ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ჭრელტყავა - vormela peregusna ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს(mustelidae). აღწერილობა: სხეული წაგრძელებულია გრძელი ფუნთუშა კუდით. სხეულის სიგრძე 27 -35 სმ, კუდისა 12 -18 სმ. ყურები დიდია და თავისი თეთრი შეფერილობის გამო მკაფიოდ მოჩანან სხეულის საერთო ფონზე. ბეწვი მოკლეა. ბეწვის შეფერილობა ძალიან ჭრელია და ცვალებადია. ზურგზე ის მოყვითალო-ოქროსფერია უსწორო ფორმის რუხი ლაქებით, კისრის ქვედა მხარეზე და მუცელზე მოყავისფრო- რუხია. გავრცელება: სამხრეთ ევროპა, წინა, მცირე, შუა აზია. საქართველოში აღმოსავლეთი რაინებისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე. ცხოვრების ნირი: ბინადრობს ველებზე, ნახევრასუდბნოებსა და უდაბნოებში, სადაც იკავებს ღია სივრცეებს, მაგრამ ზოგჯერ- ბუჩქნარებში, ნაგებობათა ნანგრევებში, ქვის ყორეებში. გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე. ბუდეს იკეთებს სოროში, რომელსაც ჩვეულებრივად თვითონ თხრის. ზოგჯერ იყენებს ზაზუნას, ბრუცას ან სხვ. მიტოვებულ სოროებს. აქტიურია დილის და საღამოს საათებში. მოძრაობს სწრაფად, საფრთხის მოახლოვების შემთხვევაში ძაღლივით იღრინება. მძუნაობა ხდება მარტში. მაკეობის ხანგრძლივობა 2 თვემდეა. მდედრი შობს 4 -8 უსუსურ ნაშიერს. ჭრელტყავას საკვებს შეადგენენ ძირითადად მღრღნელები, რომლებსაც მოპოვებს სოროებში. ზოგჯერ თავს ესხმის მიწაზე მობუდარ ფრინველებს. სამეურნეო მნიშვნელობა: მავნე მღრღნელების მოსპობით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ბეწვი მდარე ხარისხისაა და სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 14:44 |