როგორ გაატარეთ ზაფხული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
როგორ გაატარეთ ზაფხული |
Aug 15 2012, 17:05
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მოგესალმებით მეგობრებო , დიდხანს ვიფიქრე გამეხსნა თუ არა ამდაგვარი თემა ....
ალბათ ყველას გვქონია ასეთი ამბავი ზაფხულიდან დაბრუნებულები რომ მივდიოდით სკოლაში და მასწავლებელი გეკითხებოდათ თუ როგორ დაისვენეო ? თქვენც იწყებდით თხრობას თუ როგორ დაისვენეთ . მართალია ჯერ ზაფხული არ მორჩენილა მაგრამ თემა იყოს მაინც იმედი მაქვს თქვენც დასწერთ რამეს მე ფაქტიურად ზაფხული გავატარე თბილისსში , ივლისის ბოლოს მოვრჩი ბუღალტერიის სწავლას და ჩემებმა გამიშვეს ბაზალეთზე წადი დაისვენეო , რათქმაუნდა ვიცოდი მათ სიტყვებში რაღაც მაცდური იმალებოდა თქო მაგრამ მაინც დავუჯერე , პრინციპში აქაც სიცხეებმა უმატეს და სუფთა ჰაერი მომენატრა , ჩავედი აგარაკზე მოვეხვიე ჩემს მონატრებულ მალამუტს და შევუდექი ბარგის ამოყრას (რამოდენიმე ცალი წინდა , მაისური , სპორტული , შორტი , და ჰიგიენური საშუალებები) , რათქმაუნდა სათევზაო ატრიბუტიკაც წავიყოლე , მაინც ბაზალეთის ტბაზე ვითევზავებთქო . გავიღვიძე თუ არა მამაჩემი პრარაბთან და ერთ მუშასთან ერთად დამხვდა პირველ სართულზე , თავიდან მეგონა მეგობრები ამოიყვანა მეთქი მაგრამ , როცა ყური ვუგდე მათ საუბარს , ამდენი ეს იმდენი ეს კაფელიო მეტლახიო ცემენტიო ... მივხვდი რომ ცუდად მაქვს საქმე. მივესალმე მოსულებს მამაჩემმაც დამიძახა მოდი შვილო აქო , ხომ იციო როგორ მიყვარხარო "ამ ფრაზის გაგონებისას მივხვდი რომ მართლაც დარხეული მქონდა" . საქმე რაში იყო ბაბუაჩემმა როდესაც სახლი ააშენა ბაზალეთზე გარაჟში დააყენა გათბობის სისტემა კომუნისტური "ვეში" რომელიც სალიარკაზე მუშაობდა და ზამთარში ახურებდა მთელ სახლს , გაძვირდა სალიარკაც , დაინგრა ის წყობაც და შეგვრჩა ეგ "ვეში" . თანაც ჩემს ბაბუა ბებიას უკვე სიარულიც უჭირთ , ერთს სახსრების პრობლემა აქვს მეორეს ვენების , და თხოვნით მიმართეს მამაჩემს რომ თუ შეგიძლია ვანა ტუალეტი რომ გაგვიკეთოვო , ყველანაირად უწყობს ხელს . 1 დავალება ასეთი იყო გადმომეზიდა მთელი სატვირთო , ცემენტი , ქვიშა , ტრუბები პლასტმასის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ . 2 დავალება 700 აგურის შეტანა გარაჟში რატა ამოშენება გაეკეთებინათ . 3 კურდღლებისთვის საჭმლის დაყრა + ბალახის ყიდვა დამავალა (გიგანტი კურდღლები რომ არიან 100-50 ლარიანები) 4 ბაბუაჩემისთვის მიხმარება "შეშის დაპობა და მისი დალაგება" 5 შეშის შესანახისა და კურდღლების თავშესაფრის გადაფარვა 6 ხორბლის აღება (რომელიც 8 ტომარაზე მეტი არ გამოვიდა) 1 საათის მანძილზე კომბაინი 10 ჯერ გაფუჭდა ხან ქვას გამოედო ხან , კუნძს შეასკდა , მთელი დღე 40 გრადუსიან სიცხეში გავატარე მოკლედ ვერთობოდი რა , შეშის პობა ნამეტნავად მტკივნეული თემა აღმოჩნდა რადგან მთელ ხელზე დამისკდა მაზოლები , რამოდენიმეჯერ უროც ჩავირტყი სოლის მაგივრად ფეხში... სათევზაოდ რათქმაუნდა ვერ წავედი ... ))) ანკესებიც იქ დავტოვე ესეც ფოტო მასალაც ძაანაც რომ არ მოიწყინოთ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() To Be Continue..... -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
|
![]() |
Sep 6 2013, 21:46
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,018 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვენაცვალე რაჭას. უხუხუხ კარგი იყო
|
|
|
|
ალთაზარ როგორ გაატარეთ ზაფხული Aug 15 2012, 17:05
შოთა.03 ალთაზარ
ვაი შე საწ... Sep 23 2012, 19:22
Little Fisher მე სადაც დავისვენე... Sep 23 2012, 19:41
გიგი თებზაობაში გავატა... Sep 29 2012, 18:36
megreli უკეთესს ვერც ვინატ... Aug 10 2013, 08:08
კუთხა ამ თემას მე 30 აგვის... Aug 10 2013, 09:28
megreli ჩემი ზაფხულის ფინა... Sep 4 2013, 10:54
Davitus megreli
რაღაცა დაბალი ... Sep 4 2013, 11:06
megreli Davitus
არ გეჩვენება
... Sep 4 2013, 11:15
gagrinski ზაფხულის პირველ ნა... Sep 4 2013, 13:45
rezident საკაიფოდ Sep 4 2013, 16:28
ჯეკო ზაფხულის დასაწყის... Sep 4 2013, 19:52
ზახარა საერთოდ არ შემაწუხ... Sep 4 2013, 20:41
ლეონ-ბლექი მე კიდე ამ ზაფხულს... Sep 5 2013, 00:14
Davitus ლეონ-ბლექი
გილოცა... Sep 5 2013, 05:07
კუთხა მე 2 თვე და ნახევარი... Sep 5 2013, 09:10
ლეონ-ბლექი ციტატა(Davitus @ 5th September 20... Sep 5 2013, 09:35
შალვა ზაფხული არა ტოლმა... Sep 5 2013, 13:27
ლეონ-ბლექი ციტატა(shalva @ 5th September 201... Sep 5 2013, 23:57
შალვა ლეონ-ბლექი
ციტატა(l... Sep 6 2013, 08:56
ლეონ-ბლექი ციტატა(shalva @ 6th September 201... Sep 7 2013, 01:05![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th November 2025 - 12:44 |