით, ლეგალურად. ამიტომ ისევ გლუვლულიანის ყიდვა მომიწევს რომ ვინადირო და გავერთო ხოლმე
ფრინველზე სანადიროდ რომელი გამოდგება? რომელი ფირმაა ხარისხიანი? რა კალიბრია საუკეთესო და ადვილად შოვნადი? და ა.შ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
nicco
Allstar მისმინეთ მეგობრებო. ყველა პოსტის მერე ჰუგლუ აშკარად ლიდერობს. მაგ ფასში წესიერ მობილურ ტელეფონს ვერ იყიდით. ეხლა ბალანსის იგნორირებას ახდენთ და ეგ დაუშვებელია. თოფს ხელში რო აიღებთ, იგივე ჰუგლუს ნახავთ რო სამიზნე საითაც მიმართავ თან მოგყვება და თოფიც იდეალურად შენთან ერთად მოძრაობს. იჟ-ები ყვინთავენ, რაც იმას ნიშნავს რო არასწორი ბალანსის გამო ლულა ან ქვევით მოდის ან ზევით და ძალისხმევა გჭირდება რო გაასწორო, ეს კი დროს მოითხოვს და კორექტირებისას აცდენებს და მოკლედ პრობლემაა. ასე რომ დასაწყისისთვის აიღეთ ჰუგლუ, ისწავლეთ სროლა, თოფი კი არ კლავს თავისით, კარგი მსროლელი კლავს. რო გამოიცდებით ესე 2-3 წელიწადი გადადით მერე თუ თანხა გექნებათ ბრენდებზე და ძვირადღირებულებზე. ეგ თოფები 10000-ს გასროლას გაუძლებს და 1000 ლარიან თოფს მეტს რას თხოვთ. კაცი არ მინახავს ჰუგლუს მომდურავი და გამოდით სტერეოტიპიდან რო რუსული ყველას ჯობია. აღარ ჯობია და თურქულმა გადაუსწრო ძალიან დიდი ნახტომით სანადირო იარაღში... ბევრსაც ნუ იფიქრებთ, თქვენ შემთხვევაში სავსებით საკმარისია და როცა არ იცი ბალანსი, სისტემა, ფოლადი, წყობა და კიდევ ძალიან ბევრი რამ, ნაშინ დაუჯერეთ გამოცდილ ხალხს და იყიდეთ ჰუგლუ 104... ამდენი კითხვაც უკვე არაკორექტულია, როცა უმეტესობამ ჰუგლუ გირჩიათ და ეს ხალხი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის და ძალიან ბევრჯერ ძალიან მომიგია ამ ხალხის რჩევებს რო დავუგდე ყური... ასე რომ წარმატებები , იყიდეთ მალე ეგ თოფები და გადით საქართველოს ულამაზეს ბუნებაში მეგობრებთან ერთად მე ვიტყოდი ყველაზე დიდი ადრენალინის მისაღებად მამაკაცის ცხოვრებაში... წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 18:38 |