ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა, ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ უთითებ. ამ თემაში განხილულია საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველთა უმთავრესი პარაზიტული ჭიები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები, ანუ ჰელმინთოზები, რომლების დიდ ზიანს აყენებენ ცხოველებს , სახელდობრ, იწვევენ პროდუქტიულობის შემცირებას, ზრდაში ჩამორჩენას და სხვ. ამავე დროს, ზოგჯერ ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობის შემთხვევა. საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველების ჰელმინთოფაუნაზე გამოკვლევები ჩაუტარებიათ : აკად. კ. სკრიაბინს, ა. პეტროვს, პ. ბურჯანაძეს, ა. ბლაჟინს, ტ. ბარათაშვილს, ვ. ჯიქიას, ი. კირშებლანტს, ს. გამცემლიძეს, თ.როდონაიას, ნ.კამალოვს, ბ. ყურაშვილს, ლ.ქოიავას, გ.მაცაბერიძეს, ი.ჭუბაბრიას და სხვ. ზემოთაღნიშნულ ავტორების მიერ საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველებში რეგისტრირებულია 249-ზე მეტი სახეობის ჰელმინთი. გარდა ჰელმინთებისა გარეულ ძუძუმწოვრებში რეგისტრირებულია ექტოპარაზიტები ფეხსახსრიანთა ტიპიდან (20 სახეობის იქსოდისებური ტკიპი, 8 სახეობის გამაზიდები). გარდა ამისა ტკიპები წარმოადგენენ მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გამომწვევებების გადამტანებს. ფეხსახსრიანებიდან, ძუძუმწოვრებში პარაზიტობებს ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელი-ლიგვატულა. სხვა ინვაზური დაავადებების გამომწვევებიდან გარეული ძუძუმწოვრებში (მღრნელებში)აღწერილია 28 სახეობის კოქციდია, კურდღელსა და მელიაში 2 სახეობა. ვირთაგვებსა და ძაღლებში რეგისტრირებულია ტოქსოპლაზმოზისა და ლეიშმანიოზის აღმძვრელები. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ძუძუმწოვრებში გამოვლინებულია 313 სახეობის გარეგანი და შინაგანი პარაზიტი. აქ კი განხილულია მხოლოდ უმთავრესი ჰელმინთები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი. ფასციოლოზი-fasciolosis ფასციოლოზი სასოფლო-სამეურნეო და სანადირო-სარეწაო ცხოველთა მძიმე ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელებს წარმოადგენენ დიგენეზური ტრემატოდები ფასციოლას გვარიდან. ფასციოლას ორი სახეობაა ცნობილი: ღვიძლის (პეპელა) ორპირა და გიგანტური ორპირა. ამ ჰელმინთებს დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ შინაური და გარეული მცოხნელი ცხოველები და აგრეთვე ადამიანის სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ღვიძლის სანაღვლე სადინარებში. შუამავალი მასპინძლებია წყლის მოლუსკების მრავალი სახეობა, სსრ კავშირში- მცირე ტბორულა-galba truncatula. ღვიძლის ორპირას და გიგანტური ორპირას განვითარების ციკლი მსგავსია. არის განსხვავება მხოლოდ ცალკეული სტადიების ხანგრძლივობასა და შუამავალი მასპინძლების შედგენილობაში. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფასციოლოზი უმთავრესად გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ, ტენიანი სუბტროპიკული ზონის რაიონებში (ხობი, ცხაკაია, ფოთი, ზუგდიდი და სხვა.) და აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც სუბტროპიკულის მსგავსი კლიმატური პირობებია(ლაგოდეხი, ახმეტა.). სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან საქართველოში ფასციოლოზი აღწერილია ირმებში, შვლებში, გარეულ ღორში, კურდღელსა და ნუტრიაში. თუმცა გარეულ ცხოველებს შორის ფასციოლოზი ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე შინაურში. მაგრამ ფასციოლოზმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჩვენი ფაუნის ძვირფას წარმომადგენლებს. გარეულ და შინაურ ცხოველთა ფასციოლოზის გავრცელების კერები ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანის ფასციოლოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აღწერილია სსრ კავშირის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. საქართველოში, დღეისათვის ადამიანის ფასციოლოზის 100-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ცხოველები ფასციოლოზის ძირითადი დეფინიტური მასპინძლებია, ამიტომ ამ ცხოველების სქესმწიფე პარაზიტისაგან განთავისუფლება წარმოადგენს ერთ-ერთ რადიკალურ საშუალებას პროფილაქტიკისათვის, უნდა ჩატარდეს ფასციოლას კვერცხების მოსპობა, ფეკალის ბიოთერმული დამუშავებით: მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლა ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური მეთოდებით; მოლუსკების ბიოტოპების მოსპობა-დაჭაობებული ტერიტორიის ამოშრობით და სხვ. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ასკარიდოზი - Ascaridosis
ასკარიდოზი შინაურ და გარეულ ღორის მძიმე ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელს წარმოადგენს ნემატოდა ასკარისის გვარიდან. სქესმწიფე ნემატოდები პარაზიტობენ წვრილ ნაწლავებსა და კუჭში. ავადდებიან ძირირითადად გოჭები 1 -7 თვის ასაკში. ღორის ორგანიზმში ასკარიდას ლავრების მიგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს პნეუმონია და მრონქოპნეუმონია. დაავადებიდან მე-6-7 -ე დღეს ეწყება ხველა, ხრიალი, აჩქარებული სუნთქვა, პირღებინება, უმადობა. ვითარდება რაქიტი. ასკარიდოზის შედეგად ხშირად ადგილი აქვს ნაწლავების გადახლართვას, რაც ზოგჯერ სიკვდილითაც მთავრდება. ღორების ასკარიდოზით დაავადების წყაროს წარმოადგენს დაავედებული ღორი, რომელიც გარემოში გამოყოფს კვერცხებს. ღორების ასკარიდას კვერცხები მექანიკურად შეიძლება გადაიტანონ მწერებმა, განსაკუთრებით ბუზებმა. ღორების ასკარიდოზი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. საქართველოში ღორების ასკარიდა რეგისტრირებულია ლინტროპის მიერ 1918 წელს გუდაუთის რაიონში, ბურჯანაძის მიერ შინაურ ღორების ასკარიდოზის რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. გარეულ და შინაურ ღორში რეგისტრირებულია ქოიავას მიერ (1956 წ.) გარეული ღორების ასკარიდოზის დროს შეიძლება გამოვიყენოთ ქიმიური და პროფილაკტიკური ღონისძიებები, კერძოდ საკვებში სამკურნალო პრეპარატის შერევა. ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 20:10 |